უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი 36 383 დანაშაული დაარეგისტრირეს.
- უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს
- უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს
"რეგისტრირებულია ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი 11 751 დანაშაული, ომისა და აგრესიის 24 632 დანაშაული, აქედან 23 721 ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას, 73 აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას ან წამოწყებასა და წარმოებას, 21 ომის პროპაგანდას , 817 კი სხვა დანაშაულებს უკავშირდება", - აღნიშნულია ინფრომაციაში.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.