ყაზახეთმა შესაძლოა, ქვეყნიდან ავტოტრანსპორტით ნახშირის ექსპორტი 6 თვით აკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
„დაწესდეს აკრძალვა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ექვსთვიანი ვადით, საავტომობილო გზით, ნახშირის, ბრიკეტების, მარცვლებისა და მსგავსი ტიპის მყარი საწვავის, რომლებიც მიღებულია ნახშირიდან: ნახშირი, ფხვნილი ან არაფრაგმენტირებული, მაგრამ არა აგლომერირებული (ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 2701)“, - აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში.
ანალიზი აჩვენებს, რომ მეზობელ ქვეყნებში ყაზახეთიდან ნახშირის ექსპორტი გაიზარდა: ყირგიზეთში - 19%, უზბეკეთში - 30%. 2021 წელს ყირგიზეთში 1 143 ათასი ტონა ნახშირი გავიდა, აქდან სარკნიგზო ტრანსპორტით 1 020 ათასი ტონა, ავტოტრანსპორტით კი 123 ათასი ტონა.
ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე აჟიოტაჟის გამოსარიცხად, ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ საჭიროა ავტოტრანსპორტით, ნახშირის ექსპოტის 2022 წლის 1-ელი აგვისტოდან 6 თვით აკრძალვა.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსული ემერგომატარებლების სრულ ემბარგოზე უარს ამბობს.
8 აპრილს იაპონიამ აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა.