ჩინეთი ავიაკომპანიებს აფრთხილებს, რომ ტაივანთან ახლოს არ იფრინონ

ჩინეთი აზიაში მოქმედ ავიაკომპანიებს აფრთხილებს, რომ თავი აარიდონ ფრენებს ტაივანის მიმდებარე ტერიტორიებში, სადაც ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტის საპასუხოდ, სამხედრო წვრთნებს ატარებს. 

ოფიციალურ შეტყობინებაში მითითებულია საჰაერო სივრცის ექვსი ტერიტორია, რომლებიც "სახიფათო ზონებად" მიიჩნევა. ფრენები 4 აგვისტოს 12:00 საათიდან 7 აგვისტოს 12:00 საათამდე იზღუდება. 

шесть областей, где идут учения

შეგახსენებთ, ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა.


გაეცანით სტატიებს