„ხუთი თურქული ბანკი რუსული გადახდის სისტემა „მირს“ შემოიღებს“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. წერს Bloomberg.
თურქული ბანკების რუსულ გადახდის სისტემასთან ადაპტაციაზე, ერდოღანი და პუტინი სოჭში შეხვედრისას შეთანხმდნენ. მოლაპარაკების ამ ნაწილს ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
თურქეთის ლიდერის თქმით, „ასეთი ცვლილებები როგორც რუსი ტურისტებისთვის, ასევე თურქეთისთვის შვებაა“.
შეგახსენებთ, 5 აგვისტოს, სოჭში, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების დახურული შეხვედრა შედგა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა.
ასევე წაიკითხეთ: რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა