საქართველოში AstraZeneca-ს და ჩინური ვაქცინის შემოტანა განიხილება, მწარმოებელ ქვეყნებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ამის შესახებ Europetime-ს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე ინტერვიუში განუცხადა დასძინა რომ პირადად ის Astrazeneka-ს ვაქცინას უწევს რეკომენდაციას.
მისი თქმით, ვაქცინის სწრაფად მისაღებად Covax პლატფორმის გარდა, მთავრობა მეორე მიმართულებითაც მუშაობს.
"მიმდინარეობს ორმხრივი ინდივიდუალური მოლაპარაკებები. კონკრეტულ ვაქცინის მწარმოებელ ქვეყნებთან და ჩართული არიან ამ კონკრეტული ქვეყნების ელჩები. რაც განიხილება და ყველაზე ახლოს რაც დგას საქართველოსთან, არის „ასტრა ზენეკას” ვაქცინა, რომელიც წარმოებულია დიდ ბრიტანეთში და შეიქმნა ოქსფორდის უნივერსიტეტში.
ასევე განიხილება ჩინური ვაქცინის შემოტანაც. ჩინურ ვაქცინას ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს მთელ მსოფლიოში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ თურქეთმა, რომელიც არ არის ღარიბი და სუსტი ქვეყანა, ჩინური ვაქცინა შეიძინა და არა ამერიკული, ან სხვა ქვეყნის ვაქცინა. მიმაჩნია, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი არის AstraZeneca, რადგან არ საჭიროებს შენახვის და გადატანის ისეთ სპეციალურ პირობებს, როგორც სხვა ვაქცინები. ჩვეულებრივ პირობებშიც შესაძლებელია აცრა. თან AstraZeneca ტრადიციული წესით დამზადებულია და მოდერნა და "ფაიზერი" კი ახალი ტიპის ვაქცინებია, ე.წ გენეტიკური ვაქცინები. გარკვეული რისკები არსებობს. ფაქტობრივად პირველად გამოიყენება და როგორი შედეგი ექნება, ბოლომდე არ ვიცით. თუმცა ჩატარდა ფართო კვლევები რომელმაც აჩვემა რომ უსაფრთხოა.
ორი გზა გვაქვს. ერთი გზა არის „კოვაქსის“ პლატფორმა, სადაც საქართველოს სხვა ქვეყნებთან ერთად დგას რიგში და ჯანმო გაანაწილებს ამ ვაქცინებს. Covax პლატფორმა რეზერვშია, მაგრამ მიმდინარეობს ორმხრივი ინდივიდუალური მოლაპარაკებები. კონკრეტულ ვაქცინის მწარმოებელ ქვეყნებთან, რაშიც ჩართული არიან ამ ქვეყნების ელჩები", - განუცხადა Europetime-ს თენგიზ ცერცვაძემ.
რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ