ლვოვში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მონაწილეობით სამმხრივი სამიტი დაიწყო.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი ანტონიო გუტერეშს, შემდეგ კი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
ასევე გაიმართა თურქეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, სადაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ფოტო: Anadolu
ფოტო: Anadolu
ერდოღანი უკრაინაში 18 აგვისტოს ჩავიდა. ის პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს და ასევე განიხილავს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს.
ორმხრივ მოლაპარაკებებს მოჰყვება სამმხრივი სამიტი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზით. საუბარი იქნება უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმის გააქტიურებაზეც.
გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი, სტამბოლს ეწვევა.