კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების დაბალი სტატისტიკით საქართველო ევროპაში მე-7 ადგილზეა

2020 წლის მარტიდან დღემდე, საქართველოში ჰოსპიტალს გარეთ, საკუთარ ბინაზე და კოვიდ სასტუმროებში კორონავირუსით სულ 33 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 1.15 პროცენტია. ლეტალობის კუთხით, ევროპის 54 ქვეყნიდან საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ექვს ქვეყანას უფიქსირდება.

ამის შესახებ Europetime.eu-ს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

„ოფიციალური მონაცემებით, ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილია სულ 33 პაციენტი იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი რიცხვი ფიქსირდებოდა. ყველაზე მეტი აქტიური ინფექცია დღეში. იყო დღეები, როდესაც 30 ათასი აქტიური ავადმყოფი ჰყავდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. ეს უზარმაზარი რაოდენობაა, დღეში 5000-მდე ახალი ავადმყოფი. ყველა იყო მოსავლელი, დასაბინავებელი. მათგან უნდა აგერჩია ვის აქვს მძიმე ფორმა, ვის ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდა, ვის ბინაზე იზოლაცია ან კოვიდ სასტუმროში გადაყვანა. არ ჰყოფნიდა სასწრაფოები, არ ჰყოფნიდა ოჯახის ექიმები, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და ვისაც უნდა პოლემიკაში ჩამერთოს და დავუმტკიცებ რომ საქართველო ამას გაუმკლავდა უკეთესად ვიდრე ევროპის ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ან ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები.

აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში რომ არის რიგები და იქ რომ არის ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმა, იგივე კატეზე 2 კვირის მერე, 3 კვირის მერე წერდნენ ხანდახან ამერიკაში და ევროპაში. ზოგჯერ საერთოდ ექიმთთან კონტაქტსაც ვერ ახერხებდნენ განვითარებულ სახელმწიფოებში“, - განუცხადა Europetime-ს თენგიზ ცერცვაძემ.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის ცნობით, დიდ ბრიტანეთში 7 ათასამდე პაციენტია გარდაცვლილი ჰოსპიტალს გარეთ, ბინებში და კოვიდ თავშესაფრებში.

„შეადარეთ ახლა, ბრიტანეთი რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლიერი სახელმწიფო, ყველაზე წელში გამართული ქვეყანა 7000 კაცი გარდაეცვალა ჰოსპიტალის გარეთ. იმიტომ რომ არ ჰყოფნიდათ საწოლები. მართალია ბრიტანეთში ჩვენზე მეტი მოსახლეობა ცხოვრობს , მაგრამ პროცენტულად რომ გადაინგარიშო, მაინც ძალიან დიდი განსხვავებაა.

საქართველოში ჰოსპიტალიზაციის დაგვიანება რომ მასიური ყოფილიყო და ვთქვათ ავადმყოფებისთვის საკმარისი დახმარება ვერ გაეწიათ, როცა დღეში 30 ათასი პაციენტი იყო მოსავლელი, როგორ გგონიათ მთელი ერთი წლის მანძილზე სულ 33 პაციენტი იქნებოდა?

ყველა ის შეფერხება, ხარვეზები, სერიოზული ხარვეზები, რაც ჩვენთან იყო, გამოწვეული იყო ინფიცირებულთა ძალიან მაღალი რაოდენობით, იმ კონკრეტულ პერიოდში, დაახლოებით ერთი თვის მანძილზე. იგივე ხარვეზები გაცილებით მეტი მასშტაბებით იყო უცხოეთში. ყოველშემთხვევაში საქართველოში ჰოსპიტალიზაციაზე არავის უარი არ უთქვამს, რაიმე პრიორიტეტული ნიშნით. შეიძლება დაგვიანებით, ერთი დღის, 2-3 დღის დაგვიანებით, მაგრამ ბოლოს ყველა მძიმე პაციენტი მაინც ჰოსპიტალიზირებული იყო.

სამი დღის წინ ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა კალიფორნიაზე. ლოს ანჯელესში ამერიკის უმდიდრეს ქალაქში, ექიმებმა ინსტრუქცია მიიღეს, რომ უიმედო პაციენტები სტაციონარში არ დააწვინონ.ასევ აქვთ მითითება, ჟანგბადი ლიმიტერებულად დახარჯონ ავადმყოფებზე, პრიორიტეტები დაალაგონ. ხომ წარმოგიდგენიათ როგორ უნდა გაუჭირდეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას, რომ ასეთი რამ დაავალო ექიმებს. როცა პრიორიტეტების არჩევა გიხდება, ესეიგი ძალიან უჭირს იმ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას.

სერიოზული რაღაც მოხდა შვედეთში, როცა ოფიციალური ინსტრუქცია მისცეს ექიმებს 65 წელს ზემოთ პაციენტები საავდმყოფოში არ წაეყვანათ იმიტომ რომ მათთვის ადგილი არ იყო. აი ასეთი ბევრი ფაქტი კატასტროფაა ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს რომ საქართველოში მომხდარიყო და 65 წელს ზემოთ მყოფი პაციენტების მიღებაზე საავადმყოფოებს უარი განეცხადებინათ, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა. რა ამბავი ატყდებოდა სრულიად სამართლიანად”, - აღნიშნავს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი Europetime.eu-სთან ინტერვიუში.

ინტერვიუს სრული ვერსია

რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ

საქართველოში სპეციალური პროტოკოლით გამოიკვლევენ იმ 500 პაციენტს, რომლებმაც კოვიდინფექცია რთულად გადაიტანეს