ზელენსკი: უკრაინის აღსადგენად $1 ტრილიონზე მეტია საჭირო

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში გამარჯვების შემდეგ, უკრაინის სრული აღდგენა იქნება ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი ევროპაში, რომელიც ამჟამად, შეიძლება, ერთ ტრილიონ დოლარზე მეტად შეფასდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენის პროექტის განხორციელება, სწრაფი აღდგენის გეგმის ფარგლებში, რომელიც გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის დაუყოვნებლივ აღდგენის საშუალებას იძლევა, უკვე დაწყებულია.

„უკრაინის რეკონსტრუქციის გენერალური პროექტი იქნება ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი ევროპაში. მისი მოცულობა უკვე ასობით მილიარდ დოლარად არის შეფასებული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის რეკონსტრუქციის გენერალური პროექტი ათ წელზე ნაკლებ დროზეა გათვლილი.


ნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.