ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებენ

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი შეთანხმდნენ, რომ სახმელეთო საზღვრებზე რუსეთის მოქალაქეების შესვლა შეზღუდონ.  ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ოფიციალური ზომების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.  

აკრძალვა შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის მოქმედი ვიზა აქვთ. გამონაკლისი გავრცელდება გადამზიდავებზე, დიპლომატებზე და იმ ადამიანებზე რომელბიც ამ სამ ქვეყანაში ჰუმანიტარული მიზნებით შევლენ. 

სახმელეთო საზღვრებზე რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვის გადაწყვეტილებას ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ერთობლივად მიიღებენ და კანონი სამივე ქვეყანაში ერთდროულად ამოქმედდება.