სეიმმა ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა კანონით აღიარა

სეიმმა ლატვიის პრეზიდენტის ინიციატივას მხარი დაუჭირა და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა კანონით აღიარა.

კანონს მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. კანონი ადგენს, რომ ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია თავისი ეპარქიებით, კრებებითა და დაწესებულებებით სრულიად დამოუკიდებელია ლატვიის ფარგლებს გარეთ მოქმედი ეკლესიის ნებისმიერი

ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა, სეიმს განსახილველად, ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ კანონში ცვლილებები 5 სექტემბერს წარუდგინა, რომელიც ლატვიის ეკლესიისთვის დამოუკიდებელი (ავროკეფალია) სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

კანონში ცვლილებები ლატვიის იუსტიციის მინისტრის იანის ბოროდანსის მონაწილეობით მომზადდა.

„როდესაც კანონი ძალაში შევა, მოსკოვის საპატრიარქოს ნებისმიერი გავლენა ან ძალაუფლება ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, გამოირიცხება. მოსკოვის პატრიარქთან კავშირზე უარის თქმა, არსებითი საკითხია ჩვენი მართლმადიდებლებისთვის, მთელი ლატვიის საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ეგილს ლევიტსმა. 

ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, კანონი ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიულ სტატუსს აღადგენს და მოსკოვის პატრიარქის გავლენას გამორიცხავს.