„ბინძურ ბომბთან“ დაკავშირებით რუსეთის შანტაჟის ფონზე, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინის ბირთვული ობიექტები IAEA-სთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის კვლავ ღიაა.
- აშშ-ის, ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო მინისტრები: ვუარვყოფთ ბრალდებებს, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე "ბინძური ბომბის" გამოსაყენებლად ემზადება
- ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა
როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, „ქურდს ქუდი ეწვის“. „დღეს რუსეთის ფედერაციამ მაღალ საერთაშორისო დონეზე წარმოადგინა ამ ანდაზის ოფიციალური ილუსტრაცია. ტყუილი „ბინძური ბომბის“ შესახებ, რომლის გამოსაყენებლად თითქოს უკრაინა ემზადება, კრემლის უკვე ნაცნობი ტაქტიკის ელემენტია. როდესაც რუსი კრიმინალები ცდილობენ პრევენციულად დაადანაშაულონ აგრესიის მსხვერპლი თავიანთ დანაშაულში“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.