ისრაელის ოპოზიციური პარტიის „ლიკუდის“ ლიდერი, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნების ფავორიტია, ბენიამინ ნეთანიაჰუ, პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, მზადაა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, მთავრობის პოლიტიკას გადახედოს.
ამის შესახებ მან Fox News Sunday-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება Ukrinform ისრაელის ეროვნულ ამბებზე დაყრდნობით.
„ლიკუდის“ ლიდერმა უარყო შეფასება, რომ ისრაელი „რუსეთის მხარესაა“ და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში მას შეუძლია კიევისთვის იარაღის გადაცემის საკითხზე, მთავრობის პოზიცია შეცვალოს.
„ეს არაა იოლი საკითხი, მაგრამ გადასაწყვეტი საკითხია და არჩევის შემთხვევაში ამას გავაკეთებ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
- უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს
- ისრაელის ოფიციალური პირი: დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს