ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა, მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას ანადგურებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საღამოს მიმართვაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, 8 თვის შედეგები შეაფასა.
 
„დღეს არის ზუსტად 8 თვე, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. რას მივაღწიეთ ამ ხნის განმავლობაში? დავიცავით ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა - და რუსეთი ამას ვერ შეცვლის. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ უკრაინის მიწას. ახლა დონბასი, ხარკოვის ოლქი და ხერსონი ჟღერს. მაგრამ მალე გაიჟღერებს ზაპოროჟიეც და ყირიმიც. მოვა დრო - და მთელი უკრაინა თავისუფალი იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ. 
 
მისივე თქმით, უკრაინა მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას ანადგურებს.
 
„ახლა კი რუსეთი მხოლოდ იმათხოვრებს. რაღაცას ითხოვენ ირანში, ცდილობენ რაღაც მიიღონ დასავლეთის ქვეყნებიდან უკრაინაზე ყოველგვარ სისულელის მოგონებით. რუსული პოტენციალი იხარჯება ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომზე. იყო გაზის გავლენა - აღარ არის. იყო სამხედრო გავლენა - აორთქლდა. ჰქონდა პოლიტიკური წონა - ახლა იზოლაციაშია. ჰქონდა იდეოლოგიური ამბიციები - ახლა მხოლოდ საზიზღრობაა.
 
და ეს არის კონფიგურაციაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ევრაზიის კონტინენტის ჩვენს ნაწილში: რაც უფრო მეტად დაკარგავს რუსეთი პოტენციალს, მით მეტად რეალური იქნება, რომ ყველა გათავისუფლდება, როგორც რუსეთის გარეთ, ასევე მის საზღვრებში. უკრაინას - პირველ რიგში“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

 
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.