უკრაინა განაგრძობს მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებების შესრულებას და იმედოვნებს, რომ შეთანხმების პარტნიორები - გაერო და თურქეთი - "დაამშვიდებენ" რუსულ რიტორიკას,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში გაფორმდა ორი შეთანხმება, მათგან ერთი უკრაინას, გაეროსა და თურქეთს შორის (მეორე რუსეთს, თურქეთსა და გაერო-ს შორის).
„მე არ გამიგია, რომ ამ სამი სუბიექტიდან ვინმე არ ეთანხმებოდეს და სურდეს მარცვლეულის ინიციატივის შეჩერება. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მომქმედებას შეთანხმების მიხედვით", - განაცახდა ზელენსკიმ.
29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს.
რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო.
უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.