რა ვითარებაა ხერსონში მას შემდეგ, რაც ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ გადავიდა

უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა პარასკევს პირველად აღიარა, რომ ქალაქი ხერსონი „თითქმის უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა“, მაგრამ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ზოგიერთ რუს ჯარისკაცს შესაძლოა, სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვას.

ხერსონის რეგიონული საბჭოს წევრმა სერჰი ხლანმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქალაქ ხერსონის და დნიპროს დასავლეთ სანაპიროს დეოკუპაცია დასკვნით ეტაპზეა“.

მისი თქმით, ბევრმა რუსმა სამხედრომ „გადააგდო თავისი ფორმა და ახლა სამოქალაქო ტანსაცმლით იმალება“.

„ისინი ქალაქში პროვოკაციებს, ცრუ დროშის ოპერაციებს მოაწყობენ. წინ ბევრი სამუშაოა ქალაქის ნაღმებისგა გასაწმენდად„, - განაცხადა ხლანმა.


ხლანმა ასევე განაცხადა, რომ დიდი რაოდენობით რუსი ჯარისკაცი დაიხრჩო ქალაქიდან გაქცევის მცდელობისას. 

„ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, სასტიკი თავდასხმის შედეგად გაანადგურეს რუსების უმეტესობა, რომლებიც ვირთხებივით გარბოდნენ დნიპროს მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე. ტოვებდნენ აღჭურვილობას. ბევრი რუსი დაიხრჩო“.

მას შემდეგ, რაც ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ფაქტობრივად გააკონტროლეს ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპირო [დასავლეთი] ნაწილი, ჩვენ შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ხერსონის რეგიონის მარცხენა სანაპირო [აღმოსავლეთი] ისთმუსამდე“. (პერეკოპის ისთმუსი ყირიმის ნახევარკუნძულის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილია.)

ხლანის თქმით, ქალაქში კომუნიკაცია უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია და საწვავიც და ელექტროენერგიაც მწირია.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 განაცხადა, რომ დაასრულა ჯარების გაყვანა უკრაინის სამხრეთით, ხერსონის რეგიონში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან.

  • ბრძოლის ველზე არსებულ სურათს ბრიტანული BBC აღწერს.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ფოტოები და ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მთავარი ხიდი, რომელსაც რუსული ჯარი ევაკუაციისთვის იყენებდა, განადგურდა. გაურკვეველია, რამ გამოიწვია ხიდის ნგრევა, ზოგიერთი რუსული წყარო ამტკიცებს, რომ ისინი თავად დაანგრიეს, გაყვანის პროცესის დასრულების შემდეგ.

იმავდროულად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა ათობით ქალაქი და სოფელი დაიბრუნენს და ქალაქ ხერსონისკენ, წინ მიიწევენ.

ხერსონი ერთადერთი რეგიონული დედაქალაქია, რომელიც რუსეთმა თებერვალში შეჭრის შემდეგ დაიპყრო.

მისი დაკარგვა კრემლისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.

შეგახსენებთ, მოსკოვმა უკრაინიდან ჯარის გაყვანის შესახებ ოთხშაბათს განაცხადა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

  • ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.