რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი იყო და რჩება ღია უკრაინასთან დიალოგისთვის წინაპირობების გარეშე. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

„მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო პოზიცია - ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, წინაპირობების გარეშე. ჩვენ მზად ვიყავით ამისთვის, კიევმა, დასავლელი კურატორების ბრძანებით, შეწყვიტა დიალოგი, რომელიც, ზოგადად, წინ მიიწევდა, ვითარდებოდა, ახლა ეს ყველაფერი წარსულშია.

რა იქნება შემდეგ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, - განაცხადა რიაბკოვმა. 

რუსმა დიპლომატმა ასევე უპასუხა კითხვას, მზადაა, თუ, არა მოსკოვი დიალოგის გასამართად შეერთებულ შტატებთან უკრაინის საკითხზე.

მისი აზრით, „თუ კიევს შესაბამისი დედაქალაქებიდან შეუკვეთეს, მაშინ ასეთი დიალოგის შანსები ალბათ გაიზრდება“. „მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენ არანაირი დაბრკოლება არ გვაქვს და დიალოგი წინაპირობების გარეშე უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა რიაბკოვმა. 


 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 განაცხადა, რომ დაასრულა ჯარების გაყვანა უკრაინის სამხრეთით, ხერსონის რეგიონში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან.

  • ბრძოლის ველზე არსებულ სურათს ბრიტანული BBC აღწერს.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ფოტოები და ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მთავარი ხიდი, რომელსაც რუსული ჯარი ევაკუაციისთვის იყენებდა, განადგურდა. გაურკვეველია, რამ გამოიწვია ხიდის ნგრევა, ზოგიერთი რუსული წყარო ამტკიცებს, რომ ისინი თავად დაანგრიეს, გაყვანის პროცესის დასრულების შემდეგ.

იმავდროულად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა ათობით ქალაქი და სოფელი დაიბრუნენს და ქალაქ ხერსონისკენ, წინ მიიწევენ.

ხერსონი ერთადერთი რეგიონული დედაქალაქია, რომელიც რუსეთმა თებერვალში შეჭრის შემდეგ დაიპყრო.

მისი დაკარგვა კრემლისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

  • ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.