NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ის ცდილობს გერმანიის მთავრობა დაარწმუნოს, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გადასცეს.
„ჩვენ ომის კრიტიკულ ფაზაში ვართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც ამ ომის მოსაგებად სჭირდება “, - განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში.
მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კოალიციის ფარგლებში უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. თუმცა ამ ტანკების ნებისმიერი ადგილიდან მესამე ქვეყნებში გადატანზე ბერლინის თანხმობაა საჭირო.
Handelsblatt წერს, რომ რასმუსენის თქმით, 20 იანვარს რამშტეინის ფორმატის შეხვედრაზე ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ომში უკრაინას იარაღის მიწოდებით უჭერენ მხარს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ.
„მძიმე იარაღზე ბოლოდროინდელი ვალდებულებები მნიშვნელოვანია და უფრო მეტს ველოდები უახლოეს მომავალში“, - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, ამ კონფლიქტის დროს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია.