ნიდერლანდებმა უკრაინას შესაძლოა 18 Leopard 2-ის ტიპის ტანკი მიაწოდოს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ გააკეთა. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
ABC News-მა 24 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს. Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს.
ამასთან, გერმანულმა ჟურნალმა Der Spiegel-მა 24 იანვარს დაწერა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდება გადაწყვიტა.
კიევისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდებაზე მსჯელობის ფონზე, სტოლტენბერგმა გერმანია უკრაინის მხარდაჭერისთვის შეაქო