ლიეტუვაში დესოვეტიზაციის შესახებ კანონი ამოქმედდა

პირველ მაისს ლიეტუვაში ამოქმედდა კანონი, რომელიც საჯარო სივრცეების დესოვეტიზაციას ეხება.

„ტოტალიტარული, ავტორიტარული რეჟიმებისა და მათი იდეოლოგიების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონი აყალიბებს საჯარო სივრციდან იმ ძეგლების, მემორიალური ობიექტებისა და ქუჩების სახელების გაუქმების პროცედურას, რომლების შესახებაც ჩაითვლება, რომ ისინი პროპაგანდას უწევენ ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებს, ასევე, მათ იდეოლოგიას.

ლიეტუვის პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საჯარო ობიექტების პროპაგანდად აღიარებას ლიეტუვის მცხოვრებთა გენოციდისა და წინააღმდეგობის შესწავლის ცენტრი, ასევე, მუნიციპალური დაწესებულებები გაუწევენ მონიტორინგს. თავად საეიმი ასევე შექმნის უწყებათაშორის კომისიას, რომელიც ხსენებულ საკითხზე იმუშავებს.

„კანონით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, არამხოლოდ მოვაშოროთ კვალი, არამედ, განვიხილოთ რეჟიმი და მისი დანაშაულები, უფრო მკაფიოდ განვსაზღვროთ კავშირი კომუნისტურ წარსულთან, ადგილი არ იქნება რეჟიმის რომანტიზებისთვის, კომუნიზმი და ნაციონალ-სოციალიზმი აღქმულ იქნება როგორც ბოროტება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ რეჟიმების გადალახვა“, - განაცხადა სეიმის დეპუტატმა პაულე კუზმიცკენემ, რომელიც მიიჩნევს, რომ კანონის აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია საჯარო განხილვა.