ექსკლუზივი
Europetime-თან საუბრისას გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აფასებს.
გერმანელი დეიპლომატის შეფასებით, ჩინეთთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამავე დროს ელჩი ხაზს უსვამს, რომ გერმანია ჩინეთთან ურთიერთობისას რისკების შემცირების პოლიტიკასაც ატარებს.
„ჩინეთთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია და შუა დერეფნის კონცეფციას დიდი პოტენციალი აქვს. ეს არის გერმანიის ხედვაც. ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და მისი არადემოკრატიული სისტემისა და თავდაჯერებული საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით - სისტემური მეტოქე.
ამიტომ, გერმანიას ჩინეთთან ურთიერთობისას რისკების შემცირების პოლიტიკა აქვს: რისკების ჩვენს თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგთან, ჩვენს სუვერენიტეტთან და ჩვენს ეკონომიკურ მდგრადობასთან დაკავშირებით,“ - განუცხადა ელჩმა ფიშერმა Europetime-ს.
საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს.
ამერიკის ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა ტიპის ურთიერთობა სურს ჩინეთთან, აშშ კი, კვლავ დარჩება საქართველოს მხარდამჭერად.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინეთის მიმდინარე აქტივობებს ახლოდან დააკვირდებიან.
- საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი
- იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის დროს, თითოეულმა მოკავშირემ ბალანსი უნდა დაიცვას