დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან მოსწავლეები თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სადაც სწავლის პროცესი მანამდე ეპიდვითებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვე მხოლოდ ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა.
განათლების სამინისტრომ სკოლების ადმინისტრაციებს სავალდებულო რეკომენდაციები უკვე გაუგზავნა. ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისა და სკოლის თითეული თანამშრომლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება.
ასევე სავალდებულოა კოვიდ 19-ზე პედაგოგების ინტენსიური ტესტირება.
მშობელს საშუალება აქვს განცხადების საფუძველზე, მოსწავლისთვის ისევ დისტანციური სწავლების მეთოდი აირჩიოს. ასევე რისკ ჯგუფის მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ მათი საგანი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს ან მოსწავლეს კორონა ვირუსი დაუდასტურდება, შესაბამისი ორგანოები იმსჯელებენ, მთლიანად სკოლა გადავა ონლაინ სწავლებაზე, თუ კონკრეტული კლასი.
მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება
მიხეილ ჩხენკელი: ამჯერად შვილებს პირბადეები მშობლებმა უნდა გამოატანონ
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები პირბადის ტარებისგან თავისუფლდებიან.
მოსწავლეებმა სკოლაში გადაადგილებისას 1-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან
ცნობილია, რა შემთხვევაში დაუბრუნდება სკოლა დისტანციურ სწავლებას
რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ