უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „უკრაინა მზად არის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობაში რუსეთის ბელგოროდი გაცვალოს.“
„ტერიტორიის გაცვლა? მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ NATO-ში-ში ჩვენს წევრობაში," - ხუმრობით უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტს.
ზელენსკი გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება, კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და NATO-ში გაწევრიანების გზა იყოს. ამ განცხადებას კიევის მკაცრი რეაქცია მოჰყვა, რის შემდეგაც სტიან იენსენმა მის განცხადებას შეცდომა უწოდა.
რუსეთის ბელგოროდის რეგიონი უკრაინას ესაზღვრება.
- რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა.
-
ნიდერლანდები და დანია უკრაინას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემენ - მარკ რუტე
-
დანია უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს