რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე დაახლოებით, საღამოს 8 საათზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს.
მოსკოვს სავარაუდო თავდასხმის შესახებ დამატებითი დეტალები არ უთქვამს.
რუსული ტელეგრამ არხები მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ბრაიანსკში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა, რასაც ქალაქის თავზე კვამლი მოჰყვა. დილით, რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ბრაიანსკის თავზე სამი თვითმფრინავი მოიგერია.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთს მხოლოდ ამ თვეში დრონი 25-ჯერ დაესხა თავს. მისივე შეფასებით, ბევრმა უპილოტო თვითმფრინავმა სამიზნეებს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვას „უჭირს მათი აღმოჩენა და განადგურება.“
შეგახსენებთ, რუსეთი 29 აგვისტოს გვიან საღამოდან ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე დრონების „მასიური“ შეტევის შესახებ იუწყებოდა.
უკრაინის დაზვერვამ 30 აგვისტოს დაადასტურა, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა.
- რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა.
- ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია