უკრაინა და შვედეთი უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ

უკრაინა და შვედეთი შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს.

„ჩვენი საუბრის დროს, მე და ტობიას ბილსტრომი შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივად, ვილნიუსის დეკლარაციის შემდეგ. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის ევროინტეგრაცია, “ – განაცხადა მინისტრმა.


ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“


G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.