ისარელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა უარით უპასუხა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის მიწვევას და არ შეუერთდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც ბრიუსელში, დღეს საღამოს იმართება.
„ვიდრე ჩვენ დაღუპულებს ვკრძალავთ და ვებრძვით კრიმინალ ტერორისტებს, როდესაც მსოფლიო ისრაელს ცალსახა მხარდაჭერას უცხადებს, არ არის ადგილი ბალანსისა და თეორიული დისკუსიებისთვის. მხოლოდ შემართული და უკომპრომისო ომი პალესტინური ტერორიზმის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ისრაელის საგარეო უწყების წყარომ Times of Israel-ის ცნობით.
მედია წერს, რომ იერუსალიმის სიგნალი ფოკუსირებულია ომზე და არა დიპლომატიურ ინიციატივებზე. კოენი გააგრძელებს სატელეფონო საუბარს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.
-
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა
-
როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“
-
რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი
-
როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი
-
ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია
- რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას
- ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters