ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის გაჩაღებამ შესაძლოა, ცენტრალური ბანკების ახალ ინფლაციურ ტრენდებსაც დაარტყას. ამ შინაარსის სტატიას Reuters-ი აქვეყნებს.
გლობალური არასტაბილურობის განცდას, რომელიც თითქმის 20 თვის წინ, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა გამოიწვია, დაემატა ის, რომ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ცენტრალური ბანკების ეკონომიკური მოლოდინი.
ბრიტანული სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური გავლენის დადგენას გარკვეული დრო დასჭირდება და ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი, რამდენად ინტენსიური იქნება ის და გავრცელდება თუ არა რეგიონის სხვა ნაწილებზე.
„თუმცა ნავთობისა და კაპიტალის ბაზრებზე შესაძლოა, ეს კონფლიქტი მალევე აისახოს,“ - ამბობს ვგუსტინ კარსტენსი, BIS (Bank of settlements)-ის გენერალური მენეჯერი, ბიზნეს ეკონომიკის ნაციონალური ასოციაციის წინაშე წარდგენილ მოხსენებაში.
„ახალი ინფლაციური ზეწოლა დილემის წინაშე აყენებს ცენტრალურ ბანკებს, რადგან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები - საუდის არაბეთი და ირანი ნავთობის უმსხვილესი მომპოვებლები და ექსპორტიორები არიან,“ - წერს Reuters-ი.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.
-
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა
-
როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“
-
რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი
-
როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი
-
ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია