შვეიცარიას NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს

შვეიცარიის ფედერალური მთავრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებს, კერძოდ, წვევამდელების ერთობლივ სასწავლო მისიებში ჩართვისა და მისი ტერიტორიით უცხოელი სამხედრო პერსონალის ტრანზიტის წესების გადახედვით.


შვეიცარიის ხელისუფლება ანგარიშში მიუთითებს, რრომ ისინი აგრძელებენ ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი პოლიტიკის დაცვას, მაგრამ იტოვებენ უფლებას, შექმნან საჭირო სამხედრო ალიანსები თავდასხმის შემთხვევაში.

„აუცილებელია, შეიქმნას სამართლებრივი ბაზა, რომელიც პატივს სცემს ნეიტრალიტეტის საზღვრებს,“ - ნათქვამია დოკუმენტში.

შვეიცარიის მთავრობამ ასევე განმარტა, რომ არ უნდა იყოს მიღებული ვალდებულებები, დამოკიდებულებები ან შეზღუდვები, რომლებიც საბოლოოდ, შეუთავსებელი იქნება ქვეყნის ნეიტრალიტეტთან.


როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, შვეიცარიის ხელისუფლება სულ უფრო მეტად არის მიდრეკილი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. შვეიცარია უკვე არის NATO-ს პარტნიორობა მშვიდობის პროგრამის წევრი და გასულ წელს მის ფარგლებში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა.

ცნობისთვის, შვეიცარიამ რუსული ალმასის იმპორტი აკრძალა. ქვეყანა ევროკავშირის სანქიცების მე-12 პაკეტს უერთდება. აკრძალვა დღეიდან შევიდა ძალაში.