15 ივნისს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს "უკრაინის სამშვიდობო რეზოლუციის" სამიტში, იტყობინება სომხეთის უშიშროების საბჭო. შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანი ეწვევა პარიზს, სადაც სამუშაო შეხვედრებს გამართავს.
შვეიცარიაში, უკრაინის სამშვიდობო სამიტისთვის დამუშავებული კომუნიკეს პროექტი წერია, რომ სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებმა უნდა მოიცვას კონფლიქტის "ყველა მხარის წარმომადგენლები" და მისდიოს შეთანხმებებს ბირთვული უსაფრთხოების, საკვების უსაფრთხოების, ომის პატიმრების დაბრუნებისა და მოტაცებული ბავშვების დაბრუნების შესახებ. დოკუმენტის პროექტს, რომელიც საბოლოო არ არის, რადიო თავისუფლება გაეცნო 12 ივნისს - სამი დღით ადრე, ვიდრე სამშვიდობო სამიტი გაიხსნება შვეიცარიის საკურორტო ქალაქ ბიურგენშტოკში.
-
თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი
-
„რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან 160 სახელმწიფოსა და მთავრობის ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციები. შვეიცარია 10 ივნისს აცხადებდა, რომ მიწვევას დათანხმდა 90-ზე მეტი მონაწილე - თუმცა, ევროკავშირის დიპლომატებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მონაწილეთა რიცხვი შემცირდა 78-მდე. წყაროებს არ დაუსახელებიათ ქვეყნები, რომლებმაც თითქოს, მონაწილეობა გადაიფიქრეს, თუმცა განმარტეს, რომ სია შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს, თუკი ქვეყნები ბოლო მომენტში გადაწყვეტენ მონაწილეობას.
ცნობისთვის, პეკინი, რომელსაც ახლო კავშირები აქვს მოსკოვთან, ჯერჯერობით აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას 15-16 ივნისის სამიტში.
5 ივნისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ჩინეთში იმყოფებოდა. უკრაინის ოფიციალურმა პირმა პეკინს მოუწოდა, ივნისში შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტზე დასასწრებად, იქ დელეგაცია გააგზავნოს. პეკინი აქამდე აცხადებდა, რომ მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებდა და რომ მშვიდობის კონფერენციის წარმატებას, მასში ორი მეომარი მხარის მონაწილეობა განსაზღვრავს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკონკრეტა, რომ უკრაინამ იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთის მონაწილეობა კონფერენციაში პრაქტიკულ შედეგს გამოიღებდა უკრაინაში მშვიდობის მიღწევისთვის.