ვალერი ჩეჩელაშვილი: პუტინი კარგი ტაქტიკური მოთამაშეა, მაგრამ ცუდი სტრატეგი, არცერთი გულწრფელი მოკავშირე აღარ დარჩა

"პუტინი კარგი ტაქტიკური მოთამაშეა, მაგრამ ცუდი სტრატეგი. მან საქართველოში 2008 წელს ბრწყინვალე ტაქტიკური ოპერაციები გაითამაშა, უკრაინაში - 2014 წელს. რის შედეგადაც, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე კონტროლი მოიპოვა, მაგრამ საქართველო დაკარგა, ყირიმის ანექსიით დაკარგა უკრაინა, კონტროლი აქვს დნესტისპირეთზე, მაგრამ დაკარგა მოლდოვა", - ამის შესახებ ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, პრაქტიკულად, ვერ მოიძებნება ქვეყანა, რომელიც რუსეთის გულწრფელი მოკავშირეა და თუ რუსეთს ჰგონია რომ ჩინეთია, ეს იქნება პუტინის ყველაზე დიდი შეცდომა.

"ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიც არის ბელარუსი, სომხეთი ან ტაჯიკეთი, თითქოს, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულნი არიან რუსეთზე, იქაც კი საზოგადოებრივ განწყობებს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ საზოგადოება რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. ამ მანკიერ პრინციპებზე აწყობილი პოლიტიკა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ცივილიზებულ სამყაროში მიღებულ თამაშის წესებს. ეს არა მხოლოდ საგარეო ასპარეზზე უქმნის პრობლემებს პუტინს, ამ სანქციური პოლიტიკის ჩათვლით, არამედ ქვეყნის შიგნითაც. ყველა ქვეყანა ხედავს, რომ კრემლს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს, რაც შეიძლება უფრო მეტად შეასუსტოს თავისი სამეზობლო, დემოკრატიის გაძლიერება და იმ სახელმწიფოს განვითარება, კეთილდღეობა არ დაუშვას. შესაბამისად, შეინარჩუნოს დომინირება.

ეს პოლიტიკა რუსეთს არა მხოლოდ საგარეო ასპარეზზე უქმნის პრობლემას, არამედ შიგნითაც. კრემლი ცდილობს, ქვეყანაში ინტერნეტი შეზღუდოს, მაგრამ ახლა სხვა სამყაროა, ადამიანებს მოგზაურობას ვერ აუკრძალავ, ვერც ინტერნეტით სარგებლობას, მაშინ ჩრდილოეთ კორეა უნდა გახდე. ამიტომ, რუსეთის შიგნით საზოგადოებაში თანდათან აკუმულირდება პუტინის მიმართ სერიოზული უკმაყოფილება", - აღნიშნავს Europetime-თან ინტერვიუში ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი.

ვალერი ჩეჩელაშვილი: ახლა, უკრაინასთან ურთიერთობის დინამიური განვითარება უნდა იყოს, ჩვენი საკვანძო, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი

რუსეთი 1.5 ტრილიონამდე ეკონომიკით, აშშ-ს ევროკავშირის და ბრიტანეთის 45 ტრილიონამდე ეკონომიკის პირისპირ - ვალერი ჩეჩელაშვილი

ჯეიმს აპატურაი: NATO და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ რჩება

ზურაბ ბატიაშვილი: გენოციდის აღიარებაზე თურქეთი შეეცდება ისეთი პოზიცია დაიკავოს, მისი ეკონომიკა მეტად არ დაზიანდეს