ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის ინგრიდა შიმიონტეს განცხადებით, ლიეტუვა იყო, არის და იქნება NATO-ს ღია კარის პოლიტიკის დამცველი.
ლიეტუვის პრემიერმა ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლიეტუვა ყველა ფორუმზე, სადაც დებატები იქნება, მხარს დაუჭერს უკრაინასა და საქართველოს.
,,მერწმუნეთ, ლიეტუვისთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო, გაწევრიანებულიყვნენ ყველაზე ძლიერ ალიანსებში მთელ მსოფლიოში. ეს აძლიერებს არამხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებას, არამედ უსაფრთხოებას რეგიონში, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ლიეტუვა იყო, არის და იქნება ღია კარის პოლიტიკის დამცველი.
ჩვენ ვხედავთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის განვითარების საჭიროებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ფიქრობენ ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ ბლოკში. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ალბათ, ყველა ფორუმზე, სადაც ეს დებატები იქნება, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მხრივ უკრაინასა და საქართველოს“, - განაცხადა ინგრიდა შიმიონტემ.
2021 წელს NATO სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.
იენს სტოლტენბერგი NATO-ს სამიტის მოსალოდნელ გზავნილებზე საქართველოსთვის