საზოგადოება

ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის კორონავირუსის ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ

ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ. ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის სახელზე გაგზავნილ წერილში. ევროკავშირის 13 სახელმწიფო მოუწოდებს ევროკავშირს შეიმუშაოს გამარტივებული მექანიზმი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ სახელმწიფოებს და მათ შორის საქართველოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას გაუადვილებს. „ეს მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი იქნება, რომელსაც პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობები და ამ ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება დააფასებს“, – ნათქვამია წერილში. წერილს ხელს აწერს აღმოსავლეთ ევროპის ყველა სახელმწიფოსა და ასევე შვედეთის, დანიის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. აღმოსავლეთ პარტნიორების პროგრამის წევრები საქართველოს გარდა არიან აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.

ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა

ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, Moderna-ს ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის არის გაცემული. ეს მეორე ვაქცინაა, რომელიც წამლის სააგენტომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის დაამტკიცა. სააგენტომ ვაქცინის ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა შეაფასა. მას შემდეგ, რაც ევროკომისია Moderna-ს ვაქცინას დაამტკიცებს, ის Pfizer-BioNTech-ის შემდეგ მეორე ვაქცინა გახდება, რომელსაც ევროკავშირი პანდემიასთან დასაპირისპირებლად გამოიყენებს. ევროკავშირმა შეუკვეთა 80 მილიონი დოზა Moderna ვაქცინა,საჭიროების შემთხვევაში რაოდენობის გაორმაგების შესაძლებლობით. მასაჩუსეტსის კომპანია წელს 1 მილიარდამდე დოზის წარმოებას გეგმავს. ჯანმოს გუნდს კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად, ჩინეთში შესვლაზე უარი უთხრეს.

აშშ-ის საელჩო ფოთის პორტში ორი ამერიკული გემის შემოსვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ფოთის პორტში 3 იანვარს ორი ამერიკული გემი შემოვიდა, რომელიც სოიოთი და ხორბლით იყო დატვირთული. მათი თქმით, პროდუქტის გაყიდვით შემოსული თანხა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას მოხმარდება. საელჩოს განცხადება: საქართველოში მდგრადი და მრავალფეროვანი ეკონომიკის განვითარებისთვის აშშ აგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას. აშშ-ის სოფლის მეურნეობის „საკვები პროგრესისთვის" პროგრამის ფარგლებში კიდევ ორმა გემმა: Ocean Gladiator და Babuza Wisdom-მა 13 000 ტონა ხორბალი და 4 000 ტონა სოიო 3 იანვარს ფოთის პორტში შემოიტანა. სოიო და ხორბალი საქართველოს ბაზარზე გაიყიდება და შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთანავე, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში.

ჯანმოს გუნდს კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად, ჩინეთში შესვლაზე უარი უთხრეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჩინეთის მთავრობამ დაბლოკა საგამოძიებო ჯგუფის ჩასვლა ქვეყანაში, რომელსაც ევალება კორონავირუსის წარმოშობის გამოძიება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ გაეროს გუნდის ორმა მეცნიერმა უკვე დატოვა საკუთარი ქვეყნები და მიემართებოდნენ უხანისკენ, როდესაც მათ უთხრეს, რომ ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ქვეყანაში შესვლის საჭირო ნებართვები არ მისცეს. ორგანიზაციის თქმით, მეცნიერების ჩასვლა ჩინეთის ხელისუფლებასთან წინასწარ იყო შეთანხმებული. გენერალურმა დირექტორმა, თედროსმა ხუთ იანვარს, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა რომ ის ”ძალიან იმედგაცრუებულია ამ ამბით,” მისი თქმით, მას ”კონტაქტი ჰქონდა ჩინეთის მაღალჩინოსნებთან და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მისია პრიორიტეტია ჯანმოსთვის და საერთაშორისო გუნდისთვის.” ჯანმო-ს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა,მაიკლ რაიანმა განაცხადა, რომ ვიზების პრობლემა შეიქმნა და გუნდის ერთი წევრი უკვე დაბრუნდა სახლში. მეორე ტრანზიტით სხვა ქვეყანაში ელოდება. ჯანმოს ოფიციალური პირები დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებენ პეკინთან, რათა მეცნიერთა ჯგუფს მისცეს წვდომა საკვანძო ადგილებზე ვირუსის წარმოშობის შესასწავლად, რომელიც პირველად უხანში 2019 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს. ჩინეთში უხანიდან ვირუსის გავრცელების გაშუქების გამო, ჟურნალისტი დააკავეს.

ესპანეთის მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 89 წლის ქალი ემსხვერპლა

ესპანეთის საგანგებო სამსახურის ცნობით, ესპანეთის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 89 წლის ქალი ემსხვერპლა, ხოლო 18 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სამშაბათს სევილიაში, ერთ-ერთი მოხუცთა თავშესაფრის მე-3 სართულზე გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებმა უსახლკაროდ დარჩენილ მოხუცებს თავშესაფარი შესთავაზეს, რადგან ისინი იძულებულები იყვნენ, რომ საცხოვრებელი დაეტოვებინათ.

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საელჩოში განმარტავენ, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 დეკემბერს დამტკიცებული საკარანტინო შეზღუდვები 8 იანვრიდან გამკაცრდება, ქვეყანა სრულად ჩაიკეტება. რეგულაციები ორი კვირის მანძილზე იმოქმედებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იკრძალება: საცხოვრებელი ადგილიდან ერთ კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება. დახურულ სივრცეში ხუთ, ხოლო ღია სივრცეში ათ ადამიანზე მეტის შეკრება. ფუნქციონირებას შეწყვეტენ: სკოლები და საბავშვო ბაღები. შეიზღუდება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა (50%) და ქალაქებს შორის გადაადგილება. „გთხოვთ, გაითვალისწინოთ დამტკიცებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შობის ღამეს ქ. ბეთლემში გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა. შეზღუდვები, ასევე, შეეხო ისრაელის საზღვრის კვეთის რეგულაციას და აეროპორტის მუშაობას: ფრენები დაშვებული იქნება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში. რეისი განხორციელდება მათთვის, ვინც ბილეთი შეიძინა კარანტინის დაწყებამდე (8 იანვარი). ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის და მუტირებული ვირუსის რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონაში განთავსდებიან, რომლის დატოვება, მხოლოდ კოვიდ ტესტზე უარყოფითი შედეგის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტრამპმა აშშ-ში ჩინური რვა აპლიკაცია აკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში ჩინური რვა აპლიკაცია აკრძალა. აკრძალვა გადახდის აპლიკაციებს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც ძალაში ხელმოწერიდან 45 დღეში შევა. როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, აშშ-მა „აგრესიული ქმედებები“ უნდა განახორციელოს ჩინური აპლიკაციების შემქმნელების მიმათ, რათა დაიცვას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება. ბრძანების მიხედვით, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, ჩინურ პროგრამულ აპლიკაციებს მოქალაქეების პირად და პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციაზე შეუძლიათ წვდომა. ასეთი ინფორმაცია კი ჩინეთს ფედერალური თანამშრომლების ადგილსამყოფლის დადგენისა და პერსონალური ინფორმაციის ბაზის შექმნის შესაძლებლობას მისცემს. როგორც „როიტერი“ წერს, ჩინეთი შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა დაიცვას კომპანიების ლეგიტიმური უფლებები. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივნის თქმით, აშშ ბოროტად იყენებს თავის ეროვნულ ძალაუფლებას და უცხოურ კომპანიებს უსაფუძვლოდ ავიწროებს.

ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 243 ხანძრის კერა

ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 243 ხანძრის კერა, რომელთაგან 232 უკვე ლიკვიდირებულია.- ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ტყის და მინდვრის ხანძრების ქრობას. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია 11 კერა, სადაც გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. სამეგრელო წალენჯიხა, სოფელი ჯაღირა - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია 3 ერთეული სახანძო- სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. ჯვარი, სოფელი მუჟავა - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო, სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. წალენჯიხა, სოფელი სქური - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. მარტვილი, სოფელი ბალდა - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. იმერეთი წყალტუბო, სოფელი ზარათი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე- მაშველთა პირადი შემადგენლობა და 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ხონი, სოფელი ძეძილეთი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი და ბუჩქები. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.ხანძარი ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველითა პირადი შემადგენლობა. აჭარა ქედა, სოფელი ბზუბზუ - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია, ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე შეინიშნება ცალკეული მხრჩოლავი კერები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია 2 ერთეული სახანძრო-სამაშველი ავტო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი ონი, სოფელი ონჭევის და სოფელი წოლას მიმდებარედ - იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ დროისათვის ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა შესაბამისი ინდივიდუალური სახანძრო სპეც-აღჭურვილობით. ცაგერი, სოფელი ჩქუმი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებულებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. ცაგერი, სოფელი ლაილაში - კლდოვან და ქვა-ღორღიან მთაზე იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ამ დროისთვის, ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა ქვეითი შემადგენლობა და 1 სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. შიდა ქართლი კასპი, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მოყინული და დაზიანებული გზის საფარის მიუხედავად, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ავტო ტექნიკა. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები და 3 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა. ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 243 ხანძრის კერა, რომელთაგან 232 უკვე ლიკვიდირებულია. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის ყველა კერაზე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. მზადყოფნაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო ტექნიკა ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში, თუმცა ამ დროისთვის არც ერთ კერაზე საჭიროება არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

კასპის მუნიციპალიტეტში, რკონის ხეობაში ტყის  საფარი იწვის

კასპის მუნიციპალიტეტში, რკონის ხეობაში შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები იწვის. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მოყინული და დაზიანებული გზის საფარის მიუხედავად, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ავტო-ტექნიკა. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები და 3 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა. .

ტყის ხანძრის კერები ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონშიც გაჩნდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ტყის ხანძრის კერები ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონშიც გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik-abkhazia ავრცელებს. როგორც ცნობილია, ე.წ. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსპიკერმა რომან ლაბიიამ განაცხადა, რომ „სამინისტროს“ სპეციალისტები გაგრის რაიონში ტყის ხანძრის ჩასაქრობად გაემგზავრნენ. მისივე თქმით, გაგრაში გაჩენილი ხანძრის მასშტაბები ჯერჯერობით დადგენილი არ არის და ზუსტი ინფორმაცია დღეს საღამოსთვის გახდება ცნობილი. „მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხანძრის კერების უმეტესობა ძნელად მისადგომ ადგილებშია. ბიჭებს ცეცხლთან ბრძოლა შიშველი ხელებით უწევთ,“- აღნიშნა რომან ლაბიიამ. მისივე თქმით, აფხაზეთის რაიონებში ხანძრების მთავარი მიზეზი ადამიანური ფაქტორია. რომან ლაბიიამ ხაზი გაუსვა, რომ გუშინ საღამოს გალის რაიონში ხანძრის ყველა კერის ლიკვიდაცია განხორციელდა.

აშშ კიბერშეტევაში რუსეთს ადანაშაულებს

აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტოების თანახმად, დეკემბერში მომხდარი კიბერშეტევების უკან რუსეთი იდგა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სადაზვერვო სააგენტოების განცხადებით, ათზე მეტმა სააგენტომ შენიშნა საკუთარი მონაცემებზე წვდომის მცდელობა,მათი თქმით ჰაკერულმა თავდასხმამ მთავრობის სხვა ორგანიზაციებზეც იქონია გავლენა. თავდასხმა მიზნად ისახავდა მონაცემების მოპოვებას, დაზვერვის თანახმად, კვლავ მიმდინარეობს თავდასხმის დეტალების შეგროვება. თვრამეტი ათასი მომხმარებელი, ვინც Solar Winds-ის შექმნილ, 'Orion- ის პროდუქტს იყენებდა, აღმოჩნდა სამიზნე შეტევის, თუმცა აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ გაცილებით ნაკლებმა შენიშნა თავდასხმის შედეგები, ფინანსთა სამინისტრო იყო ერთერთი პირველი,რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ინციდენტის გამჟღავნებიდან მალევე, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, მაგრამ საკუთარი ადმინისტრაციის წევრებმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა და გენერალურმა პროკურორმა, თავდასხმაში მოსკოვი დაადანაშაულეს. კომპიუტერულ სისტემებში მასშტაბური შეღწევისას, სავარაუდოდ, რუსმა ჰაკერებმა მაიკროსოფტის წყაროს კოდი მოიპოვეს.

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი: მრევლს მოვუწოდებთ შობის ღამეს ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია

სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი შობის დღესასწაულზე, ტაძარში მისვლის მსურველ მრევლს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და პირბადე ატარონ. "მრევლს ვთხოვთმაქსიმალურად დაცული იყოს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული უსაფრთხოების ზომები, რაც დისტანციის დაცვას და პირბადით ყოფნას გულისხმობს. საღამოს 11 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა, არქიდიაკონი წაიკითხავს ეპისტოლეს, დაიწყება საზეიმო მსახურება. რა თქმა უნდა, მრევლს ველოდებით და ვთხოვთ, რომ იყოს დაცული დისტანცია, პირბადეებიც ყველას უნდა ჰქონდეს აუცილებლად, რომ უსაფრთხოების ეს ელემენტარული ზომები, რასაც ვიცავთ პირველივე დღიდან, იყოს დაცული," - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

მეხანძრეები ხანძრის 11 აქტიურ კერას რამდენიმე რეგიონში აქრობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ხანძრის 11 აქტიური კერა არსებობს, სადაც სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება. უწყების ცნობით, ტყის და მინდვრის ხანძრების ქრობა უწყვეტ რეჟიმში გრძელება. „ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია სამეგრელო წალენჯიხა, სოფელი ჯაღირა - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძო- სამშველო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. ჯვარი, სოფელი მუჟავა - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფი გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობი მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. წალენჯიხა, სოფელი სქური - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფი გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობი მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. მარტვილი, სოფელი ბალდა - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რთული რელიეფი გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობი მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. იმერეთი წყალტუბო, სოფელი ზარათი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე- მაშველთა პირადი შემადგენლობა და 9 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ხონი, სოფელი ძეძილეთი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი და ბუჩქები. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძარი ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველითა პირადი შემადგენლობა. აჭარა ქედა, სოფელი ბზუბზუ - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია, ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე შეინიშნება ცალკეული მხრჩოლავი კერები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო-სამაშველი ავტო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. რაჭა-ლეჩხუმი ონი, სოფელი ონჭევის და სოფელი წოლას მიმდებარედ - იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ დროისათვის ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა შესაბამისი ინდივიდუალური სახანძრო სპეც-აღჭურვილობით. ცაგერი, სოფელი ჩქუმი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებულებული პუნქტი. რთული რელიეფი გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობი მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. ცაგერი, სოფელი ლაილაში - კლდოვან და ქვა-ღორღიან მთაზე იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ამ დროისთვის ხანძარის ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფიები და 1 სახანძრო-სამაშველო ავქტო ტექნიკა. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. შიდა ქართლი კასპი, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მიუხედავად მოყინული და დაზიანებული გზის საფარის, მობილიზებულია შესაბამისი ავტო ტექნიკა. ამ დროისთვის მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფიები და 3 სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა. ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 243 ხანძრის კერა, 232 ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის ყველა კერაზე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. მზადყოფნაშია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში, თუმცა ამ დროისთვის არც ერთ კერაზე საჭიროება არ არის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. „დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 20 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 666 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო - ზემო სვანეთი-151, კახეთი-116, მცხეთა-მთიანეთი-22, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

14 839  ტესტის შედეგად, ინფიცირების 1 800 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 489

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 6 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 586 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 233 879-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 223 276-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 666 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო - ზემო სვანეთი-151, კახეთი-116, მცხეთა-მთიანეთი-22, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911, საიდანაც, 3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 921, აჭარაში-359, იმერეთში-731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 863 პირი, მათ შორის, თბილისში-364, აჭარაში-92, იმერეთში-213. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში-171, აჭარაში-18, იმერეთში-34. 765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 211-თბილისში, 455-აჭარაში, 26-იმერეთში. 3 245 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 484 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-154, აჭარაში-45, ხოლო იმერეთში-64. სულ 6 ოქტომბრიდან - 5 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 235 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 279 ადამიანი, მათ შორის თბილისში-14 703 პირი, აჭარაში-1 958, იმერეთში-2 497”,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კლინიკების ასოციაცია მთავრობას კორონა ვირუსის ტესტირების კარადაკარის პრინციპით ჩატარებისკენ მოუწოდებს

საქართველოს კლინიკების ასოციაციის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა პანდემიის მესამე ტალღას ვერ გაუძლებს, ამიტომ მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად დროულად დაიწყოს მოსახლეობის ტესტირება კარდაკარის პრინციპით. ასოციაცია საველე ჰოსპიტალების გაშლის რეკომენდაციასაც გასცემს ამის შესახებ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. რეკომენდაციების ჩამონათვალს უცვლელად გთავაზობთ. „პრობლემის არსი: ა) საქართველოს ჯანდაცვის სისტემა (პირველადი ჯანდაცვის რგოლი და კლინიკური სექტორი) პანდემიის მესამე ტალღას ვერ გაუძლებს!!! ბ) პრევენციული ღონისძიებების სათანადოდ დაცვის გარეშე დიდია მუტაგენური ვირუსის (ახალი შტამის) საქართველოში გავრცელების რისკი!!! სამოქმედო ღონისძიებები: 1) ვირუსით ინვაზირების შემცირების მიზნით სასურველია საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად დროულად დაიწყოს მოსახლეობის ტესტირება ,,კარდაკარის" პრინციპით, რის განხორციელებაშიც სამედიცინო პერსონალს უნდა დაეხმაროს თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული გვარდიის სანინსტრუქტორთა ჯგუფები; 2) ვირუსის მოსალოდნელი ახალი ტალღის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებელი გახდება თავდაცვის სამინისტროს აქტიური ჩართულობა, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს სამხედრო საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია და მათი სათანადოდ აღჭურვა. 3) მნიშვნელოვანია მინიმუმ სამი კვირით გადაიდოს ყველა სახის საჰაერო ფრენები და ვიზიტორთა მიღება ევროპის ქვეყნებიდან; 4) აუცილებელია უფრო მეტად გამკაცრდეს კონტროლი საბაჟოზე და საზღვარზე შემომსვლელთა მიმართ; 5) საშობაო ლიტურგიის პერიოდში რეკომენდებულია მკაცრად დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე (როგორც სასულიერო ისე საერო პირებმა) და საზიარებელი ლითონის კოვზი თითოეული ზიარების შემდეგ გაწმენდილი იქნას ერთჯერადი სპირტიანი სალფეთქით ან დამუშავდეს მაღალპროცენტული (96%-ნი სწრაფად აქროლადი) ეთილის (სამედიცინო) სპირტით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. პირველი ბიძგები თბილისის დროით 02:26 საათზე დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავე 3.5 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს ცენტრის პირველადი ინფორმაციით, თბილისის დროით (ML) მიწისძვრა დაფიქსირდა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმისა და თაბორის მიმდებარედ ტყეში ხანძარია

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის თავზე ტყის ქვედა საფარი იწვის. მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ცეცხლი ამ მომენტისთვის 15 ჰექტარზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები. ცეცხლი ეკალ-ბარდებს, გამხმარ ფოთლებსა და შერეულ ტყეს გაუჩნდა. მუნიციპალიტეტის ცნობით, ცაგერის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრეთა ბრიგადები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ, თუმცა პროცესს ართულებს ძლიერი ქარი. ვინაიდან სახანძრო მანქანები ვერ ახერხებენ ტერიტორიაზე შესვლას, მეხანძრეები იძულებული არიან, ფეხით გადაადგილდნენ, მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. „ასევე, ხანძარია სოფელ თაბორის თავზე, სადაც ტყის მასივი იწვის. ახალახანს, საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილზეა, სიბნელე და ქარი ართულებს მდგომარეობას, შესაძლოა, საჭირო გახდეს ვერტმფრენის ჩართვა. ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. რეგიონში მსგავსი სიტუაციაა ონის მუნიციპალიტეტშიც. რამდენიმე დღის წინ ხანძარი იყო ორბელის უღელტეხილზეც, რომლის ლოკალუზება, საბედნიეროდ, დროულად მოხერხდა“, – აღნიშნულია ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, შობის ღამესთან დაკავშირებით კომენდატის საათი ერთი ღამით უქმდება

დღეს, 6 იანვარს, კომენდატიის საათი ერთი დღით უქმდება. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს. შესაბამისმა უწყებამ გამონაკლისი საშობაო ლიტურგიის გამო დაუშვა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალ, 7 იანვრიდან 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ამოქმედდება. მთავრობა შობის ღამეს გამონაკლისის დაწესების მიუხედავად, მოქალაქეებს მოუწოდებს, დღესასწაული ვიწრო საოჯახო წრეში აღნიშნონ. კომენდატის საათი ერთი ღამით გაუქმდა 31 დეკემბერსაც, როცა შეზღუდვა მხოლოდ ახალი წლის ღამეს მოიხსნა. .

პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში Covid-19-ის ორი, აზიური და ევრპული სახეობაა გავრცელებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ორი, აზიური და ევროპული ნაირსახეობაა გავრცელებული. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „ცოცხალი ორგანიზმები მუტაციას ყოველთვის განიცდიან. ვირუსები საკმაოდ ხშირად იცვლიან თავის ზნეს და ბუნებას. ვირუსებში ეს მუტაცია უფრო ხშირად ხდება. კორონავირუსში, ისევე როგორც სხვა ვირუსებში, მუტაცია ხდება. პირველი მუტაცია მაშინ მოხდა, როდესაც ჩინეთიდან ევროპაში შევიდა, ევროპაში ე.წ. ევროპული შტამი წარმოიქმნა, რომელიც შემდეგ უფრო ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში. ისიც არაფრისგან არ განსხვავდებოდა „ჩინურისგან“, გარდა იმისა, რომ უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, ვიდრე კორონავირუსის ჩინური ნაირსახეობა. ჩვენთან ძირითადად გავრცელებული არის ორი, აზიური და ევროპული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. იმნაძემ აღნიშნა, რომ ახალი შტამის ინფექციის გადადება შეიძლება მცირე ხნის ურთიერთობის შედეგადაც მოხდეს, თუმცა ჯერ კვლევები არ არის ჩატარებული. „ამაზე ჯერ არ არის კვლევები ჩატარებული, შეიძლება მცირე ხნის ურთიერთობა გახდეს ნაირსახეობის გადაცემის ხელშემწყობი, მაგრამ ძირითადი თავდაცვის საშუალება რაც არის, ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადე. ეს აბსოლუტურად ისევე კარგად გვიცავს ამ ახალი ნაირსახეობისგან, როგორც ძველი ნაირსახეობიდან“,- აცხადებს იმნაძე.