უცხოეთი

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: მობილიზაცია პუტინის დასასრულს მოასწავებს

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა ვლადიმერ პუტინის მიმართვას„ „სამწუხარო“ უწოდა და განაცხადა, რომ მობილიზაცია „დასრულდება პუტინის, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამხობით", იტყობინება Euractiv სექტემბერს. ნადი ასევე გამოეხმაურა რუსეთის გეგმებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების გამართვის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს არის არის „საბაბი უკრინის ტერიტორიაზე შემდგომი თავდასხმებისთვის“.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლაში შესრულებული როლისთვის ერდოღანს მადლობა გადაუხადა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლაში შესრულებული როლისთვის, თურქეთს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ Anadolu წერს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ერთი ფანატი, 200 მებრძოლში გავცვალეთ „ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს, რომ ჩვენი ხუთი მეთაური, რომლებიც ტყვეობიდან თავისუფლდებიან, იქნებიან სრულ უსაფრთხოებაში, კომფორტულ პირობებში და თურქეთის პრეზიდენტის პირადი დაცვის ქვეშ, ომის დასრულებამდე. ჩვენ მივცემთ მათ შესაძლებლობას, ოჯახებმა ინახულონ. კიდევ ერთხელ, მადლობელი ვარ პრეზიდენტ ერდოღანის!“, - განაცხადა ზელენსკიმ. 21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, 215 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს.  

მედვედევის თქმით, რუსეთი „თავდაცვისთვის“ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციის დასაცავად“, უახლესი და ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვა.  რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს „რუსეთი აუცილებლობის შემთხვევაში თავდაცვისთვის ნებისმიერ იარაღს გამოიყენებს, მათ შორის ბირთვულს ან ისეთს, რომელიც „ახალი პრინციპებით“ მუშაობს“. ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა თავის „ტელეგრამ-არხზე“ დაწერა.   ევროკავშირი: პუტინის უგუნური ბირთვული თამაში უნდა შეწყდეს მედვედევმა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო მიმართვაში 21 სექტემბერს გამოცხადებულ მთავარ გადაწყვეტილებებზე კომენტარი გააკეთა.  „რუსეთმა გამოაცხადა, რომ ასეთი თავდაცვისთვის, შესაძლოა, გამოყენებული იყოს არა მხოლოდ სამობილიზაციო შესაძლებლობები, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული და ისეთი იარაღი, რომელიც ახალი პრინციპებით მუშაობს“, - აღნიშნა მედვედევმა.   

სოჭის პორტი სანქციების გამო, უცხოურ საკრუიზო გემებს ვეღარ მიიღებს

19 უცხოურმა საკრუიზო გემმა, რომლებმაც გასულ წელს მიმართეს სოჭის პორტს, უარი თქვეს კონტრაქტებზე მას შემდეგ, რაც რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. ამის შესახებ სოჭის საზღვაო პორტის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განაცხადა. მისი თქმით, სოჭის ნავსადგურმა მთლიანად დაკარგა მოგება საერთაშორისო კრუიზებიდან, რაც მისი ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას პრობლემას უქმნის. მაისში რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ განაცხადა, რომ უმსხვილესმა საერთაშორისო საკრუიზო კომპანიებმა Carnival Cruise Line, Princess Cruises და Costa Cruises და მათმა შვილობილმა კომპანიებმა რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებზე ტურების გაყიდვა შეაჩერეს.   

ჩრდილოეთ კორეა: რუსეთისთვის იარაღი არასოდეს მიგვიყიდია, ამის გაკეთებას არც მომავალში ვგეგმავთ

"ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის იარაღი არასდროს მიუყიდია და ამის გაკეთებას არც მომავალში გეგმავს", - ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რითაც ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მოსკოვმა ფხენიანს მარაგების შესავსებად მიმართა. „ჩვენ არასდროს გაგვიტანია რუსეთში იარაღი ან საბრძოლო მასალა და მათ ექსპორტს არც ვაპირებთ“, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა. ამავე განცხადების თანახმად, „აშშ და სხვა მტრული ძალები, მიმდინარე საკითხზე ​​ჭორებს ავრცელებენ“.  

უკრაინის პრეზიდენტის აპარატი: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ცხრა რაკეტა ესროლეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და მის გარეუბნებს ცხრა რაკეტა ესროლეს, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკომ „ტელეგრამზე“ დაწერა. „ზაპოროჟიესა და გარეუბნებს, რუსებმა ცხრა რაკეტა ესროლეს. რუსმა არაადამიანებმა რაკეტა ესროლეს ცენტრალურ პარკში მდებარე სასტუმროს. არის მნიშვნელოვანი ნგრევა, ხალხი ნანგრევების ქვეშაა“, - წერს ტიმოშენკო. რომის პაპი: უნდა გავერთიანდეთ უკრაინელი, კეთილშობილი ადამიანებისთვის, რომლებმაც მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გერმანიაში თითქმის 5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები დააყადაღეს

გერმანიის ხელისუფლებამ 4,88 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. მათ შორის ნაღდი მხოლოდ ნახევარს შეადგენს. დაყადაღებულია რუსების უძრავი და მოძრავი ქონება, იახტები და თვითმფრინავები. იახტები სანქცირებული ოლიგარქების საკუთრებაშია. Spiegel-ის ცნობით, ფული, უძრავი ქონება და იახტები ჯერ არ დაუკავებიათ, შესაბამისად, გერმანიაში გაყინული რუსული ქონების პოტენციური ღირებულება შესაძლოა, გაორმაგდეს. სამთავრობო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის დაახლოებით ათასი მოქალაქე და ორგანიზაცია ამჟამად ევროპის სანქციების სიაშია. რუსების აქტივების გამოთვლა საკმაოდ რთულია, რადგან ისინი საკუთრების თაობაზე ფაქტების დამალვას ცდილობენ.  

კრემლის მომხრე ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი ტყვეთა გაცვლის ფარგლებში რუსეთს გადასცეს

უკრაინელი პოლიტიკოსი და პუტინის მარჯვენა ხელი ვიქტორ მედვედჩუკი იყო მათ შორის, ვინც რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, 205 უკრაინელი ჯარისკაცი და 10 უცხოელი მებრძოლი გათვისუფლდა. ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და აპრილის შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა.  „აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. პროკოპენკოსა და პალამარის გარდა, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინი. ამავე თემაზე წაიკითხეთ მარიუპოლის დამცველთა ნაწილი ტყვეობიდან გათავისუფლდა ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, კიევში მისი სახლი გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. კრემლის მომხრე ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პარტია უკრაინაში საბოლოოდ აკრძალეს პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.  

ნიუ-იორკის პროკურორმა დონალდ ტრამპი და მისი უფროსი შვილები თაღლითობაში დაადანაშაულა

ნიუ-იორკის შტატის პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მისი უფროსი შვილების და ასევე კომპანია Trump Organization-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ისინი თაღლითობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News- ავრცელებს. "სარჩელი 200 გვერდზე მეტს მოიცავს, სადაც დონალდ ტრამპს მის ნათესავებსა და ბიზნეს ორგანიზაციას ბრალად ედებათ წლების განმავლობაში ფინანსური თაღლითობა, მათ შორის კომპანიის კაპიტალიზაციის შესახებ ყალბი მონაცემების მიწოდება, რომელიც ან არასაკმარისად იყო შეფასებული, ან გადაჭარბებული იყო, ხელსაყრელი პირობებით კრედიტის ასაღებად, ან ნაკლები გადასახადების გადასახდელად", - განაცხადა პროკურორმა. ამასთან, საგამოძიებო უწყება ტრამპს 10 წლის განმავლობაში თაღლითობის 200 ეპიზოდში ადანაშაულებს.  

ევროკავშირის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მომზადებასა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაეროს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მომზადდება და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააიზრდება. იუწყება Reuters-ი. პაკეტის ფორმალიზება შესაძლებელია ოქტომბერში, როდესაც მინისტრები შეიკრიბებიან.  

პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან - ბლინკენი

პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა "ტვიტერზე" დაწერა. „პრეზიდენტ პუტინის მოწოდება, უკრაინაში დამატებითი რუსული სამხედრო ძალების შესახებ, ასახავს ბრძოლის ველზე რუსეთის ბრძოლას და იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან“, – წერს ბლინკენი. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა „ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა.  ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა.   დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.  ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.  თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.  

რომის პაპი: ამ ტრაგიკული ომის დროს, ზოგი ფიქრობს ბირთვულ იარაღზე, რაც არის სიგიჟე

ამ ტრაგიკული ომის დროს ზოგი ფიქრობს ბირთვულ იარაღზე, რაც არის სიგიჟე, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. რომის პაპი: უნდა გავერთიანდეთ უკრაინელი, კეთილშობილი ადამიანებისთვის, რომლებმაც მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს „მაშინ, როდესაც ამ ტრაგიკული ომის დროს ზოგი ფიქრობს ბირთვულ იარაღზე, რაც არის სიგიჟე. ამ ქვეყანამ თავიდანვე უთხრა „არა“ ბირთვულ იარაღს“, – განაცხადა რომის პაპმა. რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უზბეკეთის შემდეგ, თავის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა ყაზახეთმა და ყირგიზეთმაც აუკრძალეს

ყაზახეთი და ყირგიზეთი, რომლებიც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრები არიან, უკრაინის წინააღმდეგ ომში, თავის მოქალაქეებს მონაწილეობა აუკრძალეს.  ყირგიზეთი, რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობისთვის საკუთარ მოქალაქეებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებს 21 სექტემბერს რუსეთში ყირგიზეთის საელჩომ აცნობა თავის მოქალაქეებს, რომ მათ უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ყირგიზეთის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და რომლებსაც მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ საომარ მოქმედებებში, ურჩევენ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ თავიანთი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას. ომში წასულ პირებს ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა 5-დან 10 წლამდე ვადით, ასევე შესაძლებელია ქონების ჩამორთმევაც. უზბეკეთისა და ყაზახეთის მთავრობებმა ანალოგიური პოზიცია უკვე დააფიქსირეს.   ყაზახეთში იგივე დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 9 წლამდე, რაც გათვალისწინებულია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლით (ყაზახეთის მოქალაქეების შეიარაღებაში განზრახ უკანონო მონაწილეობასთან დაკავშირებული ქმედებები). კონფლიქტები ან სამხედრო ოპერაციები რომელიმე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაქირავებულობის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში). ყაზახეთი და ყირგიზეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრები არიან, უზბეკეთმა კი, ორგანიზაცია 2012 წელს დატოვა.  

„აზოვის“ პოლკის მეთაური და მისი მოადგილე რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ

„აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. პროკოპენკოსა და პალამარის გარდა, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინი. ტყვეთა გაცვლისას რუსეთს სავარაუდოდ, გადასცეს პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში, ღალატშია ეჭვმიტანილი. ამავე თემაზე წაიკითხეთ მარიუპოლის დამცველთა ნაწილი ტყვეობიდან გათავისუფლდა

მაია სანდუ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები დნესტრისპირეთიდან

მოლდოვა მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო კონტინგენტი დნესტრისპირეთიდან და გაანადგუროს ამ რეგიონში, კობასნას საცავში შენახული საბრძოლო მასალა. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის დებატებზე განაცხადა. „მოვუწოდებთ მოსკოვს რუსული ჯარების სრული და უპირობო გაყვანისა და კუბასნას მარაგებიდან საბრძოლო მასალის განადგურებისკენ, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და გარემოს მთელ რეგიონში“, - განაცხადა მაია სანდუმ. „რუსეთის სამხედრო ძალების უკანონო ყოფნა დნესტრისპირეთის რეგიონში, არღვევს ჩვენს ნეიტრალიტეტს და ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკს“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.  

თურქეთის შემდეგ, რუსული Mir-ის ბარათების მიღება სომხეთის, ვიეტნამისა და ყაზახეთის ბანკებმაც შეწყვიტეს

თურქეთის შემდეგ, Mir-ის ბარათების მიღება სომხეთის, ვიეტნამისა და ყაზახეთის ბანკებმაც შეწყვიტეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  თურქეთის უდიდესმა კერძო ბანკმა, რუსული Mir-ის ბარათების მომსახურება შეწყვიტა ვიეტნამური ბანკის BIDV-ისა და ყაზახეთის „ხალიკ ბანკის“ სატელეფონო ცენტრებმა განაცხადეს, რომ Mir-ის ბარათების მიღება შეწყვიტეს, თუმცა მანამდე NSPK-ის ვებსაიტზე პარტნიორებს შორის ფიქსირდებოდნენ. „ვიეტნამური BIDV-ის სატელეფონო ცენტრის ცნობით, ისინი აღარ იღებენ რუსული გადახდის სისტემის Mir ბარათებს. ბანკის თანამშრომლის თქმით, BIDV აგრძელებს VISA, Mastercard, Western Union, JCB, UnionPay ბარათების და სისტემების მომსახურებას. ყაზახეთის სახალხო ბანკმა (ხალიკ ბანკმა) ასევე შეწყვიტა Mir-ის ბარათების მიღება, მის ბანკის სატელეფონო ცენტრი იტყობინება, რომ რუსულ ბარათებს არც ტერმინალებით და არც ბანკომატებით არ ემსახურება“, - ნათქვამია სტატიაში.  

ილჰამ ალიევი: ვერავის მოწოდება, განცხადებები და ინიციატივები ვერ შეგვაჩერებს

„როდესაც 13 სექტემბერს, ჩვენ წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია განხორციელდა, აზერბაიჯანის არმიამ უპასუხა და მტერი ისევ თავის ადგილზე დააბრუნა. იმედი მაქვს, რომ ეს მათ საბოლოოდ ასწავლის გაკვეთილს. რადგან დაინახეს, რომ ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებდა. ვერავის მოწოდება, განცხადებები და ინიციატივები ვერ შეგვაჩერებს“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ლაჩინში აზერბაიჯანის დროშიც აღმართვის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და საკუთარ მიწას ვიცავთ. ჩვენი პოზიციები საზღვრის გასწვრივ გვაძლევს შესაძლებლობას, განვჭვრიტოთ სომხების ნებისმიერი პროვოკაცია და მივიღოთ საჭირო ზომები. ჩვენ ხელსაყრელ პოზიციებზე ვართ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე. ეს პოზიციები გვაძლევს როგორც სამხედრო უპირატესობას, ასევე ვიზუალური კონტროლის შესაძლებლობას დიდ ფართობზე, მათ შორის მნიშვნელოვან საკომუნიკაციო ხაზებზე და ჩვენ უკვე დაფუძნებული ვართ ამ ადგილებში. ჩვენ არ გვქონდა წვდომა ამ საზღვრებთან 30 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ალიევმა. ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიებს: გიორგი ბადრიძე: აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინში შევიდა, თუმცა მოსკოვს ბაქოსთვს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია ვითარება აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე - სავარაუდო სცენარი და ორი ამოცანა საქართველოსთვის - ანალიზი  

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ანტისამობილიზაციო აქციების მონაწილეთა დაკავება დაიწყეს

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ანტისამობილიზაციო აქციების მონაწილეთა დაკავება დაიწყეს. ამის შესახებ BBC წერს.  რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები დაიწყო  ბოლო ინფორმაციით, არბატი შემოსაზღვრულია, დაკავებები ასევე მიმდინარეობს პუშკინსკაიას მოედანზე. დაკავებები დაიწყო სანქტ-პეტერბურგშიც, სადაც აქციაზე ასობით ადამიანი გავიდა. საერთო ჯამში, დაახლოებით ამ მომენტში რუსეთის ქალაქებში დააკავეს ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების 370-მდე მონაწილე. აქედან: 96 - სანკტ-პეტერბურგში, 89 - მოსკოვში და 45 - ეკატერინბურგში.  დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.   

რუსეთის პრემიერი: ბიუჯეტი 2023 წელს დეფიციტური იქნება

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის ცნობით, რუსეთის ფედერაციის 2023 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტში 3 ტრილიონი რუბლის დეფიციტია. „რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის შემოსავლები 2023 წელს 26 ტრილიონი რუბლი იქნება, ხარჯები - დაახლოებით 29 ტრილიონი, დეფიციტი მშპ-ს 2 პროცენტია. ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი 3 ტრილიონი რუბლია. 2023 წელს ხარჯები ძირითადად სესხით ანაზღაურდება, თუმცა არა ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან (NWF)“, - თქვა მიშუსტინმა. მიშუსტინის თქმით, 2023 წელს მოსალოდნელია მშპ-ს 2 პროცენტიანი დეფიციტი. 2024 წელს დეფიციტი 1,4 პროცენტს, ხოლო 2025 წელს 0,7 პროცენტს გაუტოლდება.   

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში უსაფრთხოების ძალებმა, ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაშავებულია ათობით მომიტინგე

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე უშიშროების ძალებმა ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, აქციის მონაწილეებს შორის არიან დაზარალებულები.  მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ანტისამობილიზაციო აქციების მონაწილეთა დაკავება დაიწყეს მოსკოვში, ძველ არბატზე მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და სკანდირებდა "არა ომს!" და "პუტინი სანგრებში", - იტყობინება SOTA. OMON-მა მომიტინგეების დაკავება აქციის დაწყებამდე დაიწყო.  სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, უშიშროების ძალებმა დაიწყეს მკაცრი მოქმედებები: მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს და ქვაფენილზე პირქვე დააწვინეს. 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.