უცხოეთი

ნიდერლანდები უკრაინას დამატებით, 4,4 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს

ნიდერლანდების მთავრობა უახლოესი ორი წლის განმავლობაში უკრაინისთვის დამატებით 4,4 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, სახელწოდებით „გაზაფხულის მემორანდუმი 2024“, რომელიც გამოქვეყნდა მთავრობის ვებგვერდზე, იუწყება Ukrinform. დოკუმენტი, რომელიც აღწერს მთავრობის მთავარ გეგმებს 2024 წლის და შემდგომი წლებისთვის, ითვალისწინებს დამატებით დაფინანსებას უკრაინის მხარდასაჭერად, ნიდერლანდების თავდაცვისთვის, ქვეყანაში ლტოლვილების განთავსებასა და ა.შ.  

NATO-ს უმაღლესი სარდლობის ხელმძღვანელი რუსეთის დანაკარგებზე საუბრობს

რუსეთმა დაკარგა თავისი სამხედრო თვითმფრინავების დაახლოებით 10% უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, განაცხადა კრისტოფერ კავოლიმ, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა და NATO-ს მოკავშირეთა უმაღლესმა სარდალმა ევროპაში. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სამხედრო ლიდერმა დაამატა, რომ რუსეთს „არ დაუკარგავს საბრძოლო შესაძლებლობები“ ზოგიერთ სფეროში, მათ შორის, კოსმოსში და შორ მანძილზე მყოფ ავიაციაში, მიუხედავად იმისა, რომ ომი ორ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. კავოლიმ არ დაასახელა რუსეთის ფედერაციის მიერ დაკარგული თვითმფრინავების ზუსტი რაოდენობა და მხოლოდ ის თქვა, რომ ეს იყო "რამდენიმე" თვითმფრინავი. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთმა დაკარგა 347 თვითმფრინავი და კიდევ 325 ვერტმფრენი. მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მხოლოდ გასულ თებერვალში ჩამოაგდეს 15 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი ჩამოაგდეს ერთი კვირის განმავლობაში. სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ, ჩამოაგდონ კიდევ უფრო მეტი რუსული სამხედრო თვითმფრინავი და მიაყენონ მგრძნობიარე დარტყმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფრო მეტ რუსულ სამიზნეს, თუ უკრაინა მიიღებს "შესაბამის იარაღს" პარტნიორებისგან. თებერვლის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ თვის ორ კვირაში უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს 13 რუსული საბრძოლო თვითმფრინავის განადგურება. მათ შორის იყვნენ თანამედროვე გამანადგურებლები Su-35 და Su-34, ასევე "მფრინავი რადარი" A-50. ჯასტინ ბრონკმა, ლონდონის კვლევითი ცენტრ RUSI-ის უფროსმა მკვლევარმა, განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თებერვლის მონაცემები რუსული სამხედრო თვითმფრინავების განადგურების შესახებ მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე წინა თვეებში. მისი აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ უკრაინამ დაიწყო Patriot-ის დანადგარების გამოყენება ფრონტის ხაზთან, რუსული თვითმფრინავების განადგურების მიზნით.  

წყლის დონის მატების გამო, რუსეთის კურგანის რეგიონიდან 13 000-მდე ადამიანია ევაკუირებული

რუსეთის კურგანის რეგიონის იმ ადგილებიდან, რომლებსაც წყალდიდობა ემუქრება, 13 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქ კურგანთან ახლოს, მდინარე ტობოლი 646 სანტიმეტრს აღწევს - იუწყება რეგიონის ხელისუფლება 15 აპრილს და დასძენს, რომ წყლის დონე კვლავ მატულობს კეტოვსკის რაიონში. საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, კურგანის რეგიონში უკვე დატბორილია 880 საცხოვრებელი სახლი. 8 აპრილს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქალაქ კურგანში, სადაც 300 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. სამინისტროს განცხადებით, დატბორვის საფრთხე ემუქრება 62 დასახლებას. რუსეთი უკვე გარკვეული პერიოდია ებრძვის მასშტაბურ წყალდიდობას სამხრეთის რამდენიმე რეგიონში, ყაზახეთის საზღვართან, სადაც უჩვეულოდ თბილი ამინდი იწვევს თოვლის მოულოდნელ დნობას, რაც, თავის მხრივ, ბიძგს აძლევს მდინარეების ადიდებას.  

ნორვეგია უკრაინას F-16-ებს მიაწვდის, რათა შეიარაღებულმა ძალებმა ღრმა დარტყმის შესაძლებლობები გააძლიეროს

ნორვეგია უკრაინას გადასცემს F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააძლიეროს ღრმა დარტყმის შესაძლებლობები. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპერ ბარტ ეიდემ განაცხადა, რომელმაც 15 აპრილს კიევში უკრაინელ კოლეგასთან დიმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „მეც ევროპის იმ ქვეყნებს ვეკუთვნი... მე ვფიქრობ, რომ უკრაინას ასევე უნდა შეეძლოს, გააძლიეროს მტრის ხაზების უკან დარტყმის უნარი, რაც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წვლილი შევიტანოთ ამ F-16-ების გამანადგურებელ პროგრამაში - სადაც უკრაინას დანიელებთან და ჰოლანდიელებთან ერთად გადავცემთ ნორვეგიულ F-16-ებს, რომლებიც განახლებულ და კარგ ფორმაშია,“ - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა. მინისტრმა დასძინა, რომ F-16 არის მოწინავე ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც დამოკიდებულია იმ იარაღზე, რომლითაც იგი აღჭურვილია, ამიტომ მნიშვნელოვანი წვლილი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ეს თვითმფრინავები იყოს „უმაღლეს განახლებულ, თანამედროვე მდგომარეობაში, თუნდაც, ეს ძველი თვითმფრინავი იყოს.“ გასული წლის აგვისტოში, ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.  

ჯოზეფ ბორელი: ახლო აღმოსავლეთი კლდის პირასაა, ფეხი მუხრუჭს უნდა დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი ციცაბო კლდის პირასაა და მნიშვნელოვანია, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს. „ციცაბო კლდის პირას ვდგავართ და უნდა მოვშორდეთ მას, ფეხი მუხრუჭს დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ,“ - აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, მოელის, რომ ისრაელი ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმას უპასუხებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს არ გამოიწვევს შემდგომ ესკალაციას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისრაელის მემარჯვენე სამთავრობო კოალიციაში არის „ღრმა განხეთქილება“ ხისტი ხაზის მხარდამჭერებს შორის, რომლებსაც სასტიკი შურისძიება სურთ და უფრო ზომიერ და საღად მოაზროვნე ფრაქციას შორის. „ეს ფრაქცია საპასუხო ქმედების მომხრეა, მაგრამ ისე, რომ თავიდან აიცილონ პასუხის პასუხი,“ - აღნიშნა ბორელმა. შეგახსენებთ, ისრაელის მიერ პირველ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა შაბათს ღამით ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.  

ყაზახეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისთვის პლატფორმას სთავაზობს

ყაზახეთი მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზოს მოედანი მოლაპარაკებებისთვის. შესაბამისი განცხადება ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ასტანა მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის სურვილს, გააფორმონ სამშვიდობო ხელშეკრულება. „ჩვენი მთავარი მიზანია, დავაახლოოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნები და გავხსნათ გზა ურღვევი მეგობრული ურთიერთობებისთვის, მშვიდობისა და სტაბილური განვითარებისთვის”, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის განხორციელებამ, შეიძლება, რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია რეგიონში. „ჩემს კოლეგას წარვუდგინე უახლესი მოვლენები აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და დავადასტურე სომხეთის მთავრობის მზადყოფნა რეგიონში სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე შეთანხმებულ სამ პრინციპზე დაყრდნობით. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის განხორციელება ალმა-ათის დეკლარაციის პრინციპებზე დაყრდნობით, მიღებული 1991 წლის 21 დეკემბერს, ასევე რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვა სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პატივისცემის, ორმხრივობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით,” – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.  

ვინ დაუჭირა მხარი ისრაელზე ირანის თავდასხმას

„ჰამასი“ ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას ბუნებრივ უფლებად და დამსახურებულ პასუხად აფასებს. „მიგვაჩნია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია ბუნებრივ უფლებას და დამსახურებულ პასუხს წარმოადგენს დამასკოში ირანის საკონსულოს თავდასხმისა და რევოლუციური გვარდიის რამდენიმე ლიდერის მკვლელობის დანაშაულზე,“ - ნათქვამია ევროკავშირის და აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასის“ განცხადებაში. თავად ირანის მოკავშირე „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს. რაც შეეხება რუსეთს, რომელმაც ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, „ჰამასის“ წარმომადგენლებს მოსკოვში უმასპინძლა, აცხადებს, რომ „მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და რეგიონში მორიგი საშიში ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს.“ „გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას რეგიონში მორიგი სახიფათო ესკალაციის გამო. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ახლო აღმოსავლეთში, უპირველეს ყოვლისა, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში, არსებული მრავალი კრიზისის, რომელიც ხშირად გამოწვეულია უპასუხისმგებლო პროვოკაციული ქმედებებით, გადაუჭრელობა დაძაბულობის გაზრდას გამოიწვევდა. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება. ველით, რომ რეგიონული ქვეყნები გადაწყვეტენ არსებულ პრობლემებს პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით,“ - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. BBC: ჩინეთს ისრაელზე ირანის თავდასხმა არ დაუგმია გარდა ამისა, თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ირანელ კოლეგას, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს განუცხადა, რომ „თურქეთს არ სურს რეგიონში შემდგომი ესკალაცია.“ თურქული მედია დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატელეფონო საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ოპერაცია დასრულდა და ირანი ახალ ოპერაციას არ განახორციელებს, თუ მასზე თავდასხმა არ მოხდება. ამავდროულად, ამირ-აბდოლაჰიანმა სატელეფონო საუბრისას ჰაკან ფიდანს განუცხადა, რომ თუ ირანს ხელახლა დაესხმებიან თავს, მათი პასუხი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე გუშინ იყო. ცნობისთვის, თურქეთი ისრაელს ომის დანაშაულებში სდებს ბრალს. ერდოღანმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა აშშ დაეხმარა ისრაელს თითქმის ყველა უპილოტო თვითმფრინავისა და რაკეტის ჩამოგდებაში - ბაიდენი შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს. ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. ირანის მოკავშირეები შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“  

ISW: ისრაელის წარმატება ხაზს უსვამს უკრაინის დაუცველობას რუსეთის რაკეტებისა და დრონების წინაშე

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის მიხედვით, ის, რომ ისრაელმა შაბათს ღამით წარმატებულად მოიგერია ირანის მხრიდან გაშვებული დრონები და რაკეტები, ხაზს უსვამს უკრაინის დაუცველობას რუსეთის რაკეტებისა და დრონების თავდასხმების წინაშე. კერძოდ, ისრაელზე დარტყმები ანალოგიური იყო ახლახან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმებისა. რუსეთის ჯარები ახორციელებენ მსხვილ კომბინირებულ იერიშებს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, ასევე, დრონებით. ამასთან ირანის დარტყმები ნაკლებად წარმატებული იყო, ვიდრე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშები. ისრაელის საჰაერო თავდაცვამ თითქმის ყველა საჰაერო სამიზნე შეაკავა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტის გამოკლებით. ირანის დრონებსა და რაკეტებს ათას კილომეტრზე მეტი მანძილი უნდა გაევლოთ ერაყის, სირიისა და იორდანიის საჰაერო სივრცეში, რამაც ისრაელსა და მის მოკავშირეებს რამდენიმე საათი მისცა მათთან გამკლავებისთვის. რაც შეეხება რუსეთის ჯარებს, ისინი უკრაინის წინააღმდეგ დრონებსა და რაკეტებს უშვებენ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთიდან, რაც საჰაერო თავდაცვას ძალზე ცოტა დროს აძლევს დარტყმების წარმატებულად მოსაგერიებლად. ამავე დროს ისრაელს საჰაერო თავდაცვის მძლავრი სისტემა აქვს, უკრაინას კი, ბევრად უფრო ფართო ფრონტზე უწევს დარტყმებისგან თავის დაცვა და მისი შესაძლებლობები იწურება. უკრაინას არა აქვს საშუალება, განახორციელოს „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის გადატაცება, როგორც ამას აკეთებდნენ ისრაელი და მისი მოკავშირეები. გარდა ამისა, უკრაინის დიდი ტერიტორია ართულებს მჭიდრო საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების შეფერხების ფონზე, ასკვნის ISW.  

ლიეტუვაში მოსახლეობის 70% რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს - კვლევა

ათიდან შვიდი ლიტუველი მიიჩნევს, რომ რუსეთი რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის (LRT) დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს. 1115 რესპონდენტს ჰკითხეს, წარმოადგენს თუ არა რუსეთი, მათი აზრით, რეალურ საფრთხეს ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მათგან 70%-მა უპასუხა, რომ რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს, საიდანაც 29%-მა უპასუხა "აუცილებლად დიახ", 41%-მა კი - "დიახ." რესპონდენტთა 19%-მა უპასუხა „ალბათ არა“, 4%-მა – „აუცილებლად არა“ და 7%-მა გაურკვეველია ან არ სურდა პასუხის გაცემა. მოსახლეობის ერთადერთი ჯგუფი, სადაც მოსაზრებები მნიშვნელოვნად განსხვავდება, სხვა ეროვნების მუდმივი მცხოვრებლები არიან, მათ შორის 50% არ ეთანხმება, რომ რუსეთი საფრთხეს  წარმოადგენს, ხოლო 31% ეთანხმება. თავად ლეიტუველებს შორის 74% რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს. კვლევა 15-25 მარტს Baltijos Tyrimi-მა ჩაატარა, შესაძლო ცდომილება 2,9 პროცენტულ პუნქტს არ აღემატება.   

ლაიენი: უკრაინა მსოფლიოს ყველა თავისუფალი ქვეყნის მხარდაჭერას იმსახურებს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცოს, რომელიც რამდენიმე თვეა, დაბლოკილია. ლაიენის თქმით, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების გაწევის შემდგომი დაგვიანება „დააზარალებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად ატლანტიკურ ალიანსს.“ „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა Redaktionsnetzwerk Deutschland-თან (RND) ინტერვიუში. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს „მსოფლიოს ყველა თავისუფალი ქვეყნის“ მხარდაჭერას და ევროკავშირმა ამ საკითხში ერთიანობა უნდა გამოავლინოს. „ავტოკრატიები მთელს მსოფლიოში ყურადღებით აკვირდებიან. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ სწორი გზავნილი, მათ შორის სხვა ტერიტორიებზე სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად,” - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.  

ევრო 2024: საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

ევრო 2024-ის ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაყიდვა დღეს, 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. შესაბამის ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს. „UEFA-ს ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება.  http://euro2024.com/tickets  დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეეებში გავუზიარებთ,“ წერს ფეხბურთის ფედერაცია. ევრო 2024-ის ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება - ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში 18 ივნისს თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს – ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს – პორტუგალიას.  

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ირანიდან და იემენიდან გაშვებული 80-ზე მეტი დრონი გაანადგურეს

აშშ-ის ძალებმა ისრაელზე თავდასხმის დროს ცალმხრივი თავდასხმის 80-ზე მეტი დრონი და სულ მცირე 6 ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ოპერაცია მოიცავდა ბალისტიკური რაკეტის განადგურებას მის გამშვებზე და შვიდი უპილოტო საფრენი განადგურებას იემენის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ აკონტროლებენ. „ირანის უწყვეტი უპრეცედენტო, მავნებლური და უგუნური ქცევა საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და აშშ-ისა და კოალიციის ძალების უსაფრთხოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.  

უკრაინა: რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას ამზადებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 14 აპრილს, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა შესაძლოა, პროვოკაცია განახორციელონ ოკუპირებულ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. უკრაინის გენერალური შტაბი შტაბი ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ სადგურის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას შეუძლია, უზრუნველყოს სადგურის უსაფრთხოება. „რუსი ტერორისტები ემზადებიან მორიგი პროვოკაციის განსახორციელებლად ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ეს იქნება კიდევ ერთი მორიგი ოპერაცია ყალბი დროშის ქვეშ," - ნათქვამია შეტყობინებაში. როგორც ცნობილია, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა რამდენჯერმე სცადა პასუხისმგებლობის დაეკისრებინა უკრაინისთვის და აცხადებდა, რომ ატომური ელექტროსადგურის ობიექტებს თავს უკრაინული დრონები ესხმოდნენ. „ეს არის მიზანმიმართული რუსული ქმედებები, როდესაც ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის რისკით რუსეთის აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების შანტაჟის პრაქტიკას,“ - ნათქვამია განცხადებაში. IAEA: დრონის აფეთქებამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული რეაქტორი დააზიანა  

ზელენსკი ირანისა და რუსეთის "ტერორზე“, ერთიან გლობალურ პასუხს ითხოვს

„უკრაინა გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე Shahed-ის დრონებისა და რაკეტების გამოყენებით. ჩვენ უკრაინაში კარგად ვიცით მსგავსი თავდასხმების საშინელება რუსეთის მხრიდან, რომელიც იგივე Shahed-ის დრონებს და რუსულ რაკეტებს, მასობრივი საჰაერო დარტყმების იგივე ტაქტიკას იყენებს,“აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. ზელენსკის თქმით, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს გამოყენებული ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ირანის ქმედებები საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონსა და მსოფლიოს, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები ქმნის უფრო ფართო კონფლიქტის საფრთხეს და ორ რეჟიმს შორის აშკარა თანამშრომლობას ტერორის გავრცელებაში, უნდა მოჰყვეს მტკიცე და ერთიანი პასუხი მსოფლიოსგან.“ „ტერორის იარაღის Shahed-ის დრონების ხმა ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ცაზე ერთნაირია. ეს ხმა უნდა იყოს გამოღვიძების ზარი თავისუფალი სამყაროსთვის, იმის დემონსტრირება, რომ მხოლოდ ჩვენს ერთიანობას და სიმტკიცეს შეუძლია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და ტერორის გავრცელების პრევენცია მთელ მსოფლიოში,“ - აცხადებს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო დისკუსიების დაწყებას ვერ დაელოდება. „სიტყვები არ აჩერებს დრონებს და არ იგერიებს რაკეტებს, ამის მიღწევა მხოლოდ ხელშესახები დახმარებითაა შესაძლებელი, რომელსაც ჩვენ ველოდებით. უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოება და მტკიცედ დავუპირისპირდეთ ყველას, ვისაც სურს ტერორი ახალ ნორმად აქციოს. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები ამერიკის მოკავშირეების გასაძლიერებლად ამ კრიტიკულ დროს,“ - აცხადებს ზელენსკი.  

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეც არის

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. „ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულთათვის. ქართული მხარე შეშფოთებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები,” - აცხადებენ უწყებაში. ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა. The Guardian-ის ცნობით, სიდნეის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს პოლიციელმა ესროლა, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირი, რომელიც სიდნეის Westfield Bondi Junction-ის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, მარტო მოქმედებდა. თავდასხმის შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

სუნაკი ადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფოს თვითმფრინავებმა ირანული დრონები ჩამოაგდეს

რიში სუნაკი გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე და ადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფოს თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს ირანული თავდასხმის დრონი. გაერთიანებული სამეფო მონაწილეობდა „საერთაშორისო კოორდინირებულ ძალისხმევაში“ ირანის მიერ გასროლილი რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების შესაკავებლად. „ჩვენმა საჰაერო ძალებმა რეგიონში დამატებითი თვითმფრინავები გაგზავნა,” დასძენს ის. მისი თქმით, ირანის თავდასხმა იყო "საშიში და არასაჭირო ესკალაცია“, რომელიც მან უმკაცრესად დაგმო. „რაც ახლა გვჭირდება, არის ის, რომ მშვიდმა თავებმა გაიმარჯვონ,“ - განაცხადა სუნაკმა და დასძინა, რომ გაერთიანებული სამეფო მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს სიტუაციის დეესკალაციისთვის. აშშ დაეხმარა ისრაელს თითქმის ყველა უპილოტო თვითმფრინავისა და რაკეტის ჩამოგდებაში - ბაიდენი ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მოკავშირეებთან ერთად, ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ, 200-ზე მეტი დრონისა და რაკეტის დიდი უმრავლესობა ჩამოაგდო შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს. ცნობისთვის, ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. ირანის მოკავშირეები შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“

რუსეთის ჯარმა მიიღო ბრძანება, 9 მაისამდე აიღოს ჩასივ იარი - გენერალი სირსკი

რუსეთის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ თავის ჯარებს უბრძანა, 9 მაისამდე აიღონ ჩასივ იარი, - ამის შესახებ 14 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. „რიცხვითი უპირატესობისა და სხვადასხვა სამოტივაციო ფაქტორების გამოყენებით, მათ შორის, ხალხის დახვრეტით, მტრის ქვეითი ცალკეული ჯგუფები შევიდნენ ნოვის მიკრორაიონში, სადაც ისინი გაანადგურეს FPV-კამიკაძე დრონების თავდასხმებით და საარტილერიო ცეცხლით," - აღნიშნა გენერალმა სირსკიმ. უკრაინის სარდლობის ცნობით, მტერი ასევე კონცენტრირებას ახდენს ბახმუტის დასავლეთით „ჩვენი თავდაცვის გარღვევის, სევერსკის დონეცის არხთან მისასვლელად,დასახლების ჩასოვ იარის დასაპყრობად და კრამატორსკის აგლომერაციაში შემდგომი წინსვლის პირობების შესაქმნელად," - ამბობს სირსკი. სირსკის თქმით, რუსული ჯარები საშტურმო ჯგუფებითა და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით შეტევას აწარმოებენ ლიმანსკისა და ბახმუტის მიმართულებით, ხოლო პოკროვსკში ისინი ათობით ტანკისა და ქვეითი საბრძოლო მანქანის გამოყენებით ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის თავდაცვა. შეტევებში მტერს ხელს უწყობს მშრალი და თბილი ამინდი. „მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის ჯარები ზოგჯერ ახერხებენ ტაქტიკური წარმატებების მიღწევას,“ - წერს გენერალი სირსკი. რუსეთი შესაძლოა, გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებოდეს დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპორიჟიის რეგიონების უმეტესობის ხელში ჩასაგდებად, - ამის შესახებ Financial Times-ი უკრაინელ და დასავლელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყება. ამ კვირაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა პარტნიორები უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემცირების შესახებ მას შემდეგ, რაც მასიური რუსული სარაკეტო და თვითმფრინავების დარტყმებმა მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურა მათ შორის, ხარკოვში.  

სიკორსკი: ბრავო ისრაელს, თავდაცვის მსგავსი საშუალებები უკრაინაში უნდა გაიგზავნოს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ისრაელს ირანის თავდასხმის მოგერიების გამო აქებს. მისი შეფასებით, მსგავსი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები უკრაინასაც უნდა გაუგზავნონ. „ბრავო ისრაელს ირანის მსხვილი საჰაერო იერიშის მოგერიებისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებიდან იყო კოორდინირებული. ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს და თავდაცვის მსგავსი საშუალებები უკრაინაშიც უნდა გაიგზავნოს". - წერს სიკორსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონსაც მოუწოდა, რომ ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერ კანონპროექტს კენჭი უყარონ. შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს. ცნობისთვის, ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. ირანის მოკავშირეები შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“ BBC: ჩინეთს ისრაელზე ირანის თავდასხმა არ დაუგმია აშშ დაეხმარა ისრაელს თითქმის ყველა უპილოტო თვითმფრინავისა და რაკეტის ჩამოგდებაში - ბაიდენი

იორდანია აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში „უცხოური ობიექტები“ მოიგერია

იორდანიის მთავრობა მხარეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და რეგიონულ დაძაბულობას დისციპლინითა და პასუხისმგებლობით გაუმკლავდნენ. იორდანიის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიშერ ხასავნე თავმჯდომარეობდა, იორდანიის ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს დეესკალაციის მნიშვნელობას და მოუწოდეს ყველა მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და გამოავლინონ თავშეკავება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მინისტრთა კაბინეტმა განაცხადა, რომ იორდანიამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში, მოქალაქეებისა და საცხოვრებელი ადგილების დაცვის მიზნით, უცხოური ობიექტები მოიგერია. ”მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფრაგმენტი სხვადასხვა ადგილას დაეცა, მნიშვნელოვანი დაზიანება ან დაზარალება არ დაფიქსირებულა," - განაცხადა იორდანიის მინისტრთა კაბინეტმა. მათივე განმარტებით, სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი კომისია უწყვეტად აფასებს სიტუაციას მას შემდეგ, რაც იორდანიის საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა. ისრაელმა, იორდანიამ, ერაყმა და ლიბანმა თავიანთი საჰაერო სივრცეები ხელახლა გახსნეს მას შემდეგ, რაც დროებით დახურეს გუშინ ღამით, ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. შეფერხებულია ფრენები ისრაელის მიმართულებითაც. აბუ -დაბიში მოქმედი ავიაკომპანია Etihad Airways-ის განცხადებით, კვირას იორდანიასა და ისრაელში დაგეგმილი ფრენები გააუქმა. ამასთან, Swiss International Air Lines-მა შეაჩერა ფრენები თელ-ავივის მიმართულებით და პირიქით. შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს. ცნობისთვის, ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. ირანის მოკავშირეები შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“  

BBC: ჩინეთს ისრაელზე ირანის თავდასხმა არ დაუგმია

BBC-ის ცნობით, ჩინეთი კონფლიქტის „შეკავებისკენ“ მოუწოდებს, მაგრამ პეკინმა არ დაგმო თავდასხმები. პეკინი „ღრმად შეშფოთებულია მიმდინარე ესკალაციის გამო" და მოუწოდებს "შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავშეკავება, რათა თავიდან აიცილონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია." ჩინეთს მჭიდრო დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირები აქვს ირანთან. გასულ კვირას აშშ მოუწოდებდა პეკინს, მოეთხოვა თეირანითვის, არ განეხორციელებინა საპასუხო შეტევა ისრაელზე. თუმცა, Financial Times-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ ვერ ნახეს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი ზეწოლას ახდენდა ირანზე. ჩინეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით, გავლენიან ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. „ჩინეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით გავლენის მქონე ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,“ - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს.