ეკონომიკა

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

28 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7103 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7088 ლარი იყო, შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.15 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8390 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8220 ლარსშეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.70 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1455 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2770 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 29 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოებაში ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოების პროექტში, ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს. „ხუთი წლის წინ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ახლა, ჩვენი ქვეყნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის ფონზე, დავიწყეთ ინვესტიცია საქართველოს ნაწილის გაფართოებაში. ეს პროექტი 100 მილიონ დოლარზე მეტი დაგვიჯდება", - განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, პროექტის დასრულება ერთ წელიწადში იგეგმება. ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სარკინიგზო სისტემის მოდერნიზაციაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით საჰაერო და ტვირთების გადაზიდვაში. ამ სამუშაოების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, იგეგმება კომერციული საზღვაო პორტის გადაზიდვის სიმძლავრის გაფართოება 15 მილიონიდან 25 მილიონ ტონამდე წელიწადში. „დღეს მსოფლიოში შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური ვითარება და საჭიროა აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდა“, - განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, ლაჩინის აეროპორტის ამოქმედების შემდეგ აზერბაიჯანში საჰაერო ნავსადგურების რაოდენობა 9-ს მიაღწევს. „ბუნებრივია, ეს კეთდება არა მხოლოდ მგზავრთა გადაზიდვისთვის, არამედ ტვირთის გადაზიდვისთვისაც. ამდენად, ჩვენ ველოდებით აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ტვირთის გადაზიდვის მნიშვნელოვან ზრდას და ამისთვის მზად ვართ", - დასძინა ალიევმა. მანამდე ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი BTK-ის განვითარებაში 2022-2023 წლებში ინვესტიციას განახორციელებს, რათა რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთამდე გაზარდოს. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).  

საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ საშუალოდ ინფლაცია შემცირდა - გვენეტაძე

სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, 2023-2025 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას, ქვეყანაში არსებულ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ, საშუალოდ ინფლაცია შემცირდა. როგორც მან აღნიშნა, 2009-2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 4.6 პროცენტია, რაც საკმაოდ ახლოა ინფლაციის საშუალო მიზნობრივ მაჩვენებელთან. „მოგეხსენებათ, 2018 წლამდე ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ზე მაღალი იყო და 2009 წლიდან მისი საშუალო დონე 4.7 პროცენტია, რაც ინფლაციის თარგეთირების შემოღებამდე არსებულ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. შეგახსენებთ, რომ 1996-2008 წლებში ინფლაცია საშუალოდ 10.2% იყო. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ინფლაციის ოპტიმალური სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ეს, ძირითადად, განვითარებად ეკონომიკებში პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპის გამო, არავაჭრობად სექტორში შედარებით მაღალი ინფლაციით აიხსნება. შესაბამისად, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები საშუალოდ 1-2 პროცენტის, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კი 2-4 პროცენტის ფარგლებშია განსაზღვრული. ჩვენი ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, როდესაც მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დოლარიზაციაც, მიუხედავად ჯერ კიდევ მაღალი დონისა, ინფლაციის თარგეთირების შემოღების წელთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია, 2018 წლიდან ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა, რაც დღესდღეობით გრძელვადიან სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.  

საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ქმნის - ანგარიში

საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (IGB) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ქმნის. ამის შესახებ China-CEE ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი. ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ გაზის დერეფანში, საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორით (IGB) მეზობელ ქვეყნებს კასპიის რეგიონში ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე ექნებათ წვდომა და ასევე თხევადი გაზის ტერმინალებზე.   „ეს პროექტი ცვლის თამაშის წესებს ბულგარეთის ენერგეტიკულ ბაზარზე და ზრდის საფასო კონკურენციას, ასევე უზრუნველყოფს გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას“, - ნათქვამია ანგარიშში.  IGB, რომელიც პირველ ოქტომბერს ამოქმედდა, ბულგარეთს საშუალებას მისცემს მიიღოს აზერბაიჯანული გაზი, კერძოდ, გაზის ის ნაკადი, რომელიც  აზერბაიჯანული „შაჰდენიზ-2“-ის გაზის კონდენსატის საბადოზეა წარმოებული. IGB უკავშირდება TAP-ს, რომლის მეშვეობითაც შაჰ-დენიზის საბადოდან გაზი ევროპულ ბაზრებს მიეწოდება. გაზსადენის სიგრძე 182 კილომეტრია.    

ყაზახეთმა შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, პორტის დაღრმავება დაიწყო

საგზაო რუკის ღონისძიებების განხორციელების შედეგად, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გამტარუნარიანობა 2025 წლისთვის წელიწადში 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა. უსკენბაევის თქმით, ტვირთების გადაზიდვის მოცულობის მკვეთრი მატებასთან ერთად მარშრუტზე „ბზარები“ გამოვლინდა. ამასთან დაკავშირებით, ინიცირებული იყო საგზაო რუკის შექმნა. ამჟამად, ყაზახეთი დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მისაღწევად, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურას ავითარებს, ასევე აწარმოებს პორტში დაღრმავების სამუშაოებს.  „ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საკონტეინერო ფლოტისა და გემების ფლოტის შევსების საკითხები, ასევე საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივება. ყაზახეთმა დაიწყო „დოსტიკ-მოინტის“ რკინიგზის მეორე ლიანდაგის მშენებლობა, რომლის სიგრძე 836 კილომეტრია. ასევე შემუშავდა ყაზახეთისა და ჩინეთის საზღვარზე მესამე სასაზღვრო გადასასვლელის გახსნისა და „ბახტი-აიაგოზის“ ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის საკითხები. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. გათვალისწინებულია, რომ თანხების 80 პროცენტს ევრაზიის განვითარების ბანკი, ხოლო დანარჩენ 20 პროცენტს ყაზახეთის რკინიგზა უზრუნველყოფს“, - დასძინა მინისტრმა.  

ირანის პარლამენტმა, ქვეყნის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანება დაამტკიცა

ირანის პარლამენტმა, ქვეყნის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანება დაამტკიცა.  დოკუმენტის მიღებას მხარი 205-მა დეპუტატმა დაუჭირა. როგორც საპარლამენტო კომისიაში განმარტეს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით, ირანმა უნდა აღიაროს ის დოკუმენტები, რომლებიც ორგანიზაციის დაარსების დღიდან დამტკიცდა. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 2001 წლის 15 ივნისს ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ლიდერების მიერ დაარსდა. შემდეგ ორგანიზაციას ინდოეთი და პაკისტანი შეუერთდნენ.  

ამერიკელებმა „შავ პარასკევს“ ონლაინ შოპინგისას რეკორდული თანხა დახარჯეს

აშშ-ში მომხმარებლებმა, მადლიერების დღის შემდეგ „შავ პარასკევს“ ონლაინ შოპინგისას $9,12 მილიარდი დახარჯეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს. აღნიშნულია, რომ მთლიანი ონლაინ გაყიდვები ამ დღეს, წელიურ ჭრილში 2,3%-ით გაიზარდა, განსაკუთრებით ელექტრონიკის სექტორში. ელექტრონიკის სექტორში ონლაინ გაყიდვები ოქტომბრის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 221%-ით გაიზარდა. კიდევ ერთი პოპულარული კატეგორია იყო სათამაშოები, სადაც გაყიდვები 285%-ით გაიზარდა, ასევე ფიტნეს აღჭურვილობა 218%-ით. თუმცა ბევრი მყიდველი დათანხმდა განვადებით გადახდას ფასების ზრდისა და ინფლაციის გამო. ამ გადახდის სქემით შესყიდვების რაოდენობა გასულ კვირასთან შედარებით 78%-ით გაიზარდა. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ წელს ასევე სმარტფონების შესყიდვაზე, ონლაინ შოპინგისას - 48%-ი დაიხარჯა, გასულ წელს გახარჯული თანხის მაჩვენებელმა 44%-ი შეადგინა.  

სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას, 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს

სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს. ამის შესახებ სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმა განაცხადა.  მისივე თქმით, „სერბეთმა იანვრიდან უნდა დაიწყოს ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან, თუ ყველა წინაპირობა დაკმაყოფილდება“.   ჯედოვიჩმა დასძინა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანიდან თურქეთისა და ბულგარეთის გავლით ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებულ დანარჩენ საკითხებზე. აზერბაიჯანისა და სერბეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და ალექსანდრ ვუჩიჩის სატელეფონო საუბრის შემდეგ, 2022 წლის 21 აგვისტოს, სერბეთის სახელმწიფოს მეთაურის ოფისმა განაცხადა, რომ ბელგრადი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შეძენას ხელსაყრელი პირობებით შეძლებს.  

აზერბაიჯანი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდას გეგმავს

აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაფართოებას გეგმავს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდვები გაიზარდა ამის შესახებ ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ რაჰმან ჰუმმატოვმა განაცხადა. ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია „2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაზიდული სატრანზიტო ტვირთის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75%-ით გაიზარდა - 8,7 მლნ ტონამდე, აქედან 6,7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა სარკინიგზო ტრანსპორტით. ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს ველოდებით სატრანზიტო ტვირთის მოცულობას გაორმაგებას მიმდინარე წლის ბოლოს. ამიტომ ვგეგმავთ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გაფართოებას (მე-2 ფაზის მშენებლობას), ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის გამტარუნარიანობის გაზრდას“, - განაცხადა რაჰმან ჰუმმატოვმა. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს  

მედია: მსოფლიო ბრენდები, მასკის გამო Twitter-თან სარეკლამო პარტნიორობას აჩერებენ

მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილმა ბრენდმაTwitter-ზე რეკლამის მოცულობა შეამცირა ან მიატოვა, მას შემდეგ, რაც მილიარდერი ილონ მასკი სოციალური ქსელის მფლობელი გახდა. რეკლამის განმთავსებლები ჩივიან, რომ კომპანიის მენეჯმენტი ქაოსშია მას შემდეგ, რაც მასკმა სარეკლამო განყოფილების თანამშრომლები გაათავისუფლა. FT-ის ცნობით, მასკი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ბრენდის მფლობელებზე, რომლებმაც Twitter-ზე რეკლამა შეამცირეს ან საერთოდ უარი თქვეს.  Media Matters-ის ინფორმაცია მიუთითებს, რომ 100 საუკეთესო რეკლამის განმთავსებლიდან 50-მა, Twitter-ზე რეკლამის განთავსება შეაჩერა ან პარტნიორობის შეწყვეტაზე განაცხადი გააკეთა, მას შემდეგ, რაც მასკმა სოციალური ქსელი შეისყიდა.   

შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა

უკრაინის სამი საზღვაო პორტიდან, სურსათის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ მუშაობა კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა.  Financial Times: რუსეთმა შესაძლოა, მარცვლეულის დერეფანი, ექსპორტისთვის გამოიყენოს ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება სტამბულში მიიღეს, ხოლო ინიციატივის განხორციელების გარანტი გაერო და თურქეთი იყვნენ. გარდა ამისა, უკრაინა ოფიციალურად მიმართა პარტნიორებს, რომ მარცვლეულის დერეფანი ნიკოლაევის პორტიმაც გამოიყენოს. შავი ზღვის გავლით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო გადაზიდვის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინამ პირველი აგვისტოდან 11 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია 38 ქვეყანაში გაიტანა. „უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პორტების მთელი საექსპორტო პოტენციალი, რათა მსოფლიომ სწრაფად მიიღოს საჭირო მარაგი", - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა.  22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის შუამავლობითა და გაეროს მონაწილეობით, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის აღდგენაზე ცალკე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტები ითვალისწინებს პროდუქციის ექსპორტს ჩერნომორსკის, ოდესისა და იუჟნის პორტებიდან და უსაფრთხო მარშრუტების შექმნას. პირველ აგვისტოს ოდესის პორტი, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულითა და სურსათით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა. 29 ოქტომბერს რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმებას ტოვებენ. ამის მიზეზად კი, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემებზე, უკრაინის მხრიდან „ტერორისტული თავდასხმა“ დაასახელეს.  გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ, სურსათის ექსპორტის გაგრძელების შესახებ განაცხადეს და შავ ზღვაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 14 გემის მოძრაობას კოორდინაცია გაუწიეს. გაერომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებების მიუხედავად, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივა“ ძალაში რჩება. 2 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს კვლავ შეასრულებს.  14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას მარცვლეულის დერეფნის გაფართოება შეუძლია.  

საქართველომ, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და თურქეთმა ერთობლივი დოკუმენტები გააფორმეს

აქტაუში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც შეეხება შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით განსაზღვრულ კონკრეტულ აქტივობებს, კერძოდ, საუბარია დერეფნის ვიწრო ყელისა და საცობის ეფექტის აღმოფხვრის სამოქმედო გეგმაზე 2022 – 2027 წლებისათვის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის მხარეებმა, თავის მხრივ, დააფიქსირეს მზადყოფნა, ერთობლივად მიიღონ ზომები შუა დერეფნის ეფექტურობის და მიმზიდველობის გაზრდისათვის. უწყებისვე ცნობით, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ოთხმრივ შეხვედრაში, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას შეეხებოდა. ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართა. ჩავუშოღლუ: შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, აქტაუს შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, განავითარონ შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული კომპონენტები და ოპერაციული მიმართულებები. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შუა დერეფნის ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის. მისი თქმით, 2014 წელთან შედარებით, როდესაც პირველად დაიწყო შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო მატარებლების მოძრაობა, 2021 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და საქართველოს გავლით ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო გადაზიდვებმა გადააჭარბა 10 ათას TEU-ს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მნიშნელოვანია ინფრასტრუქტურისა და დერეფანთან დაკავშირებული სხვა მიმართულებების განვითარება. მან ყურადღება გაამახვილა შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტებისა და დერეფნის გაციფროვნების აუცილებლობაზე. აუცილებელია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და შუა სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნება - დავითაშვილი

აზერბაიჯანში უდიდესი სარკინიგზო ხიდი შენდება

„აზერბაიჯანის რკინიგზა“, მდინარე ხაკარზე, მასშტაბურ ხიდს აშენებს. ხიდის კონსტრუქციის სიგრძე 418 მეტრი იქნება, სიგანე კი 6,5 მეტრი. სამუშაოები ჰორადიზ-აღბენდის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საფუძველი გასული წლის 14 თებერვალს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მონაწილეობით ჩაეყარა. იგეგმება, რომ პროექტი მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ სარკინიგზო ხაზი ცალმხრივია, სიგრძე ღერძზე 110,4 კილომეტრია. ხაზზე 9 სადგური იმუშავებს, კერძოდ, ჰორადიზი, მარჯანლი, მაჰმუდლუ, სოლტანლი, გუმლაგი, ხაკარი, მინჯივანი, ბარტაზი, აგბენდი. პროექტის ფარგლებში ასევე, ექსპლუატაციაში შევა 456 ხელოვნური საინჟინრო ნაგებობა, 70 მოსახვევი, 110,4 კილომეტრიანი საკომუნიკაციო და სასიგნალო ხაზი.  

აუცილებელია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და შუა სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნება - დავითაშვილი

აუცილებელია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და შუა სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს მთავრობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც, თავის მხრივ, შუა სატრანზიტო დერეფნის ეფექტიანობის ამაღლებას განაპირობებს. სახეზე გვაქვს პროგრესი 2014 წელთან შედარებით, შუა დერეფნის გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა. შუა დერეფნისა და, შესაბამისად, საქართველოს გავლით გატარებულმა ტვირთმა 2021 წელს 10 000 TEU-ს გადააჭარბა“, – თქვა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურისა და დერეფანთან დაკავშირებული სხვა მიმართულებების განვითარება. ამასთან, ლევან დავითაშვილმა ყურადღება შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტებისა და დერეფნის გაციფროვნების აუცილებლობაზე გაამახვილა.  

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7088 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7117 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.29 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8220 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8218 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.02 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1454 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2825 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 26 ნოემბრიდან შევა ძალაში.  

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7117 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7192 ლარი იყო."გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8218 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7951 ლარს შეადგენდა.გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1456 ლარს შეადგენს.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 25 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ლევან დავითაშვილი: ჩვენ გარდავქმნით საქართველოს სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) 21-ე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა და CAREC – 2030 პროგრამის მიზნების რეალიზებას მიეძღვნა. სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა პოსტპანდემიურ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. „საქართველო დაზარალდა პანდემიით, თუმცა, ჩვენ შევძელით სწრაფად დაგვებრუნებინა ეკონომიკა განვითარების ძველ გზაზე, შეგვექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები აღდგენისათვის. მოხარული ვარ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა კიდევ უფრო გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველო უზრუნველყოფს უსწრაფეს ეკონომიკურ ზრდას საშუალოვადიან პერსპექტივაში (2022 - 2027 წწ.) რეგიონულ და ევროპულ ქვეყნებს შორის, 5,6%  - ის ოდენობით ინფრასტრუქტურული ხარჯებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებითა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით სტრუქტურული რეფორმებით,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება CAREC-ის პოსტ-პანდემიის ახალ ჩარჩო დოკუმენტზე, რომელიც ეკონომიკის „მწვანე“, მდგრად და ინკლუზიურ აღდგენას ითვალისწინებს. „ეს არის ჩარჩო, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავაძლიეროთ თანამშრომლობა და პროდუქტიულობა რეგიონის მასშტაბით დიგიტალიზაციის, ინოვაციებისა და ინვესტიციების გზით. ეს მოგვცემს საშუალებას გვქონდეს მდგრადობა მომავალი გამოწვევების მიმართ, აღვადგინოთ ვაჭრობა და გავხდეთ უფრო ძლიერი, უფრო დაკავშირებული და უფრო ინკლუზიური“. ვიცე-პრემიერის განცხადებით, CAREC 2030 არის ძალიან ამბიციური და ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყველა სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროს, რომელიც ასახულია სპეციალურ ოპერაციულ კლასტერებში. მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს CAREC-ის ინტეგრირებული სავაჭრო დღის წესრიგის მიზნებს სტრატეგია 2030-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს CAREC-ის წევრებს გლობალურ ეკონომიკაში უკეთ ინტეგრირებაში, საბოლოო ჯამში მათი ზრდის პოტენციალის გაძლიერებასა და რეგიონში მცხოვრებთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. „ნება მომეცით, ხაზი გავუსვა CAREC-ის ტრანსპორტის სტრატეგიის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირის გაძლიერებას CAREC-ის რეგიონში ერთობლივი მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის მიერ დასახულ უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რადგან ჩვენ ვაპირებთ საქართველოს გარდაქმნას სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად - რეგიონულ ცენტრად, რომელიც სწრაფ ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციას ხელმისაწვდომს გახდის ბიზნესისთვის ორ კონტინენტზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება. მჯერა, რომ CAREC-ის ენერგეტიკული სტრატეგიით დასახული მიზნები 2030 ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის უფრო მაღალი წილის მიღწევას და, ასევე, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, გაზრდის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

შუა დერეფნის როლი იზრდება. თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს გადაზიდვების გაზრდა შეუძლიათ - თურქეთის ელჩი აზერბაიჯანში

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) ფარგლებში, სატვირთო მიმოსვლისა და ვაჭრობის გაზრდის მიზნით, ზოგიერთი საკითხი უნდა გადაიხედოს. ამის შესახებ თურქეთის ელჩმა აზერბაიჯანში კაჰიტ ბაღჯიმ ბაქოში გამართულ ფორუმზე განაცხადა. „გასულ წელს, სუეცის არხზე პრობლემები გაჩნდა, ყველამ დაინახა მათი გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე. ახლა კი, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, გაიზარდა შუა დერეფნის როლი. შესაძლებლობა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მხარეს გადავიდა.   მუდმივად განიხილება თემები, კერძოდ საბაჟო ტარიფები და მოცდის დრო თუ გადაიხედება სავაჭრო ბარიერები მოიხსნება“, - განაცხადა ელჩმა.  თურქეთის ელჩმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების მიზანია ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის $15 მილიარდამდე გაზრდა. „დღეს ეს მაჩვენებელი $5 მილიარდს შეადგენს. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ სავაჭრო ბრუნვის ზრდას $3,6-დან $5 მილიარდამდე“.   

მედია: რუსული საგადამხდელო სისტემა MIR-ი კოლაფსშია

ცხრა ქვეყნიდან ექვსმა, რუსული სგადამხდელო სისტემა მირის გამოყენებაზე უარი თქვა. მედია, ამ ფაქტს, რუსეთის საგადამხდელო სისტემის კოლაფსს უწოდებს.  უზბეკეთი რუსული Mir-ის ბარათების მომსახურებას აჩერებს „არსებულ ვითარებას შეიძლება ვუწოდოთ „კოლაფსი“ და რუსეთის მცდელობის წარუმატებლობა, შექმნას საკუთარი ალტერნატივა Visa-სა და Mastercard-ზე ფინანსური იზოლაციის პირობებში“, - წერს bloomberg-ი.  თურქეთის შემდეგ, რუსული Mir-ის ბარათების მიღება სომხეთის, ვიეტნამისა და ყაზახეთის ბანკებმაც შეწყვიტეს სააგენტოს ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი თავიდან გაკვირვებული იყო, რომ MIR-ის გამოყენებაზე „მეგობრულმა ქვეყნებმაც კი უარი თქვეს. ამიტომ, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ამ სისტემის ალტერნატივის ძებნა დაიწყო. ეროვნული ბანკი: სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება  

მედია: ევროკავშირმა რუსული გაზის ტრანზიტი, სრულად ჩაანაცვლა

ევროკავშირმა რუსული გაზის მოცულობა, სხვა მომწოდებლებისგან შესყიდვებით ჩაანაცვლა. Bloomberg: რუსეთმა ევროპაში, ნავთობის ბაზრის 90% უკვე დაკარგა მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განაცხადა. „ჩვენ მთლიანად ჩავანაცვლეთ გაზის მოცულობა, რომელსაც რუსეთიდან აღარ ვიღებთ“, - ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, დეფიციტის შევსებას ხელი შეუწყო LNG-ის (თხევადი გაზი), ისევე როგორც ახალი მომწოდებლებისგან მილსადენის გაზის შესყიდვამ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციისთვის ფართომასშტაბიანი ანტირუსული სანქციები დააწესეს. სანქციებმა, სხვა საკითხებთან ერთად, გავლენა მოახდინა ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე. ამ ფონზე ევროპა ენერგეტიკული კრიზისის, საწვავის ფასების ზრდისა და ნედლეულის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა.