ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ, მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ, მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „ბოლო პერიოდში გაზრდილი დაინტერესების გამო, გვსურს დამატებით განვმარტოთ, რომ კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში. უფრო კონკრეტულად, იმ შემთხვევაში თუ უცხოური ვალუტის სესხის რეფინანსირების მიზანს სესხის ლარში გადატანა (კონვერტაცია) წარმოადგენს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ ფიზიკურ პირს დააკისრონ უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე რეფინანსირების შედეგად წინსწრების დაფარვის საკომისიო, პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია. აღნიშნული მითითება ვრცელდება იმ შემთხვევებშიც, როდესაც რეფინანსირება სხვა კომერციულ ბანკებში აღებული კრედიტით ხდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვა ძალაშია 2017 წლის დასაწყისიდან. დამატებითი შეკითხვებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს: 2 406 406“,- აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.  

უძრავ ქონებზე ფასები ერთ წელიწადში 10.7%-ით გაიზარდა. ბინები ყველაზე ძვირია მთაწმინდაზე და ვაკეში

2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას უძრავი ქონების ფასებზე საქსტატი ავრცელებს.  2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 17.5 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. საქსტატის ცნობით, 2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა, ძირითადად, დაფიქსირდა კერძო სახლების სეგმენტში (8.8 პროცენტი). 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 10.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 10.0 პროცენტით. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტად უძრავი ქონება თბილისის 5 უბანში გაძვირდა. პირველ ადგილზე, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდით მთაწმინდის უბანია, მეორეა ვაკე, მესამე საბურთალო, ხოლო მეოთხე-მეხუთე ადგილებს ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებს შორის ნაწილდება.   

რუსეთის რკინიგზა, აზერბაიჯანთან და ირანთან „რეშტ-ასტარას“ მარშრუტის გაშვებაზე შეთანხმებას ცდილობს

რუსეთის რკინიგზის ჰოლდინგი,(RZD) აზერბაიჯანისა და ირანის წარმომადგენლებთან სარკინიგზო მონაკვეთის რეშტი (ირანი) - ასტარა (ირანი) მშენებლობის დასრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის რკინიგზის უფროსის მოადგილემ სერგეი პავლოვმა საერთაშორისო საექსპორტო ფორუმზე „Made in Russia“ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  „დიახ, „რეშტ-ასტარა“ დღეს სერიოზული დაბრკოლებაა სარკინიგზო მარშრუტის ერთ ჯაჭვში დასაკავშირებლად. რა თქმა უნდა, ეს ხაზი გვჭირდება. ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ირანულ მხარესთან და აზერბაიჯანულ მხარესთან ამ მარშრუტის გასაშვებად“, - განაცხადა პავლოვმა. პავლოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის რკინიგზა, RZD Logistics-თან ერთად, უკვე იყენებს „რეშტ-ასტარას“ მარშრუტს, როგორც მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის ნაწილს. მხარეები ამ სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობაზე 2016 წელს შეთანხმდნენ.   

ყაზახეთი, ტრანსკასპიური დერეფნით, ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის ემზადება

ყაზახეთის მიზანია, ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის 2024 წლიდან, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი გამოიყენოს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა. ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს მისი თქმით, 2024 წლის შუა რიცხვებიდან, „თენგიზის საბადოზე“ ახალი პრექტის განხორციელების შედეგების საფუძველზე, ნავთობის მოპოვება დაახლოებით 12 მილიონი ტონით გაიზრდება.  „ამ მოცულობის დაახლოებით გარკვეული ნაწილის სრულად გამოყენება მოგვიწევს კასპიის ზღვის ე.წ. დივერსიფიცირებული მარშრუტებისთვის. მანამდე კი უნდა ვიმსჯელოთ, არის თუ არა ეს მხარე მზად ნავთობის ასეთი მოცულობა თავის ნავთობსადენების სისტემაში გაატაროს“, - განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა.  ყაზახეთმა შესაძლოა, ურანის ექსპორტისთვის ტრანსკასპიური დერეფანი გამოიყენოს მინისტრმა განმარტა, რომ ამ მარშრუტით სარგებლობისთვის „აუცილებელი იქნება საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურა, მათ შორის არა მხოლოდ მილსადენის ტრანსპორტირებისა და დასამაგრებელი საშუალებები, არამედ საჭიროა კასპიის ზღვაში ტანკერების რაოდენობის გაზრდა, რომლებმაც ნავთობპროდუქტები უნდა გადაზიდონ“.  „ეს საკითხი კომპლექსურია, ჩვენ მას დეტალურად ვსწავლობთ“, - აღნიშნა ბოლატ აკჩულაკოვმა.  ახლა ყაზახეთი ყოველწლიურად 65-67 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს ახორციელებს. ექსპლუატაციაშია ორი ნავთობსადენი - CPC და ატირაუ-სამარა.  ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე

ყასიმ ჟომართ თოყაევი: სამართლიანი ყაზახეთის ეკონომიკაში, ფავორიტიზმს ადგილი არ ექნება

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, მიმართული იქნება სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესების სახელით, რეალური მიზნების მიღწევაზე. მისი არსი მდგომარეობს არა ეკონომიკური ზრდის აბსტრაქტული ფიგურების ძიებაში, არამედ მოქალაქეთა თვითრეალიზაციისთვის ფართო შესაძლებლობებისა და თანაბარი პირობების შექმნაში. ყველა თანამემამულეს ცხოვრების ხარისხი სტაბილურად უნდა გაუმჯობესდეს“, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა.  მისივე თქმით, სამართლიანი ყაზახეთის ეკონომიკაში, ფავორიტიზმს ადგილი არ ექნება.  თოყაევმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში სასამართლო და სამართალდამცავი სექტორის რეფორმა გაგრძელდება.   „კანონი და წესრიგი გახდება სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეების ნდობის გაზრდის ძირითადი ფაქტორი. ხალხი არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მთავარი ძრავა. შესაბამისად, გავზრდით სტრატეგიულ ინვესტიციებს ადამიანურ პოტენციალში და ყველანაირად მხარს დავუჭერთ ჩვენს ახალგაზრდობას და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა გადავაყენოთ მთელი ღირებულებითი სისტემა და ჩამოვაყალიბოთ ერში ახალი თვისებები“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7569 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7569 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7569 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7657 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0088 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6849 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7082 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0233 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

დეკემბერში მოგვიწევს ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფების დადგენა - ნარმანია

დეკემბერში მოგვიწევს ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფების დადგენა. თუმცა, თუ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს და ძირითადი პარამეტრებიც უცვლელი დარჩება, მაშინ ბუნებრივი აირის ფასი არ შეიცვლება, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, სატარიფო ვადა დეკემბერში იწურება. „ჩვენ თავის დროზე ბუნებრივ აირთან დაკავშირებით 3-წლიანი ტარიფები დავადგინეთ, რომლის ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება. შესაბამისად, დეკემბერში მოგვიწევს ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფების დადგენა. თუმცა, თუ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს და ძირითადი პარამეტრებიც უცვლელი დარჩება, მაშინ ბუნებრივი აირის ფასი არ შეიცვლება. ბუნებრივი გაზის სექტორში განაცხადები უკვე მიღებული გვაქვს, რადგან სატარიფო ვადა დეკემბერში იწურება.  შექმნილი გვაქვს აუდიტის სპეციალური ჯგუფი, რომელიც თითოეულ კომპანიაში შედის და სწავლობს მათ შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას. ჯამში 22-მა კომპანიამ შემოიტანა განაცხადი, საიდანაც მსხვილი კომპანიები 3-ია, ხოლო დანარჩენი შედარებით მცირე კომპანიებია“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ პალიტრანიუსის ეთერში საუბრისას.  

ერდოღანმა და ალიევმა, ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს

თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანში ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს.  თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი აეროპორტი აზერბაიჯანისა და მთლიანად მსოფლიოსთვის სასარგებლის მომტანი იქნება. ქალაქი ზანგილანი, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ირანის საზღვრებთან მდებარებს და მსოფლიოს საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით დაუკავშირდება. ამ  ტერიტორიაზე კონტროლი აზერბაიჯანმა, სომხეთთან 2020 წლის კონფლიქტის შემდეგ დაამყარა. ზანგილანის აეროპორტი 2021 წლის 26 აპრილს დაიგეგმა, პირველი ტექნიკური რეისი აეროპორტამდე, სამგზავრო თვითმფრინავით 9 სექტემბერს განხორციელდა. აეროპორტის ასაფრენი ბილიკი 3 კმ სიგრძისა და 60 მეტრი სიგანისაა. მისი ტერმინალი საათში 200 მგზავრსა და 8 თვითმფრინავს მოემსახურება. მანამდე, აზერბაიჯანულმა მხარემ, 2021 წლის 26 ოქტომბერს მთიან ყარაბაღში, ფიზულში პირველი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა.  

ლევან დავითაშვილი: 2022 წელს შუა დერეფანში, სატვირთო ბრუნვა 30%-ით, ყაზახეთიდან საქართველოში ტვირთნაკადი კი 6-ჯერ გაიზარდა

„მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფანმა გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს. ამისთვის საჭიროა მაღალ დონეზე კოორდინაცია, რათა ჩვენი სატრანსპორტო გადაზიდვები იყოს კომფორტული, უფრო მიმზიდველი საერთაშორისო აქტორებისთვის, რათა ქვეყანამ მიიღოს დამატებითი შემოსავლები ამ მიმართულებიდან“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე. აღნიშნული გაერთიანება, რომელიც ინტერმოდალური და მულტიმოდალური გადაზიდვების გაძლიერებას 2013 წლიდან უწყობს ხელს, აქტიურად მუშაობს დერეფანში სატვირთო გადაზიდვების გაზრდაზე. „შუა დერეფნის მნიშვნელობა განსაკუთრებით საყურადღებოა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ტვირთბრუნვამ დერეფანში განსაკუთრებით მოიმატა, საერთაშორისო გადამზიდავების მხრიდან კი დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტვირთნაკადები კი 6-ჯერ გაიზარდა. ეს ტვირთები მიმდინარე წელს შუა დერეფანში დაბრუნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ადმინისტრირებით, შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შუა დერეფანში ტვირთების შენარჩუნებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრება საქართველოში უკვე მეორედ იმართება. მასში მონაწილეობენ საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელი პირები.  

საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია ხმელთაშუა ზღვაში, „მწვანე ენერგიის მილსადენის“ შექმნაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია ხმელთაშუა ზღვაში „მწვანე მილსადენის“ შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლითაც შესაძლებელი იქნება ბუნებრივი აირის, სამომავლოდ კი წყალბადის ამოტუმბვა. ამის შესახებ ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ისაუბრეს. ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ პროექტი, სახელწოდებით BarMar, საუკეთესო გზაა იბერიის ნახევარკუნძულისა და ცენტრალური ევროპის დასაკავშირებლად. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის თქმით, იდეა არის იბერიის ნახევარკუნძულის დანარჩენ ევროპასთან დაკავშირება (ხმელთაშუა ზღვის ქვეშ), მილსადენი  ზედაპირზე მარსელში უნდა გამოვიდეს. მისი გამოყენება შეიძლება დროებით ბუნებრივი აირის, შემდეგ კი წყალბადის ამოსატუმბად. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პროექტი შესაძლოა, ასევე მოიცავდეს ელექტროგადამცემი ქსელისთვის დამატებითი ინტერკონექტორების შექმნას. შეთანხმება ასევე მოიცავს პორტუგალიასა და ესპანეთს შორის გაზის დამაკავშირებელი ხაზების დასრულებას.  

თოყაევი: რუსეთიდან ყაზახეთში, 50-მდე საერთაშორისო კომპანია გადმოვიდა

ამჟამად 50-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია რუსეთიდან ყაზახეთში გადმოვიდა. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ოთხშაბათს რეგიონში მოგზაურობისას, ალმათის ოლქის საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, არაპროდუქტიულია კომპანიების დიდ ქალაქებში კონცენტრირება. აკიმატმა უნდა შეიმუშაოს ასეთი ინდუსტრიების განთავსება ალმათის მახლობლად BAKAD-ის პერიმეტრზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკას. „ეს საკითხი განიხილეთ მთავრობასთან და კომპანიებთან. რეგიონული ცენტრი უნდა გახდეს „კონტრმაგნიტი“ ალმათისთან მიმართებაში. ჩვენ უნდა შევუქმნათ ყველა პირობა ინვესტორებს ახალი საწარმოო ობიექტების გასახსნელად, მათ შორის ისეთი კომპანიებისთვისაც, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან გადაადგილდებიან. ეს საკითხი ახლა უნდა დამუშავდეს უცხოელ პარტნიორებთან შეუფერხებელი და შეუფერხებელი ვაჭრობის მიზნით“, - განაცხადა თოყაევმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში არაერთი მსხვილი ექსპორტიორი საწარმო ფუნქციონირებს, საიდანაც გადასახადების ძირითადი წილი გროვდება.  „ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ წარმოების გაფართოებაში, რისთვისაც სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებებს გავატარებთ. ეროვნული ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა წინადადებები ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინონ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება

ერდოღანის თქმით, რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ბოლო შეხვედრაზე გაზის საკითხზე კონსენსუსამდე მივიდნენ. ფატიჰ დონმეზი: თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს ანკარაში მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ შევქმნით რუსული გაზის ჰაბს თურქეთში. თავად პუტინმა თქვა, რომ ევროპას შეუძლია გაზის შეძენა თურქეთის გავლით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ერდოღანის თქმით, დღეს ევროპის ქვეყნები აქტიურად ეძებენ გაზის შესყიდვის გზებს, თურქეთს კი მსგავსი პრობლემები არ აქვს. ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის

ფონ დერ ლაიენი: 8 თვეში რუსული გაზის 2/3 -ი ჩავანაცვლეთ

 რუსული გაზის 2/3 -ის ჩასანაცვლებლად ევროკავშირს 8 თვე დასჭირდა. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.  თენგიზ ფხალაძე: ევროკავშირმა, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდაში, ფინანსური წვლილი უნდა შეიტანოს „მარტში, დიდწილად ვიყავით დამოკიდებული რუსულ გაზზე. მაშინ ვფიქრობდით, რომ რუსული გაზის ჩანაცვლებას წლები დასჭირდებოდა. მაგრამ ფაქტია, რომ ამისთვის 8 თვე დაგვჭირდა, რომ რუსული გაზის 2/3 ჩაგვენაცვლებინა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.  წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს მისი თქმით, ევროკავშირმა შეძლო გაზის მომწოდებლების დივერსიფიცირება, თუმცა ეს საკმაოდ „ზვირი დაჯდა“.  „ამიტომ აუცილებელია ახალ წყაროებში ინვესტირება, განსაკუთრებით ენერგიის განახლებად წყაროებში“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.  ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს   

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7660 ლარი გახდა

"1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7660 ლარი გახდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7660 ლარი გახდა", - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ამასთან, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7627 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა. "რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7087 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7141 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0054 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სამხრეთის გაზის დერეფანი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს - აშშ-ის წარმომადგენელი

სამხრეთის გაზის დერეფანმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ევროპის, მათ შორის იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის ენერგომომარაგებაში არსებული პრობლემების დაძლევაში. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკულ საკითხებში, ჯეფრი პაიეტმა განუცხადა. ცნობილია, რა რაოდენობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ევროპაში „ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამართლიანად აღნიშნა, რომ ეს პროექტი, ევროპისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების თამაშის წესებს ცვლის. ჩვენ ველით პროექტის მეორე ნაწილის დასრულებას, რომლის თანახმადაც, გაზს აღმოსავლეთ ბალკანეთი მიიღებს. ჩვენ ასევე ვაფასებთ, თურქეთის ქმედებებს, რომელმაც გამოიყენა თავისი გაზმომარაგების სადგურების სიმძლავრეები იმისთვის, რომ მეზობელ ქვეყნებს ბუნებრივი აირი მიეღოთ. გაზის მიწოდების ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი გათვლილია იმაზე, რომ თანდათან უარი ვთქვათ ნახშირწყალბადების ენერგეტიკაზე რეგიონში და ამით დავიცვათ კლიმატი“, - აღნიშნა პაიეტმა. ფატიჰ დონმეზი: თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს მისი თქმით, როგორც NATO-ს წევრი, თურქეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში და ენერგომატარებლების დივერსიფიკაციის კუთხითაც მნიშვნელოვანი როლი აქვს.  

ერთი აშშ დოლარი 2.7627 ლარი გახდა

"19 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7627 ლარი ეღირება, ევრო – 2.7141 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1125 ლარი", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7645 ლარი ღირდა, ევრო – 2.6946 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1120 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 ოქტომბრისთვის ამოქმედდება.  

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე, 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა, ხოლო მოთხოვნამ 75 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.200 პროცენტით, მაქსიმალური 9.427 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.346 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

თენგიზ ფხალაძე: ევროკავშირმა, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდაში, ფინანსური წვლილი უნდა შეიტანოს

ევროკავშირი, აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ პარტნიორობას მნიშვნელოვნად აფასებს. ამის შესახებ Trend-ს საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა არარეზიდენტმა თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს „დაახლოებით 5 ან თუნდაც 10 წლის წინ გაკეთდა შეფასება, რომ აზერბაიჯანს აქვს ყველა შესაძლებლობა მეტი გაზის მიწოდებისთვის და რომ ევროპამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ენერგეტიკულ პარტნიორობას ამ ქვეყანასთან. ასევე ყურადღება გამოიჩინოს კასპიის რეგიონთან მიმართებით, მის გაზის პოტენციალთან და ეს ყველაფერი ერთად განავითაროს. სამწუხაროდ, ევროპამ გარკვეულწილად უგულებელყო ეს შესაძლებლობები და სხვა პროექტებს მიენიჭა პრიორიტეტი. დღეს, ვფიქრობ, ევროპაში ყველა ნანობს ამას. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს," - აცხადებს ფხალაძე.  წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს მისივე თქმით, დღეს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა არა მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებს, არამედ პრაქტიკულ ბიზნეს-ინიციატივებშიც აისახება. „მაგრამ არ მგონია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ერთ მხარეს დაეკისროს. დიახ, აზერბაიჯანს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაგრამ მას ასევე სჭირდება იგივე სანდო პარტნიორები ევროკავშირის ქვეყნებიდან. ამაში ყველაზე დიდი ფინანსური წვლილი ევროკავშირმა უნდა შეიტანოს“, - აღნიშნა ფხალაძემ. თუმცა, როგორც ექსპერტი აცხადებს, აზერბაიჯანული გაზის მიმართ ინტერესი ქვეყნების მიხედვით არ უნდა დაიყოს. რაც შეეხება საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის (IGB) გაშვებას, ფხალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ეს მნიშვნელოვანი პროექტია ევროპისთვის, რადგან რეგიონი რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების გამო სირთულეებს განიცდის. „ეს არის შესანიშნავი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ინვესტორებისთვის, რომ მიჰყვნენ, გამოიყენონ და ასევე იფიქრონ, როგორ გააფართოონ ეს შესაძლებლობა. აზერბაიჯანს რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობები, მაგრამ როგორც ვთქვი, მთელი ფინანსური ტვირთი მხოლოდ ერთ ქვეყანას არ უნდა დააწვეს. უკვე არის ინტერესი და დროთა განმავლობაში აქტიურ ბიზნეს-ინიციატივებად გარდაიქმნება“, - განაცხადა ფხალაძემ. ECIPE-ის უფროსმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პოტენციალი ელექტროენერგიის ექსპორტში, მათ შორის განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის ექსპორტში, უზარმაზარია და რეალურად ეს პროექტი შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაიწყოს. „ყველაფერი შესაძლებელია, თუ ევროკავშირი გააფართოვებს კავშირების ქსელს. ეს ნიშნავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაფართოებას, აქ იგულისხმება ელექტროენერგიის მიწოდება. ევროკავშირმა უნდა წაახალისოს ახალი პროცესები და ინიციატივები კავშირისთვის. ეს უკვე განვითარებულია ევროკავშირიის მიერ საქართველოში და შემდეგ აზერბაიჯანში. დღეს ახალი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო“, - განაცხადა ფხალაძემ. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.  

ჩინეთმა ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის მიწოდება შეაჩერა

ჩინეთმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გაზის იმპორტიორებს მოუწოდა, რომ ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის გაყიდვა შეწყვიტონ, რათა ზამთრის სეზონზე, გათბობის სეზონისთვის საკუთარი მოხმარება უზრუნველყონ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრძანება ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ გასცა.  ამასთან გამოცემა წერს, რომ ჩინეთის მიერ თხევადი გაზის გაყიდვები ევროპულ ბაზარს მარაგების სწრაფად შევსების საშუალებას აძლევდა, თუმცა ტრანსპორტირების რეკორდულად მაღალმა ხარჯებმა, საწვავის გადაზიდვის მიმზიდველობა შეამცირა.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7645 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7645 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7645 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7741 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0096 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6946 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6970 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0024 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.