სამართალი

ვახტანგ გომელაური: ძალიან დიდი ხანია, ძალოვან უწყებაში ვმუშაობ და არ მახსოვს ასეთი მასიური ძალადობა ჟურნალისტების მიმართ

რატომ დაიწყო ჟურნალისტების მიმართ აგრესია 5 ივლისს, ამ საკითხზე ისაუბრა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გადაცემაში „ღამის კურიერი“. გომელაურმა აღნიშნა, რომ ამაზე კითხვები თავადაც აქვს. მინისტრმა აღნიშნა, რომ „27 წელია ძალოვან უწყებაში მუშაობს და არც 90-იანი წლების მიტინგებზე ახსოვს, რომ ჟურნალისტებზე ასეთი ძალადობა განეხორციელებინოთ“. „ამაზე ჩვენც ბევრი კითხვა გვაქვს, სიმართლე გითხრათ. ძალიან დიდი ხანია, ვმუშაობ ძალოვან უწყებაში და არ მახსოვს, რომ ასეთი მასიური ძალადობა განხორციელებულიყო ჟურნალისტების მიმართ. ერთეული შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ასეთი მასიური არა. არც გვიფიქრია, სიმართლე რომ გითხრათ, არ მიყვარს მითებით და ტყუილებით საუბარი, ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ ასეთი რაღაც შეიძლება მომხდარიყო, რომ ჟურნალისტებზე აგრესია წამოსულიყო ან ერთი, ან მეორე მხრიდან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შს მინისტრმა ასევე ისაუბრა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. „დიდ პატივს ვცემ ელჩების, დიპლომატიური კორპუსის აზრს. მე მათ შევხვდი. მნიშვნელოვანია მათი განცხადებები. ჩვენ ვნახეთ მათი განცხადება და მეორე დღესვე, რა კითხვებიც იყო, ამომწურავი პასუხი გავუგზავნეთ. ჩვენი უწყება ყოველთვის ღიაა, რომ მობრძანდნენ, რომ შევხვდეთ, კითხვებზე პასუხები გავცეთ და რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღებას, ეს პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენს გუნდს, იქიდან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ, პირველ რიგში, დაისაჯოს ყველა, ვინც ჩაიდინა ძალადობა ჟურნალისტებზე და არამარტო, ასევე პოლიციელებზე“, - განაცხადა გომელაურმა. მან პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „თქვენ თუ გულისხმობთ ჩემს გადადგომას და თანამდებობის დატოვება-არ დატოვების თემას, გვყავს პრემიერი, პოლიტსაბჭო და არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა, მე სწორად ვიმოქმედე თუ არა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ შემთხვევაში 5-6 ივლისის ფარგლებში, თუ არა. აქედან გამომდინარე, მოხდება უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა. თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, რომ მე თანამდებობა უნდა დავტოვო, რა თქმა უნდა, გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერში“.

5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობაში ბრალდებულ კიდევ ორ ადამიანს პატიმრობა შეეფარდა

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს, „რუსთავი 2“-ისა და “ტვ პირველის” ოპერატორებზე ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს, უშანგი დათუნაშვილსა და ირაკლი წიგნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გატაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ მიიღო. მოსამართლის განცხადებით, პატიმრობის გადაწყვეტილება დანაშულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის საფუძველზე მიიღო. “ძალადობა მიუღებელია - ორი აზრი არ არსებობს”,- განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ. პატიმრობის შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე პროკურორებმა დააყენეს, დაცვის მხარე კი ითხოვდა, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოეყენებინათ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თაბამშრონლებმა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს, „რუსთავი 2“-ის ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, „ცისფერი გალერეას” მიმდებარედ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რაც შეეხება ბრალდებულს “ტვ პირველის” ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეში, სამართლადამცველებმა ასევე გუშინ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.წ.-მ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 5-6 ივლისს აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ 27 ადამიანია დაკავებული.

"აიისამ" სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო

პრეზერვატივების მწარმოებელმა კომპანიამ “აიისა” ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აიისას საქმეში კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა. კონვენციის მეათე მუხლი გამოხატვის თავისუფლებას ეხება. კომპანიის დამფუძნებლის ანანია გაჩეჩილაძის ინტერესებს სტრასბურგში ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" იცავდა. სასამართლო აღნიშნავს: “სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხევითაც, „დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.“ ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. სასამართლო იმეორებს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვინც ირჩევს რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას, უნდა შეეგუოს და მიიღოს სხვების მიერ მათი რელიგიური მრწამსის უარყოფა და სხვების მიერ მათი რწმენისადმი მტრულად განწყობილი დოქტრინების გავრცელებაც კი“. ცნობისთვის, 2018 წლის 18 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ მიმართ. ოქმის თანახმად ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ ფეისბუქ გვერდზე, ასევე „აიისა“-ს ბრენდით წარმოებულ პროდუქტზე განთავსდა არაეთიკური რეკლამა, რითაც დაირღვა რეკლამის წარმოების და გავრცელების წესი. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის არგუმენტაცია და ი/მ „ანი გაჩეჩილაძე“ ცნო სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლით, რაც გულისხმობს რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევას. ი/მ „ანი გაჩეჩილაძემ“ აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლე მურუსიძემ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის დადგენილება. როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არაეთიკური იყო ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ ფეისბუქ გვერდზე და „აიისა“-ს პროდუქციაზე წარმოდგენილი წარწერები და გამოსახულებები, კერძოდ პროდუქტზე დატანილი წარწერა „ჩამოვკრავდი მაგრამ ნათლისღებაა,“ პროდუქტზე დატანილი წარწერა „ძლევაი საკვირველი“ და გამოსახულება - დიდგორის ბრძოლა, პროდუქტზე დატანილი წარწერა „სამეფო კარი თამარში“ და თამარ მეფის გამოსახულება და პროდუქტზე დატანილი ვიზუალი - ქალის მარცხენა ხელის გამოსახულება პრეზერვატივით, რაც სასამართლომ „მაკურთხებელ მარჯვენად“ შერაცხა.

ორი მოკლული და ორი დაჭრილი - შსს მარნეულში მომხდარზე განცხადებას ავრცელებს

მარნეულში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი და დაჭრილია ამდენივე ადამიანი. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შინაგან საქმეთა სამნისტროს ინფორმაციით, მას ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1994 წელს დაბადებული გ.პ. და მამამისი - 1969 წელს დაბადებული ი.პ. მათსავე საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო იქვე მყოფი გ.პ.-ის დედის - 1974 წელს დაბადებულ ს.ა. -ს და ყოფილი მეუღლის ძმის - 1996 წელს დაბადებული ა.პ. - ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკვლას შეეცადა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ძალადობის ფაქტზე დაკავებულს, ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის ლ.ბ-ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ნ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ნ.გ. და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ლ.ბ.-ს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. „სამართალდამცველებმა ნ.გ. 17 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა. ნ.გ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 25 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 46 პირი, მათ შორის, 40 ჟურნალისტი და ოპერატორი”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შსს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ფონიჭალაში 20 ნარკორეალიზატორის დაკავების შესახებ იუწყება

შსს 20 ნარკორეალიზატორის დაკავების შესახებ იუწყება. უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ორი თვის განმავლობაში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვადასხვა რაიონში, 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ხოლო 8 პირი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. "დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკორეალიზატორები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინისა“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის” 129 აბი და აბის 2 ნატეხი. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის - ბ.რ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩი და 5 საბრძოლო ვაზნა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 ნაწილებით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ტვ პირველის“ ოპერატორსა და მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებულ კიდევ ორ ბრალდებულებულს პატიმრობა შეეფარდა

„ტვ პირველის“ ოპერატორისთვის, ლევან ბრეგვაძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სხვა მოქალაქის დევნის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულებს, ვანო ბურდულს და დავით ქოჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების 7000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. ორივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებით მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა. ვანო ბურდულის ადვოკატი, თორნიკე გვენეტაძე აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელს მხოლოდ ორი მოწმე - პოლიციელები ადებენ ხელს. მისივე თქმით, პოლიციელებს ჩვენებაში ნათქვამი აქვთ, რომ ბურდულს ნაცრისფერი შარვალი ეცვა, რეალურად კი, მას მოკლე შარვალი ეცვა, რაც ადვოკატის თქმითვე, იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიციელებს ბრალდებული ვიდეობიდან ჰყავთ ნანახი. გვენეტაძის თქმით, დაზარალებული ოპერატორიც ვერ ახდენს აღწერს იმ პირის, ვინც მას თავს დაესხა. ვანო ბურდულის და დავით ქოჩიაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი წარუდგინეს

6-საათიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი წარუდგინეს. ერიკ დიუპონ-მორეტის სასამართლო ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ ანგარიშსწორებას ედავებიან, რომლებთანაც მას ინტერესთა კონფლიქიტი, უთანხმოება ჰქონდა. მინისტრი ბრალდებას უარყოფს. დიუპონ-მორეტის ადვოკატები ბრალდების გაბათილებისთვის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ ის მთავრობაში დარჩება გამოძიების მიუხედავად. დიუპონდ-მორეტი, სახელგანთქმული იურისტი, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მინისტრის თანამდებობაზე ერთი წლის წინ დაასახელა.

გურამ ფალავანდიშვილი შვილთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის შემდეგ, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები განყოფილებაში დაიბარეს. გურამ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, მათ დაკავებას არ აპირებენ და მხოლოდ გამოკითხვისთვის მიდიან. „ ახლა მივდივართ განყოფილებაში. როგორც ვიცი, არ გვაკავებენ, უბრალოდ ჩვენი დაკითხვა უნდათ. ჩვენ უარს ვაცხადებთ დაკითხვაზე, თუ არ იქნება სასამართლოში და ადვოკატის თანხმლებით. გამოვთქვათ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს, „თბილისი პრაიდს“ და მედია ტერორისტებს. უნდა დაგაკავონ თქვენ, ტერორისტები. იყო ტერორი თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან. შეიძლება, ჩვენც მოვმკვდარიყავით და ყველა მომკვდარიყო. თქვენ ხართ მოძალადეები“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა გურამ ფალავანდიშვილისა და ,,ალტ-ინფოს" დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს. ,,ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

,,ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

,,ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ მახარაძის მეუღლე ლიკა კასრაძე აცხადებს. ,,დაახლოებით, 09:00 იქნებოდა სამართალდამცველები, რომ მოვიდნენ, ჩაატარეს სტანდარტული პროცედურა - ჩხრეკა. მათთვის საინტერესო ნივთები ამოიღეს და წაიღეს. როგორც ვხვდები, გადაიყვანეს პროცედურულ ჩხრეკასთან დაკავშირებით, უნდა გააფორმონ წერილობით დოკუმენტაცია. დაკითხვა არის, თუ რა ტიპის პროცედურა მიმდინარეობს, არ ვიცი. ჩხრეკის პროცედურა 2 საათის გამნავლობაში მიმდინარეობდა", - აცხადებს კასრაძე მედიასთან საუბრისას. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გურამ ფალავანდიშვილისა და ,,ალტ-ინფოს" დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს.

გურამ ფალავანდიშვილისა და ,,ალტ-ინფოს" დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

გავრცელებული ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამასთან, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძისა და კონტანტინე მორგოშიას საცხოვრებლებშიც. Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა მიმდინარეობს სხვადასხვა მისამართზე, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში სახელებსა და გვარებს არ აკონკრეტებენ.

„ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ლ.ბ-ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე, ვ.ბ.-ს, ხოლო მოქალაქე ნ.ზ.-ს მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვისა და აზრის გამო დევნისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე, დ.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ვ.ბ. და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ლ.ბ.-ს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. „ასევე, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე დ.ქ. სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხა მოქალაქე ნ.ზ.-ს, რომელიც „ლგბტქი“ თემის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე დროშით გადაადგილდებოდა. დ.ქ. და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები, ძალადობით და ძალადობის მუქარით, ნ.ზ.-ს დევნიდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მას აყენებდნენ. სამართალდამცველებმა ვ.ბ. 15 ივლისს, ხოლო დ.ქ. 14 ივლისს დააკავეს. ვ.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა. დ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა სიტყვისა და აზრის გამო, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა. ვ.ბ.-ს და დ.ქ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებისა და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით. „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

„პირველი არხის“ ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღემდე ემუქრება საფრთხე და თუ ბრალდებულის მიმართ არ იქნება გამოყენებული პატიმრობა, ეს ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას. პროკურატურის პოზიციას არ დაეთანხმა თავად ბრალდებული. საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 2 სექტემბერს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი. პროკურატურამ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის ფაქტზე გიორგი მაღრაძეს ბრალდება დღეს წარუდგინა.

აშშ-ის საელჩო მოსამართლეების დანიშვნაზე: სამწუხაროა, რომ  საქართველოს ლიდერების მიერ, 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება ვერ შესრულდა

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს. ,,პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად საქართველოს პოლიტიკურ ლიდერთა 19 აპრილის მკაფიო შეთანხმებისა, „თავი შეიკავონ უზენაეს სასამრთლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნისგან“ უაღრესად გულდასაწყვეტია. სამწუხაროა, რომ ამ წარდგენისა და დანიშვნის პროცესით და ინკლუზიური და ფართო სასამართლო რეფორმის განუხორციელებლობით, ვერ შესრულდა საქართველოს ლიდერების, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება. პარტიები შეთანხმდნენ ამბიციური სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე ფართო და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით, სამართლის ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით. ცალმხრივი საკანონმდებლო ცვლილებები, მიღებული საერთაშორისო პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 19 აპრილის შეთანხმებაზე, არ შეესაბამება ამ შეთანხმების შინაარსსა და სულისკვეთებას. განსაკუთრებით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში აპრილის დასაწყისში შესული ცვლილები, რომელმაც სრულად ვერ ასახა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მათ შორის, მთავარი რეკომენდაცია მოსამართლეთა დანიშვნების გადავადებასთან დაკავშირებით. ფართო და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე დანიშვნის არ შეჩერებას რეალური შედეგები აქვს. სამართლის ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პარლამენტის ხარვეზიანმა პროცესმა ვერ უზრუნველყო ყველაზე კვალიფიციური კანდიდატების დაწინაურება, შედეგად კი, ნაკლებად კვალიფიციური კანდიდატები უვადოდ გამწესდნენ სასამართლოში. როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 9 ივლისის ანგარიშშია აღნიშნული „კანდიდატების წარდგენა განხორციელდა გარემოში, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოების ნდობა მწირია” და „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული შერჩევის, მოკვლევისა და ინტერვიუების პროცესი ვერ პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს“. აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო, პარლამენტს შეეჩერებინა დანიშვნის პროცესი ინკლუზიური, ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელების მიზნით, რომელშიც ასახული იქნებოდა სამართლის ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მოსაზრებები. პარლამენტს ჰქონდა ამგვარი მოქმედების უფლებამოსილება და დანიშვნების შეჩერება არ გამოიწვევდა სასამართლო სისტემის ზედმეტ გადატვირთვას. შესაბამისად, ამგვარად არ მოქცევის გადაწყვეტილება ძალიან შემაშფოთებელია და წარმოადგენს მნიშვნელოვან დაკარგულ შესაძლებლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით.შეერთებული შტატები მზადაა გააგრძელოს პარლამენტისა და ქართველის ხალხის მხარდაჭერა საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის დამაჯერებელ ძალისხმევაში", - აღნიშნულია განცხადებაში. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი დაამტკიცა კელი დეგნანი: უკიდურესად იმედგაცრუებული ვიყავით, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატების დამტკიცება დაიწყო ჰარცელი: უზენაესის მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნებზე: საჭიროა დაპაუზება, მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ ევროკომისია მოსამართლეების არჩევაზე: ამ ნაბიჯმა შეიძლება მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს

შსს-მ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ 2 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობის, ასევე, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 2 პირი - 1988 წელს დაბადებული ვ. ბ. და 1988 წელს დაბადებული დ. ქ. დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვ.ბ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულმა დ.ქ.-მ იმავე დღეს რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. "გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. ამ დროისთვის, 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 ადამიანი, კერძოდ: • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 19 ადამიანი; • ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 ადამიანი; • 1 ადამიანი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროკურატურამ "პირველი არხის" ოპერატორის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდო აქციის დროს, "პირველი არხის" ოპერატორის, ი.თ-ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გ.მ. და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ "პირველი არხის" ოპერატორს ი.თ-ს კერძოდ, ბრალდებულები ი.თ-ს ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. "სამართალდამცველებმა გ.მ. 2021 წლის 14 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით. “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 22 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

"ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ დავით კუტალაძეს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეიმურაზ სიხარულიძემ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა კუტალაძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ უნდა გამოყენებულიყო. დავით კუტალაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს. "არაერთხელ გააჟღერეს, რომ მე ვარ მოძალადე და ჯგუფური ძალადობის შედეგად ვიძალადე ჟურნალისტებზე. ჩვენ დავინახეთ ვიდეოები, სადაც ლგბტ წევრებმა ჩვენი დროშის ფონზე ჩვენს სამებას მიაყენეს შეურაცხყოფა. 12 დღით ადრე ჩამოვედით თბილისში. მათ სურდათ, რომ ჩვენნაირ ბიჭებზე დაერქვათ მოძალადეები. მე მოვუწოდებდი ჩვენს მეგობრებს, რომ არავინ შეხებოდათ მათ. ამ ყველაფრის შემდეგ, მათ შემოუშვეს ჟურნალისტები. მათ სურთ, რომ ჩემგან შექმნან, მოძალადე. მე უბანში სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი ახალგაზრდობისთვის, არ უნდა შემრცხვეს იმ მოხუცების, რომელთაც ჩვენი რელიგია მოგვიტანეს. ჟურნალისტებმა დამაბრალეს. ის ადამიანი ღმერთმა გაანათლოს, ვინც გარდაიცვალა. მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი. მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი", - განაცხადა კუტალაძემ. პროკურატურის განცხადებით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 5 ივ­ლისს, "თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის დროს, ორ­გა­ნი­ზე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე და­ვით კუ­ტა­ლა­ძე და მას­თან ერ­თად მყო­ფი ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით და შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, თავს და­ესხნენ ტე­ლე­კომ­პა­ნია "TV პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტორს ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ვით კუ­ტა­ლა­ძე 2021 წლის 12 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით), 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით (ადა­მი­ა­ნის დევ­ნა პრო­ფე­სი­ულ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) და 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა) წა­რედ­გი­ნა. "TV პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტორ ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას მი­მართ და ამა­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლისტ მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია ხუთი პირი, მათ შო­რის ოთხს პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა "თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის და ასე­ვე, ამ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით. “თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ამ დრო­ის­თვის, ბრა­ლი 21 პირს წა­რედ­გი­ნა. ამ ეტაპ­ზე, საქ­მე­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია 36 პირი, მათ შო­რის 30 ჟურ­ნა­ლის­ტი და ოპე­რა­ტო­რი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. დღეს ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალეს ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა

,,ტვ პირველის" ოპერატორის მიმართ  ძალადობის საქმეზე ბრალდება კიდევ ერთ ადამიანს წარუდგინეს

პროკურატურამ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდება კიდევ ერთ პირს წარუდგინა, – ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე დ.კ. და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. სამართალდამცველებმა დ.კ. 2021 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა“, – აცხადებენ უწყებაში. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. „TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მ.ბ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით. “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 21 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის 30 ჟურნალისტი და ოპერატორი. საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს. ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ნიდერლანდების ელჩი: შს სამინისტროში შეხვედრაზე გამოვხატე ღრმა შეშფოთება აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობასა და არასაკმარის დაცვასთან დაკავშირებით

ნიდერლანდების ელჩი მააიკე ვან კოლდამი შსს-ში დიპლომატებსა და მინისტრ გომელაურს შორის შეხვედრაზე წერს. Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ელჩი წერს, რომ დიპლომატებმა მოუწოდეს მთავრობას, დაიცვას ყველა, მათ შორის ჟურნალისტები, ასევე უმცირესობები. „გუშინდელ შეხვედრაზე მე გამოვხატე ღრმა შეშფოთება აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ 5 ივლისს განხორციელებული ძალადობასა და არასაკმარის დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებით გამო. ჩვენ მოვუწოდეთ ყველას დაცვისკენ, მათ შორის როგორც ჟურნალისტების, ასევე უმცირესობების“, - წერს ელჩი მააიკე ვან კოლდამი. დიეგო კოლასი: შს სამინისტროში შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებით შსს: ვახტანგ გომელაურმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრა 1, 3, 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ნიდერლანდების ელჩი: შოკირებული ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით

დიეგო კოლასი: შს სამინისტროში შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებით

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი შსს-ში დიპლომატებსა და მინისტრ გომელაურს შორის შეხვედრაზე წერს. Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ელჩი მთავრობას მოუწოდებს, დაიცვას ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის უმცირესობების. „დიპლომატებს გუშინ გვქონდა შეხვდერა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩვენ კვლავ დავაფიქსირეთ ჩვენი იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასა და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევასთან დაკავშირებით თბილისში. დაპირისპირების რიტორიკის ნაცვლად, ჩვენ მოვუწოდეთ მთავრობას, დაიცვას ყველას უფლება, მათ შორის უმცირსობებისა და პრესის თავისუფლების უფლება“, - წერს საფრანგეთის ელჩი. შსს: ვახტანგ გომელაურმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრა 1, 3, 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საფრანგეთის ელჩი: გულგატეხილი ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო