თეგი: ალიშერ უსმანოვი
იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა
იტალიის ხელისუფლებამ სანქცირებული რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედერი დააყადაღა. ამის შესასხებ The Times-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჯავშნიანი მერსედესი უსმანოვის იმ აქტივებს შორისაა, რომელიც იტალიის საგადასახადო პოლიციამ სარდინიაში მარტის დასაწყისში დააყადაღა. გამოცემის ინფორმაციით, შავი ფერის Mercedes Maybach S650 Guard VR10-ის ღირებულება € 600 000 მეტია. ვინ არის ალიშერ უსმანოვი, მის შესახებ ბრიტანულ Guardian-ი ვრცელ მასალაში წერს. ტელეკომის მაგნატი უსმანოვი დიდ ბრიტანეთში 48 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეს ფლობს. უზბეკეთში დაბადებული მილიარდერი, რომელმაც სიმდიდრისკენ პირველი ნაბიჯები, საბჭოთა კავშირში დეფიციტური, პლასტიკური ჩანთების წარმოებით გადადგა, ახლა რისკის ქვეშაა, დასავლური სანქციების გამო, ქონების ნაწილი დაკარგოს. უსმანოვი წლების განმავლობაში ფლობდა წილებს პრემიერ ლიგის კლუბში - „არსენალი“. ჰქონდა სასპონსორო ურთიერთობა „ევერტონთან“. მისი ძმისშვილი სარვარ ისმაილოვი მცირე ხნით ევერტონის დირექტორთა საბჭოში იყო, ასევე ეკავა ქალთა გუნდის სპორტული და კომერციული დირექტორის თანამდებობა. სპორტმა უსმანოვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ის ერთ დროს მოფარიკავეც იყო. Forbes-ი 4 მარტს იუწყებოდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის 156-მეტრიანი იახტა „დილბარი“ ჰამბურგში დააკავა. ლითონების 68 წლის მაგნატი უსმანოვი ჟურნალ Forbes-ის 2021 წლის მილიარდერთა სიაში 14,1 მილიარდი დოლარით (11 მილიარდი ფუნტი)99-ე ადგილზე იყო. ამავე თემაზე რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
რუსი მილიარდერები, აბრამოვიჩი და უსმანოვი დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების ტოპ 10-ს გამოეთიშნენ
რუსი მილიარდერები რომან აბრამოვიჩი და ალიშერ უსმანოვი, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გამო, The Times-ის ცნობით, ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების ათეულიდან გავიდნენ. აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა აბრამოვიჩი 2021 წელთან შედარებით, 20 საფეხურით ჩამოქვეითდა. ახლა ის რეიტინგის 28-ე პოზიციაზეა. უსმანოვმა რეიტინგში მე-6 -დან მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. LetterOne Holdings-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილმა წევრმა მიხაილ ფრიდმანმა ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-19 ადგილი დაიკავა (2021 წელს მე-11 ადგილზე იყო). რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა LetterOne-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი ალექსეი კუზმიჩევმა 34-დან 45-ე ადგილზე გადაინაცვლა. ელენა ბატურინა, „ინტეკო მენეჯმენტის“ პრეზიდენტი, 160-ე ადგილზეა (შარშან 153-ე პოზიცია ეკავა). შეგახსენებთ, რომ რუს ბიზნესმენებს სანქციების რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდათ.
რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში გერმანიის პოლიცია ჩხრეკას ატარებს
გერმანიის პოლიცია ერთ-ერთი უმდიდრესი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში ჩხრეკას ატარებს. ჩხრეკა მიმდინარეობს უსმანოვის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე ობიექტზე ტეგერნსეს ტბის მიდამოში, რომელიც მიუნხენის სამხრეთით 60 კილომეტრშია. როგორც ცნობილია, 2014 წლის შემდეგ უსმანოვი დროის მნიშვნელოვან ნაწილს იქ ცხოვრობდა. ძებნას ფედერალური კრიმინალური პოლიციისა და საგადასახადო საგამოძიებო სამსახურის 250 თანამშრომელი აწარმოებს. მედიის ცნობით, მანამდე რამდენიმე თვით ადრე გამომძიებლებმა შეაგროვეს ინფორმაცია, რომელიც ჩხრეკის საფუძველი გახდა. ჩხრეკის მიზანია, უსმანოვის წინააღმდეგ სავაჭრო კანონების დარღვევის, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ეჭვებზე მტკიცებულებების მოძებნა. არაოფიციალურად, გამოცემამ შეიტყო, რომ 2014 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში უსმანოვს გერმანიაში შეეძლო გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება. სავარაუდოდ მან 555 მილიონი ევრო დამალა. გერმანიის ხელისუფლება უფრო აქტიურად უსმანოვით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ის შეიყვანეს ევროკავშირის სანქციების სიაში (რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით) შეიყვანეს, ვინაიდან ის პუტინის ახლო წრიდანაა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსმანოვის დის და კიდევ რამდენიმე ადამიანის გვარი ევროკავშირის სანქციების სიიდან გაქრა.
გერმანიაში, რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის იახტა გაჩხრიკეს
გერმანიაში, 156 მეტრიან იახტა Dilbar-ზე, რომელიც რუს ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვს ეკუთვნის ჩხრეკა ჩატარდა, იუწყება Der Spiegel. რუსი ოლიგარქი ფულის გათეთრებაში, საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის დარღვევასა და გადასახადებისგან თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი. რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში გერმანიის პოლიცია ჩხრეკას ატარებს იახტა Dilbar-ი, რომელიც უსმანოვმა 2016 წელს $600 მილიონად იყიდა, ახლა ქალაქ ბრემენში დგას. იახტა რუს ოლიგარქს, ჰამბურგის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში ჩამოართვა. იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა მანამდე გერმანიის პოლიციამ ასევე გაჩხრიკა ალიშერ უსმანოვის რამდენიმე ქონება, მათ შორის მისი აგარაკი ბავარიაში, ტეგერნსეს ტბაზე. იქვე ამოიღეს დოკუმენტები, ასევე ოთხი ფაბერჟეს კვერცხი. მათი ზუსტი ღირებულების დადგენა იშვიათობის გამო რთულია, თუმცა 2007 წელს გასული საუკუნის დასაწყისში დამზადებული როტშილდის კვერცხი 12,5 მილიონ ევროდ გაიყიდა. 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.
რუს ოლიგარქ უსმანოვს, გერმანიაში $50 მილიონად შეფასებული „ფაბერჟეს კვერცხები“ ჩამოართვეს, რომლებსაც სუვენირად ასაღებდა
რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს, გერმანიაში „ფაბერჟეს კვერცხები“ ჩამოართვეს, რომლებსაც სუვენირად ასაღებდა. გერმანიაში, რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის იახტა გაჩხრიკეს კარლ ფაბერჟეს მიერ შექმნილი ოთხი კვერცხი, რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ვილაზე, სამართალდამცველებმა ჩხრეკისას იპოვეს. უსმანოვი აცხადებდა, რომ „ფაბერჟეს კვერცხები“ არ იყო ორიგინალი და ძვირადღირებულ სუვენირს წარმოადგენდა. იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ, უსმანოვის ვილაზე ნაპოვნი ოთხი კვერცხი ფაბერჟეს ორიგინალია და თითო $50 მილიონადაა შეფასებული. გერმანული მედია წერს, რომ უსმანოვი ამ ძვირფას ნივთებს ვეღარ ნახავს. რუს ოლიგარქს ძვირფასი ნივთები აქტივად უნდა გამოეცხადებინა მას შემდეგ, რაც სანქციების სიაში მოხვდა, რაც, სავარაუდოდ, არ გააკეთა. რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში გერმანიის პოლიცია ჩხრეკას ატარებს 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. რუსი მილიარდერები, აბრამოვიჩი და უსმანოვი დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების ტოპ 10-ს გამოეთიშნენ
გერმანიის პოლიციამ რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს 30 ნახატი ჩამოართვა
გერმანიის პოლიციამ რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს, მის კოლექციაში არსებული 30 ნახატი ჩამოართვა. მათ შორისაა მარკ შაგალის ნამუშევარი. ნახატების საერთო ღირებულება სულ მცირე 5 მილიონ ევროს შეადგენს. Süddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, ნახატები უსმანოვის სუპერიახტის - Dilbar-ის ინტერიერის ნაწილი იყო. 2021 წლის შემოდგომაზე, იახტა ჰამბურგში, სარემონტოდ განათავსეს. ამის შემდეგ, ნახატები საექსპედიტორო კომპანიის ერთ-ერთ საცავში ინახებოდა. თებერვალში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ალიშერ უსმანოვი ევროკავშირის სანქციების ქვეშ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირების გამო მოექცა. მას კანონით, გერმანიაში არსებული ყველა ქონების დეკლარირება მოეთხოვებოდა, თუმცა ეს არ გააკეთა. 600 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა (Dilbar) გერმანიის ხელისუფლებამ მას მარტში ჩამოართვა.
რუს ოლიგარქ უსმანოვთან დაკავშირებულ კომპანიას, უკრაინაში $54 მილიონად შეფასებული რკინის მადანი დაუყადაღეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქ ალიშერ უსმანოვთან დაკავშირებულ კომპანიას, 2 მილიარდი გრივნის (დაახლოებით 54,35 მილიონი დოლარი) ღირებულების რკინის მადნი დაუყადაღა. იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა უწყების ცნობით, ნედლეული უკრაინის რამდენიმე საზღვაო პორტის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. სპეცსამსახური იუწყება, რომ ნედლეული დაყადაღებულია და წყდება მისი კორუფციული და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის, ძიების და მართვის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემის საკითხი. SBU-ის ცნობით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ უსმანოვს სანქციები დაუწესა. 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა.მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.
გერმანიაში, რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის კუთვნილ ობიექტებზე ჩხრეკა ჩატარდა
ბავარიაში, რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის კუთვნილ ობიექტებზე პოლიციამ და მებაჟეებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. თავის მხრივ, Bild-ის ცნობით, ჩხრეკის დროს ამოიღეს ხუთი მანქანა, მათ შორის, დაახლოებით, 140,000 ევროს ღირებულების Mercedes Maybach S500-ი და დაახლოებით, 180,000 ევროს ღირებულების Mercedes Brabus-ი, ასევე, სხვა მატერიალური აქტივები. სააგენტო Reuters-თან კი, უსმანოვის სპიკერი ამბობს, რომ არ შეიძლება, რაიმე ეჭვი არსებობდეს ბიზნესმენის მიმართ, რადგან „აქტივები მან კანონიერად შეიძინა.“ 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში გერმანიის პოლიცია ჩხრეკას ატარებს
მილიარდერ უსმანოვის კომპანიამ ქართული ბანკების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
ქართულმა იურიდიულმა კომპანია MKD Law-მ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკისა და “ლიბერთი ბანკის” წინააღმდეგ ორი სარჩელით სასამართლოს მიმართა. სარჩელები ეროვნული ბანკის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციათა, შესაძლო, ხარვეზიან იმპლემენტაციას უკავშირდება. ინფორმაციას სააგენტო BMG- ავრცელებს. სამთო და მეტალურგიული ჰოლდინგი „Металлоинвест“ რუსული საინვესტიციო ჰოლდინგის USM-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის 49%-ს მილიარდერი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი ალიშერ უსმანოვი ფლობს. იურისტი და MKD Law-ს პარტნიორი, სანდრო სამადბეგიშვილი განმარტავს, რომ ამ საქმეებში MKD Law ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ შვეიცარიულ კომპანია „Металлоинвест“ წარმოადგენს, რომელსაც რამდენიმე მილიონი ევრო სწორედ “ლიბერთი ბანკში” აქვს განთავსებული. სანქციების გამო უსმანოვს ფინანსებთან წვდომა შეზღუდული აქვს. იურისტის თქმით, ამ მოქმედებისთვის სამართლებრივი ბაზა არ იყო საკმარისი. კომპანია MKD Law-ს განცხადებით, სასამართლოში სარჩელი უკვე შევიდა, თუმცა პროცესი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, უსმანოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს - დასავლეთის ქვეყნები მას კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქად მიიჩნევენ და აგრესიის დაფინანსებაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ. სანქციების გამო დაყადაღებულია უსმანოვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ასევე იახტა Dilbar, რომელიც ბიზნესმენთან დაკავშირებული სტრუქტურებს ეკუთვნის. თავად უსმანოვს ომზე საჯაროდ არ უსაუბრია, მან ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები სასამართლოში გაასაჩივრა. გამოცემა Forbes-ი მის ქონებას 14,5 მილიარდ დოლარად აფასებს. ცნობისთვის, MKD LAW საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის წინააღმდეგ საქმეში.
გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ რუს ოლიგარქ უსმანოვის საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა
გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა რუს ოლიგარქ უსმანოვის სარჩელი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის იახტა „დილბარზე“ 2022 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ ჩხრეკას ეხებოდა. გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება ოფიციალურად 2024 წლის 4 იანვარს გამოაქვეყნა. ტექსტში უსმანოვი მოხსენიებულია „უზბეკეთისა და რუსეთის მოქალაქედ“. გერმანული მაუწყებლის, „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი იმით ახსნა, რომ მისთვის მიმართვამდე მომჩივანს ყველა შესაძლო იურიდიული საშუალება არ გამოუყენებია და ამასთან, საკმარისად ვერც ის დაასაბუთა, რომ იახტა მართლაც მისი პირადი სივრცე იყო. უსმანოვი აცხადებდა, რომ ჩხრეკამ ხელყო მისი ადამიანური ღირსება და დაარღვია საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლება. ოლიგარქის ადვოკატებმა გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის ზაფხულში მიმართეს. რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მეტალურგიული ჰოლდინგის, „მეტალოინვესტის" მფლობელი, მილიარდერი ალიშერ უსმანოვი საერთაშორისო სანქციების ქვეშაა. მიზეზი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრაა.