თეგი: ბიტკოინი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება. ეროვნულმა კრებამ შესაბამისი კანონი გასულ კვირას დაამტკიცა. როგორც საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ მიიღო კრიპტოვალუტა, გადახდის ოფიციალურ საშუალებად. ეს ქვეყანა პირველია აფრიკის კონტინენტზე და მეორეა მსოფლიოში ელ სალვადორის შემდეგ. „ქვეყნის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რადგან ეს გააუმჯობესებს პირობებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის,” - თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ობედ ნამსიომ. მისი თქმით, ეს არის „გადამწყვეტი ნაბიჯი ახალი შესაძლებლობების გასახსნელად“. ახლა რესპუბლიკა იყენებს ცენტრალური აფრიკის CFA ფრანკს, როგორც ვალუტას - ევროსთან მიბმულ ვალუტას (1 ევრო = 655,957 XAF), რომლის ემისიას მართავს ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოების ბანკი. ეს ვალუტა მიმოქცევაშია კამერუნში, ჩადში, გაბონში, კონგოსა და ეკვატორულ გვინეას. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს შორისაა - 2019 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 448 დოლარი იყო (823 აშშ დოლარი PPP-ზე). ოქროს, ბრილიანტების და სხვა წიაღისეულის უზარმაზარი მარაგის მიუხედავად, რესპუბლიკა განიცდის პოლიტიკურ არასტაბილურობას.~ სალვადორის ხელისუფლებამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა, რის შემდეგაც კრიპტოვალუტის კურსი 10%-ით 46,3 ათას დოლარამდე დაეცა. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal-ი წერს. Bloomberg-ის ცნობით, ბიტკოინის კურსის დაცემა აპლიკაცია Chivo-ს გათიშვამ გამოიწვია. Chivo სალვადორის ხელისუფლებამ შექმნა, მას შემდეგ რაც ბიტკოინი აშშ დოლართან ერთად ქვეყანაში ოფიციალურ ვალუტად აღიარეს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად აღიარა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად აღიარა. ქვეყნის პრეზიდენტის, ფოსტენ-არკანჟ ტოუადერას ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას მსოფლიოს ყველაზე გაბედული და ფართო ხედვის მქონე ქვეყნების გარემოცვაში მოაქცევს. ხაზი უნდა გაესვას, რომ ქვეყნის ხელისუფლების ამგვარმა გადაწყვეტილებამ მედიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ინტერნეტის პენეტრაციის ძალიან დაბალი მაჩვენებლით, 11%-ით გამოირჩევა, რაც კრიპტოვალუტის მასობრივ გამოყენებას თითქმის შეუძლებელს ხდის.  

ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა

ბიტკოინის ფასი 2021 წლის ივლისის ნიშნულს უახლოვდება. ანალიტკოსების შეფასებით, კრიპტოვალუტის ფასის ვარდნა უფრო ფართო უკანდახევის ტენდენციის ნაწილია, რომელიც რისკის შემცველი აქტივების გლობალური ვარდნის ფონზე მოხდა. მსოფლიოში უმსხვილესი ციფრული მონეტის ფასი 9 მაისს ბირჟებზე ვაჭრობისას 2,7%-ით დაეცა და $33 741 გაუტოლდა. კრიპტოვალუტის საინვესტიციო პლატფორმის Mudrex-ის აღმასრულებელი დირექტორის, ედულ პატელის თქმით, საპროცენტო განაკვეთების ზრდა აიძულებს ინდივიდუალურ და ინსტიტუციურ ინვესტორებს დაფიქრდნენ კრიპტოვალუტის ბაზრის პერსპექტივაზე. „შემცირების ტენდენცია სავარაუდოდ გაგრძელდება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. ბიტკოინი შესაძლოა $30,000 დონემდე დაეცეს. ტოკენი მიაღწევს ყველაზე დაბალ დონეს 2021 წლის ივლისის შემდეგ, თუ ის დაეცემა $32,970-ზე დაბლა, ”- თქვა მან. ბიტკოინის 27%-იანი ვარდნა 2022 წელს კავშირშია გლობალური ობლიგაციებისა და აქციების 10%-იან ვარდნასთან და ოქროს ფასის 2.5%-ით ზრდასთან. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა.  ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2021 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 13 წლის გახდა. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილმა მრჩეველმა ლადო სვანაძემ განაცხადა, რომ მოსალოდნელი იყო ბიტკოოინის ფასის ვარდნა.  ექსპერტი, ზოგადად ბიტკოინსა და სხვა ელექტრონულ ვალუტებზე ფასის მოსალოდნელ ვარდნას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქციებსა და კრიპტობაზარზე მიმდინარე ტენდენციებს უკავშირებს. მასალას გაეცანით ამ ბმულზე. 

ნიუ-იორკის შტატის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ბიტკოინის მაინინგს, მინიმუმ ორი წლით კრძალავს

ნიუ-იორკის შტატის სენატმა მაინინგის ამკრძალავი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც Proof-of-Work (PoW) სისტემის კრიპტოვალუტების, მათ შორის, ბიტკოინის მაინინგს მინიმუმ ორი წლით კრძალავს.კანონმდებლების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირება და მდგრადი განვითარების სტრატეგიის ხელშეწყობა. ამასთან, ქსპერტების შეფასებით, მაინინგის აკრძალვა, როგორც საკანონმდებლო პრეცედენტი, ნეგატიურად აისახება კრიპტო-ინდუსტრიაზე, რადგან მას, შესაძლოა, ერთგვარი დომინოს ეფექტი მოჰყვეს და აშშ-ის სხვა შტატებმაც მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება.რაც შეეხება რეალურ გავლენას ინდუსტრიაზე, ქვეყნის მასშტაბით მაინერების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კონცენტრაცია ნიუ-იორკშია, რაც მაღალი გადასახადებით და კომერციული ხარჯებითაა განპირობებული, შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე მაინინგის აკრძალვა ბაზარზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ნიუ-იორკი არც აქამდე იყო მაინინგ კომპანიებისათვის მიმზიდველი და საინტერესო. კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ის შტატის გუბერნატორის მიერ ოფიციალურად იქნება დამტკიცებული.  

ბიტკოინის ფასი $30 000-იან ნიშნულს ჩამოსცდა

ბიტკოინის ფასი $30,000-ს ჩამოსცდა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია. წერს Bloomberg.  ბიტკოინის ფასი 7.1%-ით შემცირდა და $29,209-მდე დაეცა, ეს 30 მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია. შემცირდა სხვა მონეტების ფასებიც, ეთერიუმის ფასი 7.3%-ით დაეცა $1,725-მდე, Avalanche-ის ფასი კი 9.3%-ით. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა.  ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2021 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 13 წლის გახდა. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილმა მრჩეველმა ლადო სვანაძემ განაცხადა, რომ მოსალოდნელი იყო ბიტკოოინის ფასის ვარდნა.  ექსპერტი, ზოგადად ბიტკოინსა და სხვა ელექტრონულ ვალუტებზე ფასის მოსალოდნელ ვარდნას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქციებსა და კრიპტობაზარზე მიმდინარე ტენდენციებს უკავშირებს. მასალას გაეცანით ამ ბმულზე. 

ბიტკოინი და ეთერიუმი ვარდნას განაგრძობენ - მიზეზები

ბიტკოინმა ორშაბათს ვარდნა დაიწყო მას შემდეგ, რაც მსხვილმა ამერიკულმა კრიპტოკრედიტორმა Celsius Network-მა შეაჩერა გაცვლა და ანგარიშიდან ანგარიშზე გადარიცხვები. ამის შესახებ Reuters წერს. Celsius Network -მა გაცლა და გადარიცხვები „ექსტრემალური საბაზრო პირობების“ გამო შეაჩერა. Celsius Network-ის განაცხადის შემდეგ, კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია $1 ტრილიონამდე დაეცა, როს შემდეგაც 2021 წლის იანვრის შემდეგ ბიტკოინი 12%-ით გაუფასურდა. კრიპტოვალუტის კურსი 18 თვიან მინიმუმზეა და $23 300 შეადგენს. მეორე ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა Ethereum 18%-ით დაეცა $1 176 -მდე, რაც 2021 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. „ბოლო რამდენიმე კვირაა, კრიპტოვალუტის ბაზრები მკვეთრად დასუსტდა, რადგან მზარდმა საპროცენტო განაკვეთებმა და ინფლაციამ აიძულა ინვესტორები დაეტოვებინათ სარისკო აქტივები ფინანსურ ბაზრებზე“, - წერს Reuters.

ბიტკოინის ღირებულება 2020 წლის ნოემბრის შემდეგ $20 000-ს პირველად ჩამოსცდა

Financial Times-ის ცნობით, უმსხვილესი კრიპტოვალუტა, რომელიც გლობალური კრიპტობაზრის ორიენტირს წარმოადგენს, შაბათს დილით 9%-ით დაეცა და მისი ღირებულება $19000-ზე ნაკლებს შეადგენს. ბიტკოინი და ეთერიუმი ვარდნას განაგრძობენ - მიზეზები მოსკოვის დროით 13:10 საათისთვის, Coindesk-ის მონაცემებით, ბიტკოინმა პოზიციები ოდნავ დაიბრუნა და და მისმა ღირებულებამ $19,252 შეადგინა. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა.  ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2021 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 13 წლის გახდა.  

ბიტკოინის ღირებულება $16 ათასამდე დაეცა

დღეს დილით, ბიტკოინის ფასი 5%-ით თითქმის $16 ათასამდე დაეცა. ამის შესახებ Report-ი კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. გაკოტრებული კრიპტო ბირჟის FTX-ის გარშემო არსებული კრიზისის ფონზე, ბიტკოინი ცდილობს $16,000-იანი ზღვარი შეინარჩუნოს. გასული სამშაბათიდან კრიპტოვალუტის ფასი $20,56 ათასიდან დაეცა და მთლიანობაში ღირებულების 20%-ზე მეტი დაკარგა, ხოლო კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია $1 ტრილიონზე მეტიდან $800 მილიარდამდე დაეცა.  

ბიტკოინის ფასი იზრდება

ბიტკოინის ფასი დღეს ერთბაშად 4,7%-ით გაიზარდა, 18,2 ათასი დოლარის ნიშნულს ოდნავ გადააჭარბა.  ბიტკოინის ღირებულება $16 ათასამდე დაეცა ამას Binance-ის ბირჟის სავაჭრო მონაცემები მოწმობს. CoinMarketCap პორტალის მიხედვით, რომელიც საშუალო ფასს 20-ზე მეტ ბირჟაზე ითვლის , ბიტკოინის ღირებულება  4,62%-ით -ასევე საშუალოდ $18,22 ათასამდე გაიზარდა. ბიტკოინის ფასი ამ ნიშნულამდე 14 დეკემბრის შემდეგ პირველად გაიზარდა. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა.  ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2022 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 14 წლის გახდა.  

ანალიტიკოსები 2023 წელს ბიტკოინის კურსის რყევას პროგნოზირებენ

2023 წელს კრიპტოვალუტა ბიტკოინის კურსი შესაძლოა, $5 ათასიდან $25 ათასამდე მერყეობდეს, რაც აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სამსახურის პირობებსა და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. გამოკითხულმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ბიტკოინის კურსი წელს შესაძლოა, $5-დან $10-მდე დაეცეს. მათი აზრით, ეს მოხდება იმის გამო, რომ დღეს რეალური წინაპირობები ძირითადი კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდისთვის არ არსებობს. უფრო მეტიც, თუ შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა მიიღებს ზომებს ეკონომიკის სტიმულირებისთვის წლის შუა პერიოდში, მაშინ ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, $23-25 ​​ათასს მიაღწიოს. ანალიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იანვრის დასაწყისში ბიტკოინის კურსის ზრდა, დეკემბერში შეერთებულ შტატებში ინფლაციის შენელების გამო დაიწყო. ექსპერტების შეფასებით, მიღებული მონაცემები იძლევა იმედის საფუძველს, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა არ გაზრდის ძირითად განაკვეთს. გარდა ამისა, ბიტკოინის ღირებულების ზრდას დაემატა დადებითი სიახლეები FTX-ის გაკოტრების სასამართლო საქმიდან. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ კომპანიის ანგარიშებზე ნაპოვნი $5 მილიარდის გამო გაკოტრების ახალი ტალღის შესახებ უარყოფითი პროგნოზები შერბილდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის გაცვლითი კურსი შესაძლოა, კრიპტოპროექტების წინააღმდეგ მარეგულირებელი ორგანოების სარჩელების გამო შეიცვალოს.   

ბიტკოინი კიდევ 10% -ით გაძვირდა

ბიტკოინი შაბათს, 21 იანვარს, სავაჭრო სესიაზე 23,056 დოლარად ივაჭრებოდა. ანალიტიკოსები 2023 წელს ბიტკოინის კურსის რყევას პროგნოზირებენ კრიპტოვალუტის ფასი კიდევ 10%-ზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ პორტალ Coindesk-ზე იტყობინება. ბოლოს ბიტკოინის ფასმა 23000 დოლარს გასული წლის 19 აგვისტოს გადააჭარბა. დღეს 14:11 საათისთვის ბიტკოინის ფასმა $23 199 შეადგინა (+10,82%). ამის შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი შენელდა და $22,892 (+9,43%) მიაღწია.  მანამდე ბიტკოინის კურსმა 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან პირველად გადააჭარბა 18000 დოლარს. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა.  ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2022 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 14 წლის გახდა.