თეგი: დიმიტრი აბდუშელიშვილი
დიმიტრი აბდუშელიშვილი: სად გვინდა? იქ, სადაც ჩვენი შვილების მომავალია, განათლება განვითარება, ღირსეულ ხალხთა შორის ღირსეული ადგილი, ამიტომ #ევროპისკენ
ბიზნესმენის და მეცენატის, დიმიტრი აბდუშელიშვილის შეფასებით, ახლა, როცა ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, სად გვინდა და რა გვინდა, პასუხი ცალსახაა: ჩვენი შვილების ღირსეული მომავალი, განათლება, განვითარება, ღირსეულ ხალხთა შორის ღირსეული ადგილი, ამიტომ #ევროპისკენ. „ოდესმე თუ სადმე მინდოდა ცხოვრება, ეს ჩემი ქვეყანა იყო. მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, დიდხანს მიცხოვრია უცხოეთშიც მაგრამ, ჩემი მთავარი სახლი მაინც სულ საქართველოში იყო... ამ ჩვენს მშვენიერ ქვეყანას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მაგარი ქვეყანა იყოს, ჩვენი ნიჭიერი ხალხი კი ბედნიერი, რეალიზებული, დასაქმებული და არა სხვისი ხელის შემყურე...არადა ამისკენ მიმავალი გზა სწორედ ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადის. დღეს უპატიებელი იქნება, გზები აგვერიოს...საქართველოს ისტორია, რომელიმე პარტიის ისტორიით არ იწყება და არ მთავრდება, არც ყავლგასული ვაი პოლიტიკოსებით, რომლებიც ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზე მზად არიან. ამიტომ ახალგაზრდა, გაუსვრელ მომავალ თაობას გაუმარჯოს და მათ არჩევანს. საქართველოს ხალხის არჩევანს. ყველაზე დიდი კავშირი ესაა, როცა ვინმეს უკავშირდები ფასეულობებით და ღირებულებებით, ჩვენ სხვა თავსმოხვეულმა კავშირებმა, რომლებიც არ აგვირჩევია, ისედაც დაგვწია უკან, ხოდა ახლა, როცა ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, სად გვინდა და რა გვინდა, პასუხი ცალსახაა: ჩვენი შვილების ღირსეული მომავალი, განათლება, განვითარება, ღირსეულ ხალხთა შორის ღირსეული ადგილი, ამიტომ #ევროპისკენ. P.S. მამა ერთ-ერთი იყო, ვისაც ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. მე მგონია, იმ ემოციების და გზის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი“, - აღნიშნავს დიმიტრი აბდუშელიშვილი.
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: ყველა რუსს, ვინც საქართველოში ეძებს თავშესაფარს, უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ამ ქვეყნის 20% მათი ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული
ბიზნესმენის და მეცენატის დიმიტრი აბდუშელიშვილის შეფასებით, ყველა რუსს, ვინც საქართველოში ეძებს თავშესაფარს, უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ამ ქვეყნის 20% მათი ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული. ამასთან, საჭიროა გარკეულ რეგულაციაზე ფიქრიც, იქნება ეს მათი ადგილზე ყოფნის ვადები თუ ასე შემდეგ. „ამ ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში გადავაწყდი საქართველოში შემოსული რიგი რუსი მოქალაქეების ,,აღშფოთებას'', რომ თურმე, საზოგადოებრივ თუ საყოფაცხოვრებო ლოკაციებზე, სათანადო ჰიგიენური პირობები და კომფორტი არ არის და მეტიც, ანტისანიტარია ხვდებათ... მე ქსენოფობიას ვერავინ დამწამებს, თითქმის ყველა ქვეყანაში მყავს მეგობარი და ნაცნობი, მათ შორის ცხადია, რუსეთშიც. არც ამ სტატუს ვანზოგადებ ყველა რუსულენოვანზე, ვინც მართლა დევნილი და რეპრესირებულია რეჟიმისგან. მე ვსაუბრობ მხოლოდ სანქციების დისკომფორტს გამორიდებულ უტიფარ რუსებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ უჭირთ გააზრება, რომ თავშესაფარს მათსავე დაპყრობილ ქვეყანაში ეძებენ და პლუს ჰიგიენურ პირობებს უწუნებენ და ამაზე ბედავენ და წუწუნებენ კიდეც... ჩვენ მათსავით ხომ არ ვიქცევით არა? 2006 წელს, მართლა ეთნიკური ნიშნით არ გამოადეპორტეს ასობით ქართველი? მათდამი არაადამიანური მოპყრობა და ეთნიკური ნიშნით დევნა, სტრასბურგის სასამართლომაც კი ცნო. მაგრამ ეს რა მოსატანია უკვე 2008 წელთან... ცხადია, მაშინაც იყვნენ, ახლაც არიან რუსები, რომლებიც ამ ყველაფერს ტრაგედიად აღიქვამენ, ვინც თავადაც, პუტინის რეჟიმის მსხვერლად მიიჩნევს თავს, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა მათგანს, ვინც საქართველოში ეძებს ან იპოვა თავშესაფარი, უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ამ ქვეყნის 20% მათი ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული; რომ უკრაინაზე თავდასხმა და უამრავი მსხვერპლი, დევნილი უკრაინელი მათი დანაშაულებრივი რეჟიმის შედეგია... გააზრებული უნდა ჰქონდეთ ისიც, რომ საქართველო უკრაინასთანაა ამ ომში, ისევე როგორც მთელი კაცობრიობის ცივილური ნაწილი; რომ საქართველოში, თავიანთსავე ქვეყანაში, დევნილობაში, ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს ასობით ათასი ადამიანი... შეუძლიათ შემოსვლა, როცა ამ ყველაფერს გაიაზრებენ... ამაზე კი, გულწრფელად ვფიქრობ, რაღაც რეგულაცია არის მოსაფიქრებელი... იქნება ეს მათი ადგილზე ყოფნის ვადები თუ ასე შემდეგ... P.S. ისე კი მიუხედავად ყველა იმ სიმძიმისა, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს ოკუპირებულ ქვეყანას, მაინც ვიტყოდი, რომ რუსი მოქალაქეების დასაცინი და დასაწუნი, საერთოდ არაფერი არ გვაქვს... არც ჰიგიენა - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით“, - წერს ბიზნესმენი და მეცენატი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში.
ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის და Wondernet Express Investment Group-ის გადაწყვეტილებით, უკრაინაში სოლიდური რაოდენობის გენერატორები და მედიკამენტები გაიგზავნა
ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია „Wondernet Express Investment Group”-ის გადაწყვეტილებით, უკრაინაში სოლიდური რაოდენობის გენერატორები და მედიკამენტები გაიგზავნა. უკრაინელი ხალხისთვის განკუთვნილი გზავნილი, დღეს ერთად გააცილეს თავად კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა და კომპანიის სხვა წარმომადგენლებმა. აღსანიშნავია,რომ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, კომპანიის და მისი დამფუძნებლების მხრიდან, ამ წლის მანძილზე არაერთი ჰუმანიტარული სახის დახმარება განხორციელდა. ამა წლის მარტის თვეში საერთაშორისო ლოგისტიკურმა კომპანიამ Wondernet Express Investmen group-მა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად კომპანიის სახელით ერთი მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტები, პირველადი მოხმარების სასურსათო და საყოფაცხოვრებო ნივთები გაააგზავნა უკრაინაში, ასევე კომპანიის და მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის დიმიტრი აბდუშელიშვილის გადაწყვეტილებით და ფინანსური მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნების ქალაქებში გაიგზავნა ორი თვითმფრინავი, ომს გამოქცეული ოჯახების, ბავშვების და ქალების საქართველოში გადმოსაყვანად.
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე რომ შევძლოთ და ვიპოვოთ გზა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესის ირგვლივ გაერთიანების, იქნებ ესეც საკმარისი ყოფილიყო ჩვენი წილი გამარჯვებისთვის
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს: წინა კვირას პარიზში, ჩემს მეგობარს და ჩვენი თანამედროვეობის უდიდეს ხელოვანს გუჯი ამაშუკელს შევხვდი. გუჯისთან ყოველი შეხვედრისას, ვიაზრებდი მის უკიდეგანო ნიჭს, შემოქმედების მასშტაბურობას და ვიაზრებდი იმასაც, სად და როგორ მიაღწია ამ აღიარებას ერთმა უბრალო ქართველმა ბიჭმა... მსოფლიოს კულტურის და ხელოვნების ნამდვილ მექაში...პარიზში...ხოლო დღეს მისი ხელთნაკეთი ნივთები მსოფლიოს ყველაზე დიდ მუზეუმებსა და კოლექციებშია... ლუვრიდან დაწყებული ვატიკანამდე და ასე შემდეგ... მასთანაც მისაუბრია და სულ ვფიქრობ, სადაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან და ყველა სფეროში გვყავს გამორჩეული ქართველები, ოპერა, მხატვრობა, ლიტერატურა, მედიცინა, ინჟინერია, სპორტი და ასე შემდეგ... გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, ან გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი, რაჭველი უბრალო ბიჭი, რომელმაც პირველმა დანერგა სიახლე ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლების ე.წ. "Babel Lamps", გამოშვებით. ან მეტი რა უნდა ქნას ჩვენმა პატარა ქვეყანამ, რომ თბილისში დაბადებულ ბიჭს ალექსანდრე ქართველს, (ქართველიშვილს), ეწოდებოდეს აშშ-ის ავიამშენებლობის ისტორიის ერთ-ერთი პიონერი და მას მიიჩნევდნენ აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად. პირადად ჩემთვის განსაკუთრებული მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე, რომელმაც თავის მრავალმხრივი განათლებით, უნიკალურ და ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს ჩაუყარა საფუძველი: ამოაშრო ჭაობები, ხელმძღვანელობდა ნავსადგურის, ელექტროსადგურის, მუზეუმის, საკათედრო ტაძრის, გიმნაზიებისა და ხიდების მშენებლობას, გაიყვანა სატელეფონო ქსელი და გამართა საქალაქო ტრანსპორტი. მისი პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარება. და ეს მცირე ჩამონათვალია მხოლოდ. ყველას ვერც ჩამოვთვლი, უფრო შორეულ წარსულში ქალი გვყავდა მეფედ და რეფორმატორად, მაშინ, როცა ქალისა და კაცის თანასწორობაზე ჯერ დავასაც ვერ ბედავდნენ ბევრგან... ვეფხისტყაოსანს ვწერდით, ვომობდით, ვიცავდით, ვქმნიდით, ვაშენებდით... შორს რომ არ წავიდეთ, დღეს რამდენი ადამიანი გვყავს გამორჩეული, თავისი საქმის პროფესიონალი. აგერ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი ლაშა ტალახაძე ქართველია და რახანია, მხოლოდ საკუთარ რეკორდებს ხსნის, კონკურენტიც კი არ ჰყავს, ჩვენი ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, როგორც უწოდებენ ჭადრაკის დედოფალი. რომელი ერთი ჩამოვთვალო, პიანისტები, საოპერო მომღერლები, კულტურის, მეცნიერების სფეროში მსოფლიოში მიმოფანტული, აღიარებული და დაფასებული ქართველები. ეს ყველაფერი კიდევ იმას მოვაყოლე, რომ რა ფენომენია ეს, ერთ პატარა ქვეყანას, სულ რომ ერთ დღეში შეგიძლია, მოიარო, ამდენი ნიჭიერი ადამიანი ჰყავდეს, ამდენი რესურსი და პოტენციალი ჰქონდეს განვითარების, გინდ გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, გინდ ადამიანური რესურსიდან და ამის მაგივრად ერთმანეთთან კინკლაობასა და კამათში ატარებდეს თუ კარგავდეს დროს. აი, დღეს ერთი წელი შესრულდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან, ერთი წელია, ეს ქვეყანა იცავს თავის მიწა-წყალს, თავის ქვეყანას... და როგორ შეიკრა და ერთიანი გახდა საზოგადოება... ერთი მიზანი დაისახა...რომ გაიმარჯვონ მტერზე. გამარჯვების მერე, ალბათ ოპონირებაც ექნებათ ერთმანეთში, პოლიტიკურ ნაბიჯებსაც გაუკრიტიკებენ ერთმანეთს, აირჩევენ, გადაირჩევენ, მაგრამ გადამწყვეტ და გარდამტეხ მომენტში ერთად დადგნენ და სახელმწიფოებრივი პოზიცია ყველაზე მაღალ თამასაზე ასწიეს... ღმერთმა დაგვიფაროს ომისგან, ჩვენ ჯერ კიდევ ვიშუშებთ ბოლო ომიდან მოყენებულ ჭრილობებს, და ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია მტრისგან... უბრალოდ, აი ახლა, ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ, რომ შევძლოთ და ვიპოვოთ გზა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესის ირგვლივ გაერთიანების, დაგვავიწყებინა ერთმანეთის მტრობა, ქიშპობა, რომ მინიმუმ გვასწავლა მაინც, როგორ გვეხარა ერთმანეთის წარმატებით, იქნებ ესეც საკმარისი ყოფილიყო ჩვენი წილი გამარჯვებისთვის... ჩვენი ქვეყნის პროდასავლური არჩევანისთვის, რომელიც უალტერნატივოა, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის... მე ჩვენი ნიჭიერი, შრომისმოყვარე მომავალი თაობა მეიმედება.. მათი განათლება, მათი უნარები, პატრიოტიზმი და არჩევანი მაიმედებს. მათ მიმართ ჩვენი ვალი კი, მინიმუმ ისაა, ერთიანობისკენ მიმავალი გზა გავუკაფოთ...ერთმანეთისკენ მიმავალი. ეს მაინც გავაკეთოთ... Слава Україні!#საქართველოსგაუმარჯოს
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: 9 აპრილი ხომ სამშობლოს სიყვარულსა და მის დამოუკიდებლობას თავშეწირული გმირების დღეა, ღირებულებისთვის ბრძოლა წაუგებელი ბრძოლაა
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „დღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეცაა, შემთხვევითი არ იყო დამთხვევაც - 9 აპრილი ხომ სამშობლოს სიყვარულსა და მის დამოუკიდებლობას თავშეწირული გმირების დღეა... იმ საოცარი თანამოქალაქეების დღე, ტანკებს, ტყვიებს რომ ეგებებოდნენ შეძახილით - გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტიც მათზე დგას ზუსტად, მათ ეძღვნებათ, ქვეყნის თავისუფლებას შეწირულ ადამიანებს, ჩვენთვის ცნობილ თუ უცნობ გმირებს, იქნება ეს ისტორიის უფრო შორეული წარსულიდან თუ 9 აპრილის დღიდან, ანწუხელიძეს, სოფრომაძეს, და სხვათა და სხვათა... ყველას, ვინც ჩვენს თავისუფლებას თავი შესწირა...ჩვენი უკეთესი მომავლისთვის თავი გადადო. მთელი ჩვენი ისტორიაც სულ თავისუფლებისთვის ბრძოლაა, სწორედ ეს გამოგვარჩევდა და გადაგვარჩენდა კიდეც ... რადგან ღირებულებისთვის ბრძოლა წაუგებელი ბრძოლაა. 9 აპრილი, რეფერენდუმი, შემდეგ დამოუკიდებლობის აქტის მიღება, ამ ყველაფრის მთავარი მუხტი და განწყობა კი იყო ჩვენი ქართველი ხალხის ერთიანობა, ეროვნული თანხმობა ჩვენს საერთო მომავალზე. ჩვენი საერთო მომავალი კი ცივილიზებულ სამყაროშია, სადაც ქვეყნები და ადამიანები პატივს სცემენ ერთმანეთის თავისუფლებას, სუვერენიტეტს, საზღვრებს, ფასეულობებსა და ღირებულებებს, სადაც დაცულია და ხელშეუხებელია ადამიანის უფლებები. P.s. მე ყოველთვის მეამაყებოდა, რომ მამა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერია...მისი არჩევანი, სწორ მხარეს დგომის და ყოფნის უალტერნატივობა, მისი პრინციპები ,ჩემთვის ძალიან ძვირფასია, საამაყო და საპასუხისმგებლოც ამავდროულად. #მადლობა თავისუფლებისთვის #წინ ევროპისკენ
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: გიორგი ანწუხელიძის, შმაგი სოფრომაძის, შინდისის გმირებისაა ეს დღე, სიცოცხლე რომ უყვარდათ, მაგრამ სიკვდილს თვალისდაუხამხამებლად ჩახედეს თვალებში
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს. „ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი დღეა - დამოუკიდებლობის დღე. საერო ცხოვრებაში, თუ რაიმე სიტყვას უხდება დღე-სასწაული, ეს დღეა. თუ რაიმე გვკრავს, გვაერთიანებს, ემოციურად გვმუხტავს, ეს დღეა და ეს დღე მართლაც ჩვენია, ჩვენი საერთო დღესასწაულია. არ არსებობს, უფრო აღმატებული, უფრო ამაღლებული, ვიდრე ფასეულობებია და ამ ფასეულობებისთვის ბრძოლაა. თავისუფლება სწორედ ასეთი ფასეულობაა. სიმბოლურია, რომ დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეცაა. ის ამბობდა, რომ თავისუფლებას შენარჩუნება უნდა, არასდროს უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის. ასეა, მოპოვებულსაც დაფასება და მუდმივი მოფრთხილება სჭირდება. ჩვენი ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის შრომა გვჭირდება, განათლება, ბევრი პროფესიონალი, რადგან პროფესიონალიზმი პატრიოტიზმიცაა, ხოლო თავისუფლება პასუხისმგებლობაა პირველ რიგში. რამდენი მამულიშვილის ოცნება იყო ამ დღეს მოსწრებოდა, რამდენს მტკიცედ სჯეროდა, რომ ეს დღე გარდაუვალად დადგებოდა და სიცოცხლეს სწირავდა, რადგან სწამდა, სჯეროდა, ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობის. ეს დღე მათი გამარჯვების დღეა, გულაგებში, გადასახლებებში, ომებში დაღუპული, დახვრეტილი, ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას თავშეწირული თანამემამულეების დღეა, გიორგი ანწუხელიძისაა ეს დღე, შმაგი სოფრომაძის, შინდისის გმირების, სიცოცხლე რომ უყვარდათ, მაგრამ სიკვდილს თვალისდაუხამხამებლად ჩახედეს თვალებში, იმ ბიჭების და გოგოების გამარჯვების დღეა. გაუმარჯოს ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს გაუმარჯოს! დიდება გმირებს! წინ ევროპისკენ! წინ განვითარებისკენ!
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: მადლობა ბიჭებო, რომ გაგვაერთიანეთ, მადლობა, რომ აჩვენეთ პროფესიონალიზმი, თავდადება, ქვეყნის სიყვარული და ის, რომ საქართველო ევროპაა
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ჩვენმა ბიჭებმა ახალი სული შთაბერეს EURO 24-ს, მოტივაციით, შემართებით, ბრძოლისუნარიანობით, გუნდურობით, პასუხისმგებლობითა და პატრიოტიზმით, სახასიათო ფეხბურთი ითამაშეს და ყველა მატჩი დაუვიწყარი და სანახაობრივი გახადეს. მთელი საქართველო გაგვაერთიანეს, გამარჯვების და აღმაფრენის განცდა დაგვიბრუნეს, თავისუფალ საქართველოში დაბადებულმა, ლაღმა, მოცინარმა, შრომისმოყვარე, მიზანდასახულმა და პატრიოტმა ბიჭებმა, ერთმანეთი და ჩვენი ქვეყანაც თავიდან სხვა მგზნებარებით აღმოგვაჩენინეს და შეგვაყვარეს. როცა ვამბობდით, რომ ჩვენ ვბრუნდებით ევროპაში, სწორედ ამას ვგულისხმობდით, ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული არეალი კი არა, საერთო კულტურა და ღირებულებებია, შეხედეთ ჩვენს ბიჭებს, მათ დამოკიდებულებებს ერთმანეთის, ქვეყნის ჰიმნის, დროშის, გულშემატკივრის, მსაჯის, მწვრთნელის, მეტოქის, პუბლიკის მიმართ, განა სხვა რამეა ევროპა? ურთიერთპატივისცემა, ღირსეული კონკურენცია, ღირსეულად გამარჯვება და დამარცხება. ამ თაობაში ყველაფერმა იმან გამოანათა, რითიც ქართველები მუდმივად გამოვირჩეოდით, ის, რამაც დღემდე მოგვიყვანა, გადაგვარჩინა და გაგვაძლებინა ჩვენი ისტორიის ქარტეხილებს. რწმენა, პროფესიონალიზმი, ქვეყნის სიყვარული და გადამწყვეტ მომენტში ერთ მუშტად შეკვრა, შრომისმოყვარეობა და თავდადება. კიდევ ვილი სანიოლს გაუმარჯოს, ეროვნული ნაკრების კარგ მწვრთვნელს და დიდ ადამიანს. მის მიერ ჩადებული შრომის, დისციპლინის, კოორდინაციის, გუნდურობის და მოტივაციის შედეგიცაა დღევანდელი ჩვენი ზეიმი. მადლობა მას, ჩვენი ბიჭების და ქვეყნის მიმართ მისი პერსონალური დამოკიდებულების გამოც. გულშემატკივრებს გაუმარჯოს, კიოლნიში რომ ჩავიდნენ და დინამოს სტადიონზე აგრძნობინეს თავი ჩვენს ბიჭებს. სამაგალითო ქომაგებს, უშეცდომოდ რომ გრძნობდნენ და ფლობდნენ ყველა გადამწყვეტ წუთს და არაფერი დაუშურებიათ გამხნევების და მადლიერების გამოსახატავად. მათი ქომაგობის კულტურასა და მოწესრიგებულობაზე ცალკე საუბრობენ უცხოელები. ყველაფერი წინაა, ჩვენ წავაგეთ, მაგრამ ეს არ იყო დამარცხება, ჩვენ აღმოგვაჩინეს, შეგვამჩნიეს, დაგვაფასეს და ეს ყველაფერი როგორც ბიჭებს, ასევე ქვეყანას ათმაგად დაუბრუნდება. წინ მსოფლიოა და უკვე გვაქვს გამოცდილებაც და მაღალი სტანდარტიც აღებული. და ბოლოს, ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანას გაუმარჯოს, როგორ გვჭირდება და გვიხდება კიდეც სიხარული, ბედნიერება, ერთობა. ჩვენ დიდი მომავლის და პოტენციის ქვეყანა ვართ ეს დავამტკიცეთ კიდეც. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება, ეს მხოლოდ დასაწყისია დიდი თავგადასავლების. ბრავო ბიჭებს,ჩვენი ადგილი ევროპაშიაჩვენ ვართ ევროპასაქართველო ევროპააწინ ევროპისკენწინ გამარჯვებისკენ 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇪🇺🇪🇺🇪🇺❤️
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: ყოველგვარი შეფერხება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის რეგრესს, რომელიც გამორიცხულია, რომ დავუშვათ
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი შექმნილ ვითარებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: საქართველო იყო და იქნება ევროპული ქვეყანა. ჩვენი ადგილი იქ არის, სადაც ადამიანები და ქვეყნები ერთმანეთს ფასეულობებით არიან შეკავშირებულები. ყოველგვარი შეფერხება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის რეგრესს, რომელიც გამორიცხულია, რომ დავუშვათ. არ მოსულა, ჩვენი შვილების ტოლა გოგო ბიჭებზე და თანამოქალაქეებზე ძალადობა მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესი მომავლის ქვეყანა უნდათ
ბიზნესმენი და მეცენატი დიმიტრი აბდუშელიშვილი ,,European Aquatics-ის“ პრეზიდენტმა ანტონიო დე სილვამ დააჯილდოვა
დღეს ოფიციალურად გაიხსნა ევროპის საწყლოსნო ფედერაციის საანგარიშო ყრილობა — „კონგრესი 2025“, რომელსაც თბილისი პირველად მასპინძლობს. კონგრესს მრავალი ქვეყნიდან ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები და ვეტერანი წყალბურთელები. ბოლო პერიოდში, საქართველოს მიღწევები საწყლოსნო სპორტში განსაკუთრებით აღსანიშნავია. ამ მიმართულებით, ჯანსაღი კონკურენციაც გაჩნდა და სწორედ ამ დღეებში პრეზენტაცია შედგა ახალი გუნდის ,,აპოლოსი“, რომელიც უკვე საქართველოს ჩემპიონია და ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოდ ემზადება. სწორედ ამიტომაც, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა, ანტონიო სილვამ, ბიზნესმენ და მეცენატ და თავად ვეტერან წყალბურთელს, ,,აპოლოს'' სულისჩამდგმელ და დამფუძნებელ, დიმიტრი აბდუშელიშვილს, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის სახელით გადასცა საპატიო ჯილდო, მის მიერ შეტანილი წვლილისთვის წყალბურთის განვითარების საქმეში. კონგრესი საქართველოს სასწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით, 2 დღის განმავლობაში, 26-27 სექტემბერს მიმდინარეობდა. საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის ეგიდითა და საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულ ღონის კონგრესს 42 ქვეყნის 140-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. კონგრესის ფარგლებში შეჯამდა 2025 წლის მიღწევები საწყლოსნო სპორტში. წყალბურთის კლუბი “აპოლო” ევროლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ემზადება
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: იუნესკომ ქართული ხორბალიც აღიარა, ესაა ჩვენი ხალხის და სამშობლოს თავგადასავალი, ღვინის, მრავალხმიანი სიმღერის და ქართული ანბანის აღიარებასთან ერთად
ბიზნესმენი და მეცენატი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ესე იგი ქართული ჭიდაობა, ქართული ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი, ქართული მრავალხმიანობა, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა, და დღეიდან უკვე ქართული ხორბალი UNESCO-ს, კაცობრიობის არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობად აქვს აღიარებული. აი, ამაზე კარგად არაფერი აღწერს, როგორი ხალხის ქვეყანა ვართ. სიმღერა, ბრძოლა, ვაზი, ღვინო, ხორბალი, ანბანი. ესაა ჩვენი კულტურა, ტრადიცია, ისტორია...ეგეთები ვართ, გულიანები, შრომისმოყვარეები, ზარმაცები კი არა, ბედნიერებისკენ მიდრეკილი ხალხი... ცოტა შერეკილებიც, რადგან ამდენ მტერს, ამდენ თავსდატეხილ უბედობას რანაირად გავუძლებდით ისე. კიდევ ეს ყველაფერი რწმენით შევქმენით, ჩვენი ფესვები და იდენტობა ჩვენს სარწმუნეობაშიცაა. ქართველი, ფანატიკოსი არასდროს ყოფილა, მისი რწმენა სამშობლოსთან იყო ყოველთვის იდენტიფიცირებული. როგორი ფესვებიდან მოვდივართ, როგორი წინაპრებიდან... ამხელა მსოფლიოში, შენსას რომ აღიარებენ უნიკალურად... ჩვენს წინაპრებს გაუმარჯოს, ხორბალს, ვაზს, ჭიდაობას, ანბანს, სიმღერას - ერთნაირი რუდუნებით რომ უვლიდნენ და ჩვენს სამშობლოს ქმნიდნენ შრომით, ბრძოლით, სწავლით და სიმღერით.“ UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა
საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - დიმიტრი აბდუშელიშვილი
დიმიტრი აბდუშელიშვილი საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ახალი პრეზიდენტია. ცნობისთვის, დიმიტრი აბდუშელიშვილი დაიბადა 1973 წლის 18 ივნისს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში; იყო წყალბურთის 1973-იანი წლების თაობის ერთ-ერთი გამოცდილი და სტაჟიანი მოთამაშე, თავდამსხმელის პოზიციაზე. თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში. 1990 წლების ბოლოდან მისი კარიერა უცხოეთში განვითარდა. დიმიტრი აბდუშელიშვილი მენცენატი, ბიზნესმენი და ვეტერანი წყალბურთელია - მან სულ ცოტა ხნის წინ შექმნა წყალბურთის ახალი გუნდი "აპოლო", რომელიც პირველივე წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. ცენტრალურ აზიაში ჩამოაყალიბა თავისი კომპანია და დღემდე კერძო სექტორში საქმიანობს. მისი ბიზნესაქმიანობის არეალი მოიცავს ლოგისტიკურ სფეროს და აერთიანებს ისეთ დიდ, მასშტაბურ პროექტებს როგორიცაა, შუა კორიდორი, სატრანზიტო ჰაბი. იყო ერთ- ერთი ინვესტორი და ანაკლიის აშენების გულმხურვალე მხარდამჭერი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საფუძველი ჩაუყარა ბათუმის პორტის ტერმინალის მშენებლობას, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვანძო ჰაბად იქცა შუა კორიდორის მიმართულებით. არის იდეის ავტორი და ფინანსური მხარდამჭერი ბევრი ეროვნული მნოშვნელობის პროექტის. როგორიცაა, ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემა, საქვეყნოდ ცნობილი ხელოვანის, გუჯი ამაშუმელის მონაწილეობით. ამ გამოცემის ორიგინალი ვერსია დაცულია გაეროს სათაო შტაბ-ბინაში. ასევე არის სხვადასხვა უამრავი პატრიოტული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულების ხელშემწყობი. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
,European Aquatics''-ის პრეზიდენტი ანტონიო სილვა დიმიტრი აბდუშელიშვილს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
,European Aquatics-ის" პრეზიდენტი ანტონიო სილვა დიმიტრი აბდუშელიშვილს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ბატონ აბუშელიშვილს, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციაში ჩვენს კოლეგებს, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონ ანტონიო სილვას სახელით, გვსურს, გულითადად მოგილოცოთ თქვენი არჩევა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე. თქვენი დანიშვნა მნიშვნელოვანია ქართული საწყლოსნო სპორტის სახეობათათვის და დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ფედერაცია გააგრძელებს განვითარებას და გაამყარებს თავის პოზიციას ევროპის დონეზე, სპორტულ საზოგადოებაში. ასევე გვინდა, ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ ყოფილ პრეზიდენტს, ალექსანდრე ნიკოლაიშვილს, მისი მანდატის განმავლობაში გამოჩენილი კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ერთგულებისთვის. საქართველოს საწყლოსნო სპორტსა და ევროპის საწყლოსნო ფედერაციას შორის თანამშრომლობა მაღალ შეფასებას იმსახურებს და მოხარულები ვართ, რომ ამ პოზიტიურ საფუძვლებზე გაგრძელდება თქვენთან თანამშრომლობა. ევროპის საწყლოსნო ფედერაცია სრულ მზადყოფნაშია, მხარი დაუჭიროს საქართველოს საწყლოსნო სპორტს ყველა დისციპლინაში და მოუთმენლად ელოდება მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალ წლებში," წერია წერილში. საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - დიმიტრი აბდუშელიშვილი
დიმიტრი აბდუშელიშვილმა ფრანგ სპეციალისტთან გააფორმა შეთანხმება "ცურვის ეროვნული ცენტრისა" და სხვა მასშტაბური პროექტების შესახებ
საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი აბდუშელიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოში ცურვის განვითარების სტრატეგიის შემუშავების შესახებ შეთანხმებას ფრანგ სპეციალისტ ოლივიე სანგარიასთან. შეთანხმება ცურვის განვითარების სტრატეგიის შესახებ, მოიცავს მასშტაბურ პროექტებს, მათ შორის, "ცურვის ეროვნული ცენტრის“ დაარსებას, რომელიც ფედერაციასთან იმოქმედებს. ოლივიე სანგარია ცურვის მიმართულებით ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტი და არაერთი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის აღმზრდელია. ის ასევე ცნობილია თავისი უნიკალური პროგრამებით მოცურავეებისთვის, რომლებიც ემსახურება ცურვის ტექნიკის დახვეწას, მწვრთნელთა გადამზადებასა და სპორტულ განვითარებას. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციისა და ფედერაციის გამგეობის წევრები.
სიტყვიდან საქმემდე — საწყლოსნო ფედერაციის ახალი პრეზიდენტის უპრეცედენტო პროექტი — საქართველოში დაარსდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების თასი წყალბურთში
საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი აბდუშელიშვილის ინიციატივითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში უპრეცედენტო პროექტი დაიწყება. დაფუძნდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ლიგა წყალბურთში, რომელიც მთლიანად შავი ზღვის აუზის და რეგიონის ქვეყნებს გააერთიანებს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციისა და წყალბურთის კლუბ „აპოლოს” ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოში შავი ზღვის ქვეყნების ლიგის შესახებ იმსჯელეს. შალვა გოგოლაძემ ხელმძღვანელობას მხარდაჭერა აღუთქვა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები - ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი დოლაბერიძე, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი აბდუშელიშვილი, ასევე, წყალბურთის სხვადასხვა კლუბიდან, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს სპეციალურად ეწვივნენ. ლიგაში შავიზღვისპირა ქვეყნების (საქართველო, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა), ასევე, ლიეტუვის, ხორვატიისა და ყაზახეთის წამყვანი წყალბურთის კლუბები გაერთიანდებიან. შავი ზღვის ლიგის გათამაშების ფორმატზე სპეციალური ჯგუფი იმსჯელებს. ცნობისთვის, სექტემბერში საქართველო და კონკრეტულად ბათუმის ახალი ოლიმპიური აუზი, შავი ზღვის თასის გათამაშების ტურნირის პირველი მასპინძელი იქნება, რომელშიც საქართველოს, თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ხორვატიის, ლიეტუვისა და ყაზახეთის წყალბურთის კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.
ვის ეკუთვნოდა გაეროსთვის გადაცემული ვეფხისტყაოსნის უნიკალური ვერსიის გამოცემის იდეა და ვინ არის გუჯი ამაშუკელი, ვისი ნამუშევრებიც საფრანგეთმა ეროვნულ საგანძურად აღიარა
ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობამ ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციას სამუზეუმო ექსპონატად, ვეფხისტყაოსანის უნიკალური გამოცემა გადასცა. ტრადიციის თანახმად, ორგანიზაციას ყველა ქვეყანა, თავისი ისტორიის და კულტურის წარმოსაჩენ საჩუქარს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ გაეროს მუზეუმს, ყოველწლიურად, მილიონობით დამთვალიერებელი ჰყავს. როგორც Europetime-მა გაარკვია, ვეფხისტყაოსნის ამ უნიკალური ვერსიის გამოცემის და გაეროს მუზეუმში განთავსების იდეის ავტორი, ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი დიმიტრი აბდუშელიშვილია, რომელიც ფრანგული პრესის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. Europetime დაინტერესდა, როგორ დაითანხმა ქართველმა მეცენატმა მსოფლიოს უდიდეს ხელოვანად აღიარებული გუჯი ამაშუკელი, ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის ყდის მოჭედვაზე ემუშავა, როცა მანამდე, არაერთი მცდელობის მიუხედავად, გუჯი მუდმივად უარს ამბობდა ქართულ მხარესთან თანამშრომლობაზე. Europetime პროექტის ორგანიზატორს მაია ძირკველიშვილს ესაუბრა. როგორც გაეროსთვის შექმნილი უნიკალური ვეფხისტყაოსნის პროექტის ორგანიზატორი მაია ძირკველიშვილი აღნიშნავს, გუჯის ნამუშევრები დაცულია ვატიკანში, ლუვრში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმებში, ნანტის თომას დობრეს მუზეუმში, მანდეტის მუზეუმში და ა.შ. მისი შემოქმედების ნიმუშები ასევე დაცულია ფრანსუა მიტერანის, ჟაკ შირაკისა და ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კოლექციებში. გუჯი ამაშუკელის ნამუშევრები საფრანგეთმა ეროვნულ საგანძურად აღიარა, მისი შექმნილია რომის პაპის სარიტუალო ნივთები. 1970-იან წლებში კი, საფრანგეთის პრეზიდენტი პომპიდუ მისი ემიგრაციის თხოვნით, ბრეჟნევთან პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მაია ძირკველიშვილის ცნობით, ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის შექმნის იდეა ხელოვნების განვითარების ფონდს (ITM) ეკუთვნის. თუმცა ამ შემთხვევაში გაეროს თემა თავდაპირველი ჩანაფიქრი არ ყოფილა. ფონდს სურდა, ახალი ხელნაწერი გაკეთებულიყო, რომელსაც ჭედური ყდა ექნებოდა. „გაეროსთვის ხელნაწერის გადაცემის იდეა ეკუთვნის ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილს. სწორედ მისი იდეა იყო, რომ ასეთი ექსკლუზიური და უნიკალური ნივთი საქართველოს სახელმწიფოს გაეროსთვის გადაეცა საჩუქრად. საჩუქრის გადაცემა გაეროს წევრი სახელმწიფოებისგან მიღებული პრაქტიკაა. ზოგადად, გაეროში ეს ტრადიცია რამდენიმე ათეული წელია, არსებობს. ყველა წევრი ქვეყანა თავისი სახელით გადასცემს ხელოვნების ნიმუშს, რომელიც არის იმ ქვეყნის კულტურის, იმ ქვეყნის ისტორიის გამომხატველი ნივთი და ერთგვარად, ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ხოლმე. გაეროს ათეულობით სახელმწიფოების მიერ გადაცემული უნიკალური ნივთების, ექსპონატების ძალიან დიდი კოლექცია აქვს. ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში, მისი დათვალიერება შეუძლია არამხოლოდ გაეროს სტუმრებს და დელეგაციებს, არამედ, ტურისტებსაც.“ საქართველო დიდი ხანია, საჩუქრის შერჩევის პროცესში იყო. რატომღაც, წლების განმავლობაში ვერ გადაწყვიტეს, რა უნდა ყოფილიყო ის ექსპონატი, რომელიც ქვეყნის სახელით, გაეროს გადაეცემოდა. ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის იდეა სწორედ ეს იყო. მან გამოიჩინა ინიციატივა საქათველოს, გაეროს Art-კოლექციისთვის ხელნაწერი, ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემა გადაეცა, ძვირფასი თველებით მოჭედილი ყდით. დიმიტრი აბდუშელიშვილმა 2017 წელს, ქვეყნის პირველ პირებს გააცნო საკუთარი ინიციატივა. მათაც მოეწონათ იდეა. პროექტი მთლიანად მისი პირადი თანხებით დაფინანსდა და მისივე ორგანიზებით განხორციელდა. 2017 ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. ამ შემთხვევაში, მე ვარ პროექტის ხელმძღვანელი. მუშაობის პროცესს მე ვხელმძღვანელობდი. გუჯი ამაშუკელის გარდა, რომელმაც უნიკალური ჭედური ყდა დაამზადა, ბევრი ადამიანი იყო ჩართული პროექტში. ორმა მხატვარმა და ხუთმა საუკეთესო კალიგრაფისტმა იმუშავა. ხელით არის გადაწერილი. ახალგაზრდა კალიგრაფისტები შევარჩიეთ, მათ შორის ყველზე პატარა ასაკის იყო, 14 წლის, სკოლის მოსწავლე. ესენი არიან: დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ნინო იკაშვილი, ანა გოქაძე და ლევან ცხვირავაშვილი. ტექსტი ხუთ ნაწილად გაიყო. ყველამ თავისი ნაწილი შეასრულა, გადაწერა და მერე აიკინძა.“ შიდა ილუსტრაციაზე მხატვრებმა სოფიო კინწურაშვილმა და თამაზ ვარვარიძემ იმუშავეს. მათ ეკუთვნით ხელნაწერებში არსებული ორიგინალური მხატვრობა, მინიატურები. საბოლოო ჯამში, 400-მდე მხატვრობის ნიმუშია შესული. როცა 360 გვერდიანი ხელნაწერი გადაიწერა, მოიხატა და აიკინძა, შიდა ტყავის ყდაში ჩასმული საფრანგეთში წავიღეთ და გუჯი ამაშუკელს გადავეცით. რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა ჭედური ყდის დამზადებაზე. ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, გუჯი ამაშუკელის ავტორობით, შექმნილია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა: სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, დართვილული ვარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტი, ქალცედონი, ლაზურიტი, შევარდნის თვალი, ამაზონიტი, ავანტურინი, ტანზანიტის იასპი... ნამუშევარში ასევე გამოყენებულია მეტეორიტის ქვები. ყველა ეს ხარჯი დიმიტრი აბდუშელიშვილმა გაიღო. Europetime-მა ექსკლუზიურად ამ თემაზე ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის კომენტარიც მოიპოვა. როგორც მეცენატი აცხადებს, მას ვეფხისტყაოსნის ასეთი მაშტაბური გამოცემის იდეა მუდამ ჰქონდა. „მამა დიპლომატი და დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი იყო, სხვათაშორის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს შორის ერთ-ერთია. საბჭოთა მემკვიდრეობის მერე, ბევრი სამუშაო იყო გასაწევი,რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და დიდი კულტურის მქონე ერი უცხოელებს გაეცნოთ. ამის განხორციელების ერთ-ერთი საუკეთესო გზა, ჩემი აზრით, კულტურაზე გადის. შენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ვინ ხარ და რა შეგიქმნია შენი ისტორიის განმავლობაში. ვეფხისტყაოსანი კი, სწორედ ის ნაწარმოებია ნებისმიერი ქვეყანა რომ იამაყებდა. საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს უცხოელებთან ურთიერთობა და ყოველთვის მინდოდა, ამ საოცარი ნაწარმოების ორიგინალური და ორენოვანი სასაჩუქრე ვერსია გამეკეთებინა. თავდაპირველად, სასაჩუქრე ვერსია საკმაოდ მოცულობითი ტირაჟით, ინგლისურ-ქართული ვარიანტები გამოვეცით, ხოლო შემდეგ დამებადა იდეა, შექმნილიყო უნიკალური, ერთადერთი ვერსია ვეფხისტყაოსნის, რომელიც გაეროს მუზეუმში დაიდებდა ბინას და ამ გამოცემის საშუალებით, გაეროს სათაო ოფისის ყველა ვიზიტორი გაეცნობოდა საქართველოს და ქართველი ხალხის კულტურას. ეს იდეა გავუზიარე გუჯი ამაშუკელს, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ხელოვანია, სწორედ მისი ჭედურობითაა ეს უნიკალური გამოცემა შექმნილი. მოხარული ვარ, რომ სწორედ იქაა ეს გამოცემა, სადაც გამოფენილი ექსპონანტები მსოფლიო ერების კულტურაზე და ისტორიაზე მოუთხრობს ვიზიტორს და დამთვალიერებელს,“ - აღნიშნა Europetime-თან საუბრისას დიმიტრი აბდუშელიშვილმა. გამოცემა 2018 წლის შემოდგომაზე უკვე მზად იყო. ერთი კვირა ეროვნულ მუზეუმშიც გამოიფინა. 2018 წლის ოქტომბერში კი, ფრანკფურტში წიგნების საერთაშორისო ფესტივალზეც წარვადგინეთ, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყანა გახლდათ. ფრანკფურტის წიგნების ფესტივალის შემდეგ, ხელნაწერი სახელმწიფოს გადაეცა. გუჯი ამაშუკელის საბჭოთა ემიგრაციის უცნობი დეტალები და საფრანგეთის პრეზიდენტის ჩართულობა სამწუხაროდ, გუჯი ამაშუკელი, ამ დრომდე საქართველოში იმდენად კარგად არ იყო ცნობილი, როგორც ევროპასა და ამერიკაში. ქართულმა საზოგადოებამ ის, ვეფხისტყაოსნის აღნიშნული გამოცემის პროექტის შემდეგ გაიცნო. მთელ მსოფლიოში კი, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ხელოვანად ითვლება, თავის დარგში. ლუვრის მუზეუმის კოლექციის მთავარი პასუხისმგებელი პირის დანიელ აკლუფის შეფასებით, „გუჯი 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ოქრომჭედელია.“ 1968 წელს, ცნობილი ფრანგი რეჟისორის ანდრე ბარსაკის ქალიშვილზე, კეტრინზე ქორწინების შემდეგ, გუჯი ამაშუკელის საფრანგეთში გადასვლითა და იქ მოღვაწეობით, ფრანგული მხარეც აქტიურად იყო დაინტერესებული. სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტმა პომპიდუმ უშუამდგომლა ხელოვანს მაშინდელ საბჭოთა კავშირის ლიდერ ბრეჟნევთან, რათა მას შესძლებოდა საბჭოთა კავშირის დატოვება და შემოქმედებითი კარიერის საფრანგეთში გაგრძელება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთმა გუჯი ამაშუკელის ნამუშევრები ეროვნულ საგანძურად აღიარა. 1974 წელს საბჭოთა კავშირში, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი შედგა. პომპედუს და ლეონიდ ბრეჟნევის შეხვედრიდან ორ კვირაში დარეკეს „ოვირიდან” და კატრინ ბარსაკს უთხრეს, რომ გუჯი ამაშუკელს ორი კვირა ჰქონდა ქვეყნის დასატოვებლად – სამუდამოდ. „გუჯი ამაშუკელზე ამ ყველაფერმა გარკვეული გავლენა მოახდინა, ამიტომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი, ის თავს იკავებდა საქართველოში ჩამოსვლისგან,“ - აღნიშნავს მაია ძირკველიშვილი Europetime-თან საუბარში. „47 წელია, ემიგრანტია. ამ ხნის განმავლობაში ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა საქართველოსთან. რამდეჯერმე იყო მცდელობა საქართველოში ჩამოეყვანათ, მაგრამ თავს იკავებდა. დიდ ინტერეს არ იჩენდა. სწორედ ჩვენი პროექტი იყო პირველი შემთხვევა, როცა დათანხმდა, ქართულ მხარესთან ეთანამშრომლა და საქართველოსთვის შეექმნა რაიმე ნივთი. ვეფხისტყაოსნის ყდა არის ერთადერთი ნივთი, რომელიც საქართველოსთვის დაამზადა. ჰონორარზეც უარი თქვა და საჩუქრის სახით გადასცა ქვეყანას. მისი ნამუშევრები დაცულია, ვატიკანში, ლუვრში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, ნოტრდამის კათედრალში. მას ეკუთვნის რომის პაპის სარიტუალო ნივთები, გუჯი ამაშუკელი დღემდე აქტიურად მუშაობს ვატიკანის სამუზეუმო კოლექციებზე. თავის დარგში, მსოფლიოს უდიდეს ხელოვანად ითვლება. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ–რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა,“ - ამბობს მაია ძირკველიშვილი. გუჯი ამაშუკელი 1941 წელს ბორჯომში დაიბადა და ბავშვობა ბათუმში გაატარა. ამაშუკელი იხსენებს, როგორ მოიხიბლა ბათუმში ბერძნების სამჭედლოთი და ბერძენი მჭედლების ოსტატობით. თბილისის სამხატვრო აკადემიის მესამე კურსზე იყო, ქანდაკების ფაკულტეტზე, როცა მოსკოვში გადავიდა. 22 წლის ასაკში სამრეწველო დარგის დიზაინერად მუშაობდა. 23 წლისა საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. 1974 წლეს კი, საფრანგეთში გადასვლის შემდეგ, პირველი სახელოსნო მონმარტზე გახსნა. პირველი საგამოფენო ნივთები ემიგრაციაში, დედის მიერ გადაცემული ვერცხლის ოთხი კოვზისგან შექმნა. კგბ-ს ჩუმად ხელის თხოვნა და აკრძალული ქორწინება ფრანგ კატერინთან, რკინის ფარდის მიღმა. მომავალი მეუღლე 1967 წელს გაიცნო. მაშინ კატრინ ბარსაკი საფრანგეთის საელჩოში მუშაობდა და ე.წ. გეტოში ცხოვრობდა. დასახლება ჩეკას მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო. „შენობებიც ისმინებოდა. როდესაც კატრინს დაქორწინება შევთავაზე, დავუწერე, რომ არავის მოესმინა. თავიდან პისტოლეტი დამიხატა, ხომ არ გაგიჟდიო. შემდეგ, ეს ქაღალდი დავწვით.“ - იხსნებეს ცნობილი ქართველი ხელოვანი. ქორწინებისთვის თანხმობის მისაღებად ბევრი იბრძოლეს. რთული გზის გავლის შემდეგ, საბოლოოდ, ნებართვა მიიღეს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დატოვებაზე უარი უთხრეს. პროცესი 5 წლის განმავლობაში გაჭიანურდა. მისი სიმამრი, ანდრე ბარსაკი, გავლენიანი ადამიანი იყო რეჟისორი და პარიზის ერთ-ერთი თეატრის დირექტორი. ის პირადად იცნობდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ჟორჟ პომპიდუს და წერილი მისწერა შუამდგომლობის თხოვნით. საფრანგეთის პრეზიდენტის პირადმა შუამდგომლობამ წყვილს საშუალება მისცა, რკინის ფარდის მიღმა გადასულიყვნენ. როგორც ევროპულ პრესასთან ინტერვიუებში გუჯი ამაშუკელი იხსნებს, როდესაც მას საფრანგეთის სალეჩოს თანამშრომელი კატრინ ბარსაკი შეუყვარდა, მათ სიყვარულს ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. დიდი ბრძოლით მოპოვებული ქორწინების ნებართვის შემმდეგ, კატრინმა ვიზის მისაღებად დახმარება, საფრანგეთის კულტურის ატაშეს სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. „ცოტა ხნის წინ, ამ კაცმა გვნახა და ბოდიში მოგვიხადა, ამდენი წლის წინანდელი საქციელის გამო. მეუბნებოდნენ, არ გასულელდესო, ვიღაც გაიძვერა პიროვნებაა და ამ ქორწინებით სარგებლობს, რომ საბჭოთა კავშირიდან წავიდესო. ამიტომ, არ უნდოდა ამ კაცს, ჩვენი ქორწინება შემდგარიყო და როცა გაიგო, რომ ამდენი წელია, ერთად ვართ და კარგი ოჯახი გვაქვს, შერცხვა,” - იხსენებს ამაშუკელი. გუჯის მაშინ ბევრი რამ დააბრალეს, წერდა კიდეც —„თქვენ არ იცით ეს პერიოდი რას ნიშნავს.