თეგი: ირინა ვერეშჩუკი
თეა წულუკიანი ვერეშჩუკს: საზღვრები კონტროლდება, დანარჩენი ყველაფერი ბინძური ტყუილია
კულტურის მინისტრი, ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი უკრაინის ვიცეპრემიერს ირინა ვერეშჩუკს მიმართავს. „რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ პატარა საქართველოს არ შეუძლია, შეაჩეროს ეს ომი, რომლის შეჩერებაც დიდმა და ძლევამოსილმა ქვეყნებმა დღემდე ვერ შეძლეს. მინდა, ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა. ძვირფასო კოლეგავ, მინდა, გჯეროდეთ და გარწმუნებთ, საქართველოს საზღვრები კონტროლდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეს საზღვრები კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა, თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს ჩვენს საზღვრებზე. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი“, - განაცახდა წულუკიანმა. 4 აპრილს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. დაზვერვის განცხადებას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი გამოეხმაურა. მან TV ფორმულასთან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე". მოგვიანებით, საქართველოდს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვერეშჩუკის განცახდება კონტრაბანდაზე დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით ასეთი დეზინფორმაცია კატეგორიულად მიუღებელია. ასევე წაიკითხეთ სუს-ი: მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, მოგვაწოდონ მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ განცხადება დეზინფორმაციაა
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მესამედ გაცვალეს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაპირისპირებულმა მხარეებმა ტყვეები მესამედ გაცვალეს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. „პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს გამნხორციელდა ტყვეების მესამედ გაცვლა. სახლში დაბრუნდა ჩვენი 12 სამხედრო, რომელთაგანაც ერთი ოფიცერი ქალია“,- განაცხადა ვერეშჩუკმა. მისი თქმით ასევე გაათავისუფლეს 14 სამოქალაქო პირი, აქედან 9 ქალია. ჯამში უკრაინულ მხარეს 26 ტყვე გადმოეცა. მანამდე მხარეებმა ტყვეები 23 მარტს და 1-ელ აპრილს გაცვალეს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, რუსეთთან 14 აპრილისთვის 9 ჰუმანიტარული დერეფანია შეთანხმებული
უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა, Telegram-ის არხზე განაცხადა, რომ 14 აპრილისთვის რუსეთთან სხვადასხვა ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით ცხრა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა შეთანხმებული. იმ ქალაქებს შორს, სადაც ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გაიხსნას, არის ალყაშემორტყმული მარიუპოლი. 14 აპრილისთვის დაგეგმილია ასევე ბერდიანსკიდან, ტოკმაკასა და ენერგოდარიდან, ასევე ლუგანსკის ოლქის აღმოსავლეთში მდებარე სხვა ქალაქებიდან ხალხის გაყვანა. „ეს მოხერხდება, თუ რუსეთი შეწყვეტს ცეცხლს ამ არეალებში“,- აღნიშნა ვერეშჩუკმა Telegram-ის არხით გავრცელებულ განცხადებაში. 12 აპრილს მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ „ომის დაწყებიდან ქალაქში სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა". 1-ელ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. 2 აპრილს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ უკრაინის ვიცე-პრემიერი: შეთანხმებულია ორი ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან და რუბეჟნოედან მოსახლეობის ევაკუაციისთვის
ირინა ვერეშჩუკი: უკრაინაში ზედიზედ მესამე დღეა საევაკუაციო დერეფნები არ იხსნება
უკრაინაში ზედიზედ მესამე დღეა საევაკუაციო დერეფნები არ იხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს. „დღეს, 19 აპრილს, სამწუხაროდ, ჰუმანიტარული დერეფნები არ არის. დონბასში ინტენსიური დაბომბვა გრძელდება. მარიუპოლის ცნობით, რუსები უარს ამბობენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ბერდიანსკის მიმართულებით დერეფნის უზრუნველყოფაზე,“ - აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს
ირინა ვერეშჩუკი: მარიუპოლში ჰუმანიტარულმა დერეფანმა ვერ იმუშავა
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ 20 აპრილს უკონტროლო ვითარების გამო, მარიუპოლში, რიგ ადგილებში ოკუპანტებმა ცეცხლის შეწყვეტა ვერ უზრუნველყვეს და შესაბამისად ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ვერ განხორციელდა. „არაორგანიზებულობისა გამო, ოკუპანტები ვერ უზრუნველყოფდნენ ხალხის დროულ გადაყვანას იმ ადგილზე, სადაც ათობით ჩვენი ავტობუსი და სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდა. ხვალ დილიდან ჩვენ განვაახლებთ ძალისხმევას მარიუპოლის მიმართულებით. მივმართავ ჩვენს ხალხს, მარიუპოლი - ჩვენ ვიბრძოლებთ თითოეული თქვენგანისთვის! “- დაწერა ვერეშჩუკმა Telegram-ზე. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. 1-ელ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. 20 აპრილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულ ჯარს მარიუპოლში ალყაში ჰყავს მოქცეული დაახლოებით 120 000 ადამიანი. „დანაშაულები, რომლებიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისათვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ირინა ვერეშჩუკი: რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს
"რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს. უკრაინაში დაბრუნდა 10 სამხედრო (მათ შორის 2 ოფიცერი) და 9 სამოქალაქო პირი", - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკიმ განცხადა. „რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს. გათავისუფლებულ პირთა შორის დაჭრილებიც არიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ისინი სრულყოფილ მკურნალობას მიიღებენ და რეაბილიტაციის კურსს გაივლიან“, - აცხადებს ვერეშჩუკი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
უკრაინა რუსეთთან ტყვეების გაცვლის შესახებ იუწყება
უკრაინამ იუწყება, რომ 41 ადამიანი დაიბრუნა რუსეთთან ტყვეების ბოლო გაცვლის შედეგად. უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ჯგუფში 28 სამხედრო მოსამსახურე და 13 მშვიდობიანი მოქალაქე იყო, მათგან 11, ქალია. ვერეშჩუკის თქმით, გათავისუფლებულთა შორის იყო უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელიც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირინა ვერეშჩუკი: „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია
უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ, ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. „მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულებულია“, - აცხადებს ირინა ვერეშჩუკი. აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1-ელ მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო. 6 მაისს, დილას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა და ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადეს, რომ მარიუპოლიდან ევაკუაციის მესამე ეტაპის შედეგად „აზოვსტალის“ ბუნკერებიდან 500 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. მანამდე 300-ის შესახებ იყო ცნობილი. 5 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გუტერეშმა „აზოვსტალიდან“ სამოქალაქო პირების ევაკუაციის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის გენშტაბის განცხადებით რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ შტურმს განაგრძობენ. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, „აზოვსტალის“ შტურმისას რუსული ძალები მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ ანტონიო გუტერეში: „აზოვსტალის“ ქარხნიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ირინა ვერეშჩუკი: რუსეთს „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი სამხედროების გამოყვანის სანაცვლოდ, რუსი ტყვეების გადაცემა შევთავაზეთ
„მძიმედ დაჭრილ ბიჭებს აზოვსტალიდან ჰუმანიტარული დერეფნით გამოგვყავს. ამავდროულად, ჩვენ ვაძლევთ რუს სამხედრო ტყვეებს სამხედრო ტყვეების გაცვლის სტანდარტული წესების მიხედვით. ჯერ შეთანხმება არ არის და მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. ვერეშჩუკმა განმარტა, რომ ამ დროისთვის აზოვსტალის სამხედრო გზით გათავისუფლება შეუძლებელია. „აზოვსტალის დამცველებს არ სურთ დანებება. ეს პატივისცემის ღირსია. რუსები არ ეთანხმებიან, ეს რეალობაა, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის რუსებისგან", - თქვა მან. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი არ თანხმდება შეთავაზებებს, მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად. პრეისტორია - საღამოს 7 მაისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად „აზოვსტალიდან“ ექიმებისა და დაჭრილი სამხედროების ევაკუაციას გეგმავს. 7 მაისს, უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. „აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ მარიუპოლში მოქმედების ოთხი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ერთადერთი გზაა ბრძოლა. მებრძოლები აცხადებენ, რომ უკრაინელი მებრძოლებისთვის ტყვეობა სიკვდილის ტოლფასია. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ
ირინა ვერეშჩუკი: „აზოვსტალიდან“ თურქეთის შუამავლობით, უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება
უკრაინის ვიცე-პრემიერის, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან, თურქეთის შუამავლობით, უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება. „ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკების ახალი რაუნდი. ვიწყებთ მძიმედ დაჭრილების გამოყვანას. პროცესში ჩართულია „წითელი ჯვარი“ ისინი 12 მაისს შეხვდნენ რუსეთის მხარეს. ასევე გაეროს წარმომადგენლებთან მოვილაპარაკეთ და მათ მანდატი გადავეცით. ჩვენი სურვილია ხელი მოეწეროს დოკუმენტს, თუ როგორ მოხდება „აზოვსტალიდან“ ევაკუაცია“, - აღნიშნა ვერეშჩუკმა. ამასთან ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკების პროცესში, შუამავალია თურქეთი. მისი თქმით, სპეცოპერაციას ექნება რამდენიმე ეტაპი, მათ შორის პირველია მძიმედ დაჭრილების ევაკუაცია. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ
ვერეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთიდან 53 ბავშვი დაიბრუნა
ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთიდან 53 ბავშვის დაბრუნება შეძლო და ამჟამად რუსეთის ფედერაციას გატაცებული და დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების ე.წ გაშვილებასთან დაკავშირებით უჩივის. „ჩვენ მოვახერხეთ 53 ბავშვის დაბრუნება. ახლა სარჩელზეც ვსაუბრობთ. მოვითხოვთ რუსეთის პასუხისგებაში მიცემას, რადგან ეს ეს არის დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი შვილების წინააღმდეგ“, - განაცხადა ვერეშჩუკმა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ბოლო ანგარიშშიც იყო მითითებული, რომ მოსკოვს იძულებით გადაჰყავს უკრაინელი ბავშვები რუსეთში.
უკრაინა: დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაძლოა, 120 000-მდე ბავშვი იყოს დარჩენილი
დაახლოებით, 100 000-120 000 უკრაინელი ბავშვი შესაძლოა, იყოს დარჩენილი რუსეთის ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ ვიცე-პრემიერ-მინისტრმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკმა უკრაინული ტელეარხების ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობენ. „თუმცა, მაგალითად, ვიცით, რომ დონეცკის ოლქში ათიათასობით ბავშვია. ხერსონის რეგიონში ასევე ათიათასობით ბავშვია. ასევეა ზაპოროჟიეშიც. თუ ჯამურ მაჩვენებელზეა საუბარი, ვფიქრობ, დაახლოებით 100 000-120 000 ბავშვი უნდა იყოს", - განაცხადა ვერეშჩუკმა.
ცნობილია, რამდენი უკრაინელი რჩება რუსეთის ტყვეობაში
ბოლო პერიოდში, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, სამოქალაქო პირები არ გაუთავისუფლებიათ და ისინი ისევ რუსეთის ტყვეობაში რჩებიან. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით, 2,500 უკრაინელი რჩება. ვერეშჩუკის თქმით, ტყვეებს შორის, ბევრი ქალია. „მათ საშინლად ექცევიან. სცემენ და აწამებენ ქალებს. მსოფლიომ ამას ჩუმად არ უნდა უყუროს“, - აცხადებს ვერეშჩუკი. მან მოუწოდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მიერ ორგანიზებულ ფსევდო-რეფერენდუმებში მონაწილეობა; არ დაეხმარონ მტერს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი უკანონობის ლეგალიზებაში. 21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, 200-ზე მეტი უკრაინელი დამცველი გათავისუფლდა.
ФСБ უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
რუსეთის ФСБ-ის გამომძიებლები მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლოს სთხოვენ, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ემინე ჯაფაროვას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდოს. რუსული მედიის ცნობით, უკრაინელი პოლიტიკოსები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში დაადანაშაულეს და საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანეს. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაცემის ან დეპორტაციის მომენტიდან გამომძიებლები, რაიონულ სასამართლოს ბრალდებულის დაკავებას სთხოვენ. ვერეშჩუკისა და ჯაფაროვასთვის წაყენებული მუხლი, 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საძიებო ბაზაში მითითებულია, რომ ვერეშჩუკი სისხლის სამართლის მუხლით იძებნება, მაგრამ არ არის მითითებული რომელი მუხლით. ამავე დროს, ჯაფაროვა ჯერ არ არის ასახული მონაცემთა ბაზაში.