თეგი: კითხვარი

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტი ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ლუქსემბურგში გადასცა. საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის: „კითხვარის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს ეძლევა ერთი თვის ვადა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იგეგმება ივნისში დაგეგმილ ევროკაშირის საბჭოს სხდომაზე. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებით და დღეს უკვე გაწევრიანების კითხვარის გადმოცემით, საქართველო გადადის თვისობრივად ახალ, ბევრად ამბიციურ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ეტაპზე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ეს არის ლოგიკური და ევროკაშირის პროცედურით გათვალისწინებული ნაბიჯი, რაც მოიაზრებს ქვეყნის მზაობის შეფასებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კანონმდებლობის თავსებადობის მიმართულებით“. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ამავე თემაზე ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა  

კარლ ჰარცელი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის

ევროკავშირის კითხვარზე პასუხების მოსამზადებლად საქართველოს 4 კვირა აქვს, რაც ელჩ კარლ ჰარცელის შეფასებით, მცირე დროა. ელჩის განმარტებით, ეს არის ყველაზე სწრაფი პროცესი, რაც შეუძლია, რომ ევროკავშირს განახორციელოს. ჰარცელის თქმით, ეს კითხვარი შეიცავს საკმაოდ ბევრ, დეტალურად გაწერილ შეკითხვებს საქართველოს მთავრობისადმი, რომლის მიზანია, დაეხმაროს ევროკომისიას, შეაფასოს საქართველოს მზაობა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ელჩის შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც წინ წასწევს ევროინტეგრაციის პროცესს. ამის შესახებ კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის წევრ ლუკას მანდლისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, „თბილისი მარიოტში“ განაცხადა. ევროკავშირის ელჩის თქმით, ბურთი საქართველოს მოედანზეა, ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის, ახლა კი, დიდი და რთული სამუშაო იწყება. კარლ ჰარცელის შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მნიშვნელოვანი მომენტი დგას. „ეს ისტორიული მომენტია, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პერსპექტივები იყოს გამოყენებული და გამოწვევები გადალახული. ეს არის მომენტი ყველა პოლიტიკური მხარისთვის, რათა მაქსიმუმი გააკეთონ, რომ ერთობა იყოს ამ მიზანთან მიმართებით და რაც საჭიროა, ყველაფერი გააკეთონ რეფორმების დღის წესრიგის და საქართველოს როლის, მზაობის, მისწრაფებების გააქტიურებით. მოსახლეობის ასეთი დიდი რაოდენობა ამ მისწრაფებას ემხრობა. ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის, დიდი და რთული სამუშაო იწყება“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.  მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურები, არამედ, ეს გახლავთ ძირითადი და ფუნდამენტური პროცედურები, ეს არის მოგზაურობა, გზა, რომელსაც საქართველო დაადგა, ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, ეს არის ის დღის წესრიგი, რომელსაც საქართველო წლების განმავლობაში ადგას. „ვფიქრობ, გადამწყვეტი მომენტია, როდესაც ყველა პოლიტიკურმა მხარემ, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა გაიგოს ეს მნიშვნელობა, რომ ეს მართლაც ისტორიული მომენტია და უზრუნველყოს, რომ შედეგი არამხოლოდ სიტყვები, არამედ ქმედებები იყოს", – განაცხადა კარლ ჰარცელმა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.

ევროკომისიის მიერ გადმოცემული სპეციალური კითხვარის შევსების მიზნით, საგარეო უწყებაში კონსულტაციები გაიმართა

საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ გადმოცემული სპეციალური კითხვარის შევსების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დასახვასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიას ხელმძღვანელობით გაიმართა უწყებათაშორისი კონსულტაციები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, უწყებებისთვის კითხვარის კონტენტის გაზიარება, სამოქმედო გეგმების განსაზღვრა და სამუშაო ფორმატზე მსჯელობა. შეთანხმდა, რომ გაგრძელდება შეხვედრები, როგორც სამუშაო, ასევე, მაღალ დონეზე. 11 აპრილს, ლუქსემბურგში საქართველოს გადაეცა ევროკაშირის კანდიდატის სტატუსის კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ამავე თემაზე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უნდა ვუმადლოთ უკრაინას და ამ ქვეყნის ბრძოლას, რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ვერავინ იტყოდა, ეს დღე როდის დადგებოდა ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი

რა წერია ევროკავშირის კითხვარში

საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადაეცა. Europetime დოკუმენტს გაეცნო და რამდენიმე ქვეთავის შინაარს გთავაზობთ. პირველი თავი, რომელიც „პოლიტიკური კრიტერიუმებით“ არის დასათაურებული, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ეხება.    გთხოვთ, მოგვაწოდოთ საქართველოში კონსტიტუციური და ინსტიტუციური წყობის მოკლე აღწერა. როგორ მუშაობს ხელისუფლების სამ შტოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო) შორის კონტროლისა და ბალანსის კონსტიტუციური სისტემა?   კონსტიტუციის მიხედვით, რა კავშირი არსებობს ქვეყნის შინგით მოქმედ კანონსა და საერთაშორისო სამართალს შორის, დაუშვებს თუ არა კონსტიტუცია ევროკავშირის კანონმდებლობის უპირატესობას?   როგორ ინიშნებიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და როგორ არის გარანტირებული სასამართლოს დამოუკიდებლობა?   არის თუ არა კონსტიტუციური დებულებები, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან და/ან ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და მოითხოვოს საკონსტიტუციო ცვლილებას? გთხოვთ მოგვაწოდოთ ასეთის სია, დებულებები, თუ ეს შესაძლებელია.   რა არის საქართველოს ოფიციალური ენა(ები)? მეორე ქვეთავი პარლამენტს ეხება. სხვა ტექნიკურ და ფუნქციურ საკითხებთან ერთად კითხვარში შესულია შემდეგი საკითხი. ევროკომისია ითხოვს, დაკონკრეტებას, თუ რამდენია პროცენტული მაჩვენებელი იმ კანონებისა, რომლებიც დაჩქარებული პროცედურებით არის მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში. ამასთან, კითხვარში ვკითხულობთ: გთხოვთ, აღწეროთ პარტიებისა და კამპანიების დაფინანსების საერთო ჩარჩო, მისი გამჭვირვალობის გარანტია და დეტალები მისი განხორციელების მონიტორინგის შესახებ. არსებობს თუ არა კონსტიტუციური ან ჩვეულებრივი სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიის ინსტრუმენტების, მათ შორის რეფერენდუმის გამოყენებისათვის? როგორია მათი მოქმედების ფარგლები და პროცედურები. რამდენად ღიაა პარლამენტი საზოგადოებისთვის და რამდენად გამჭვირვალეა თავის საქმიანობაში ინფორმაციისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მთავრობა ევროკომისია ინტერესდება, არსებობს თუ არა დეცენტრალიზაციის სტრატეგია. თავის დასაწყისში კი კითხვას სვამს, რა არის მთავრობის სტრუქტურისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძველი? ასევე, რა მექანიზმები არსებობს სამინისტროებს შორის კოორდინაციისთვის? კონკრეტულად, რა მექანიზმები არსებობს თითოეულ სამინისტროში სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების დროს? სამოქალაქო საზოგადოება ამ ქვეთავის პირველი კითხვა მშვიდობიანი შეკრების უფლებას ეხება, კერძოდ, შეუძლია თუ არა ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მონაწილეობა მიიღოს მშვიდობიან შეკრებაში. მონაწილეობა მიიღოს (რედ. საქმიანობაში) ან შეუერთდეს არაფორმალურ და/ან რეგისტრირებულ ორგანიზაციებს? გთხოვთ, მოგვაწოდოთ მიმოხილვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs), მათ შორის ასოციაციებისა თუ ფონდების და მათი საქმიანობის შესახებ თქვენს ქვეყანაში. საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა ამ ნაწილში, ევროკომისიას შემდეგი კითხვები აქვს: გთხოვთ, წარმოადგინოთ საჯარო სამსახურის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა (საჯარო მოხელეები, სხვა საჯარო მოსამსახურეები, პოლიტიკური დანიშვნები, დროებით დასაქმებულები).   საჯარო სამსახურის პოლიტიზებისგან დასაცავად რა გარანტიები არსებობს? რა განსხვავებაა სხვადასხვა ტიპის საჯარო მოხელეებს შორის (მაგ. საჯარო მოხელე, სხვა, საჯარო სამსახურში დასაქმებულები, პოლიტიკურად დანიშნულები და ა.შ.) მათი სტატუსის, სამართლებრივი რეჟიმის, უფლებებისა და მოვალეობების მიხედვით?   არსებობს თუ არა გამჭვირვალე სამართლებრივი ან მარეგულირებელი საფუძველი საჯარო მოხელეების ქმედებებთან დაკავშირებით, კერძოდ, როგორ არის უზრუნველყოფილი საჯარო მოხელეების მხრიდან მიუკერძოებლობა და არადისკრიმინაციული მიდგომა? ანგარიშვალდებულების ნაწილში კითხვები ომბუდსმენის საქმიანობას ეხება:  აღწერეთ, როგორ არის უზრუნველყოფილი ადმინისტრაციული ორგანოების ანგარიშვალდებულება. სარგებლობს თუ არა ომბუდსმენი დამოუკიდებლობით თავისი მანდატის შესრულებისას? ნებადართულია თუ არა ომბუდსმენისთვის წვდომა ყველა ოფიციალურ დოკუმენტზე? აქვს თუ არა ომბუდსმენს უფლება, ეჭვქვეშ დააყენოს კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობა და თუ ასეა, როგორ ხორციელდება ეს პრაქტიკაში? სასამართლო ხელისუფლება ევროკომისია ითხოვს, კანონმდებლობის ან სხვა წესების მოკლე აღწერის მიწოდებას, რომლებიც არეგულირებს სასამართლო სისტემის სტრუქტურასა და ფუნქციონირებას. კერძოდ, ინტერესდება, შეიძლება თუ არა კომუნიკაციის ნაკლებობა პრობლემური იყოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ფონზე? კითხვარის ავტორები კონკრეტული მაგალითების მიწოდებას ითხოვენ. ამასთან, ინტერესდებიან, როგორია პროკურორებისა და პროკურორის მოადგილეების შესაბამისი როლები და იერარქიული სისტემა. ცნობისთვის, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ასევე წაიკითხეთ:   ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება   კარლ ჰარცელი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის   ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი

უკრაინამ ევროკავშირის კითხვარი შეავსო

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კითხვარი, რომელიც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დელ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის 9 აპრილს კიევში ვიზიტისას გადასცა, შევსებულია, ამის შესახებ ინფორმაციას უკრანული მედია ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ კითხვარის შევსების შემდეგ, ევროკომისია მოამზადებს რეკომენდაციას უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულების შესახებ. უკრაინა თავის მხრივ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიმდინარე წლის ივნისში ელის. „როგორც პრეზიდენტი ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაჰპირდა, უკრაინული მხარე შეავსებდა კითხვარს. დღეს გავიდა ერთი კვირა. დღეს კი, შემიძლია განვაცხადო, რომ დოკუმენტზე მუშაობდა დასრულდა“,- განაცხადა იჰორ ჟოვკვამ. ველით დადებით რეკომენდაციას და შემდეგ ბურთი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარეს. ივნისში გაიმართება ევროსაბჭოს სხდომა, სადაც ველით, რომ უკრაინას მიენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. შემდეგ უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები და როცა ჩვენ გავმართავთ ასეთ მოლაპარაკებებს, შესაძლებელი იქნება უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობაზე საუბარი. საქმე ეხება დაჩქარებულ პროცედურას. ჩვენ არ შეგვიძლია, 10-15-20 წლით ასეთი მოლაპარაკებების გაგრძელება. მოლაპარაკებები სწრაფად უნდა წარიმართოს. უკრაინა ამას იმსახურებს და ამაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს გვიჭერს", - დაამატა ჟოვკვამ. ცნობისთვის, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო ივნისში დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს. ასევე წაიკითხეთ რა წერია ევროკავშირის კითხვარში

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ელჩს შევსებული კითხვარი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მატი მაასიკასს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ შევსებული კითხვარი გადასცა. "მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის. დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი ეტაპია, მისწრაფება, რომლისკენაც გზაზე ჩვენი ხალხი იბრძვის", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინსვლა ევროკავშირისკენ ხდება ძალიან ტრაგიკულ დროს, როდესაც ბევრი უკრაინელი, ვინც ევროპულ ღირებულებებს აფასებს, იღუპება. მისი თქმით, უკრაინის მოსახლეობას აერთიანებს, მიზანი, თავი იგრძნონ თანასწორად, ევროპის ნაწილად, ევროკავშირის ნაწილად. ჩვენ გვჯერა, რომ მოვიპოვებთ მხარდაჭერას და გავხდებით გაწევრიანების კანდიდატი. შემდეგ დაიწყება ფინალური ეტაპი. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეს პროცედურა წარიმართება უახლოეს კვირებში და ეს იქნება დადებითი მოვლენა ჩვენი ხალხისთვის, იმ ფასის გათვალისწინებით, რაც მათ გადაიხადეს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გზაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა. უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ის ასევე გრძნობს თავს იმ გუნდის ნაწილად, რომელიც მუშაობს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. მან აღნიშნა, რომ ეს პროცესი უკრაინისთვის ძალიან რთულ ვითარებაში მიმდინარეობს, მაგრამ ყველა გრძნობს ამ მომენტის უდიდეს მნიშვნელობას. ამავე თემაზე უკრაინამ ევროკავშირის კითხვარი შეავსო

ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა

ევროკომისიის სპიკერმა Europetime-ის შეკითხვას ექსკლუზიურად უპასუხა. ევროკომისიის წარმომადგენელს ვკითხეთ, რა მოლოდინები აქვს ევროკომისიას უკრაინასთან დაკავშირებით, რომელმაც უკვე დააბრუნა შევსებული კითხვარი და როგორია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისადმი დამოკიდებულება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ევროკომისია მზადყოფნას ადასტურებს, მხარი დაუჭიროს უკრაინის ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვან პროცესში. მანამდე, კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს უკრაინისგან ოთხი კვირის განმავლობაში ელის.  „ევროკომისიის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის 8 აპრილს გადასცა კითხვარი, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს მოიცავს. დოკუმენტის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციას ასახავს, უკრაინას 13 აპრილს წარედგინა. ევროკომისიამ დაიწყო კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება, რომელიც უკრაინისგან 17 აპრილს მივიღეთ. ჩვენ ველით, რომ კითხვარის მეორე ნაწილზე ოთხი კვირის განმავლობაში (მაისის შუა რიცხვებამდე) მივიღებთ პასუხებს და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვან პროცესში. პასუხები დაეხმარება კომისიას, მოამზადოს შეფასება უკრაინის განაცხადის შესახებ, წევრობის კრიტერიუმების გათვალისწინებით. კითხვარები გახლავთ შიდა დოკუმენტები, რომლებიც კომისიას მოსაზრებების მომზადებაში ეხმარება, ამიტომ, ეს დოკუმენტები არ არის გამოქვეყნებული კომისიის მიერ. ევროკომისიის მიერ მიღებული მოსაზრებების გამოქვეყნების შემდეგ, შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები ევროკავშირის საბჭოს ხელშია“, - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა. ცნობისთვის, უკრაინამ შევსებული კითხვარი 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. ქვეყანას პასუხების დასაბრუნებლად 4-კვირიანი ვადა აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა კიევისთვის დახმარების გაზრდის საკითხი. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე რუსეთთან კონფლიქტისა და ომისშემდგომი აღდგენის ფონზე, დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე. ზელენსკის თქმით, მან ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის (EU) შევსებული კითხვარის შესახებ, რაც არის ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. თავის მხრივ, ფონ დერ ლაიენმა ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები შეეხნენ კიევის ფინანსურ და უსაფრთხოების დახმარებას და უკრაინის პასუხებს ევროკავშირის კითხვარზე. ასევე წაიკითხეთ რა წერია ევროკავშირის კითხვარში

ევროკავშირის კითხვარი უკრაინის შემდეგ მოლდოვამაც შეავსო

22 აპრილს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ და პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ მოლდოვის რესპუბლიკაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანის მაჟეიკსს შევსებული კითხვარი გადასცეს. კითხვარი 11 აპრილს გადასცა მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკუ პოპესკუს, ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ. კიშინიოვში დღევანდელი ცერემონიის დროს, იანის მაჟეიკსმა აღნიშნა, რომ კითხვარი მხოლოდ 11 დღეში შესრულდა. „ეს სიჩქარე ნათლად აჩვენებს პრეზიდენტის, მთავრობის და მთელი მოლდოვის ხალხის გადაწყვეტილებას, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ თქვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს“, - აღნიშნა ელჩმა. კითხვარი ევროკავშირის შტაბ-ბინაში გაიგზავნება, სადაც მოხდება მისი ანალიზი. ამ ანალიზის საფუძველზე, ევროკომისია გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას მოლდოვის განაცხადის შესახებ. ცნობისთვის, უკრაინამ შევსებული კითხვარი 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. ქვეყანას პასუხების დასაბრუნებლად 4-კვირიანი ვადა აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა კიევისთვის დახმარების გაზრდის საკითხი. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე რუსეთთან კონფლიქტისა და ომისშემდგომი აღდგენის ფონზე, დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე. ზელენსკის თქმით, მან ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის (EU) შევსებული კითხვარის შესახებ, რაც არის ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. თავის მხრივ, ფონ დერ ლაიენმა ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები შეეხნენ კიევის ფინანსურ და უსაფრთხოების დახმარებას და უკრაინის პასუხებს ევროკავშირის კითხვარზე. ასევე წაიკითხეთ რა წერია ევროკავშირის კითხვარში ექსკლუზივი: ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის კითხვარზე: მოლოდინი გვაქვს პოზიტიური, ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ

გუშინ გვქონდა კომისიის სხდომა და საბოლოოდ შევჯერდით, კითხვარი არის შევსებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, უწყებებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად და ყველა კითხვა განიხილეს. „დასრულებულია დოკუმენტი და მზად არის, რომ გადავცეთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომელიც შემდგომ ბრიუსელში იქნება გაგზავნილი. მოლოდინი გვაქვს პოზიტიური. ჩვენ ჩვენი მხრივ, ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ, მიმდინარე პროცესი, რა თქმა უნდა, რეფორმების პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს გაგრძელდება, მივა ბოლომდე და ახლა უკვე, ამის შემდეგ, ჩვენ, ასოცირებული ტრიო, უკრაინა მოლდოვა და საქართველო ერთად წარვადგენთ ამ კითხვარს და დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების მომდევნო განვითარებისთვის. ამ პროცესში ყველა უწყება იყო ჩართული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ ძალიან შრომატევადი საქმიანობისთვის”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. კითხვარის მეორე ნაწილი იხილეთ ბმულზე. ასევე წაიკითხეთ: საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში

ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, კითხვარი საქართველომ განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო. “სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. შევსება დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ. მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კითხვარი ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შეფასების გაკეთებაში. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში „ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობელი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვიღებ თქვენი და მრავალი სხვა ადამიანის დიდი შრომის შედეგს, რაც კითხვარის მეორე და დასკვნით პროცესში  განხორციელდა. ეს ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შედეგის განსაზღვრაში”, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. „როგორც ცნობილია, ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს, მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით და მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული. კითხვარის მოცულობითი ნაწილის ეფექტურად და მაქსიმალურად მოკლე დროში შევსების მიზნით, ჩართული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, პროცესს კი მთავრობის მეთაური პირადად აკონტროლებდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული არჩევანი არის უალტერნატივო გადაწყვეტილება და ეს არამხოლოდ მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია“, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია. კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემით დასრულდა მნიშვნელოვანი პროცესი. რომლის შედეგადაც განხილული იქნება საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. მისი თქმით, კითხვარი სრულად ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. მინისტრი იმედს გამოთქვეს, რომ ის პროგრესი რაც აისახა კითხვარში იქნება სათანადოდ დაფასებული პარტნიორების მხრიდან. „როგორც პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, საქართველო ევროკავშირს გადასცემს კითხვარის მეორე ნაწილს. ამით საქართველო ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფაზას ჩვენი თვითშეფასების, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი ევროინტეგრაციის გზაზე. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული კითხვარი სრულად ასახავს და მასში სრულად არის კონვერტირებული ყველა ის რეფორმა, რომელიც გასული წლების განმავლობაში განახორციელა ჩვენმა ქვეყანამ და იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ყველა სახელმწიფო უწყებამ და საქვეუწყებო დაწესებულებებმა გაწიეს აღნიშნული კითხვარის შევსებით და მომზადებით, იქნება კარგი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.“-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას

მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხები გადავეცი. საქართველოს მთავრობამ მოსალოდნელზე ადრე, წარმატებით დაასრულა მუშაობა და ახლა, მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.   ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა შალვა პაპუაშვილი: საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო, ახლა ჯერი ევროკავშირზეა    

ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების ხელშია - ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ სწრაფად იმოქმედა და კომისია მოიწვია Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში გაფართოების საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა ანა პისონერო-ჰერნანდესმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ სწრაფად დაიწყო მუშაობა დასკვნაზე და ახლა საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ ყველა პასუხს აფასებს. ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება. „საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოიწვია კომისია, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება ხელშეკრულებების შესაფერისი დებულებების შესაბამისად წარმოედგინა. ჩვენ გვესმის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის, რომელსაც სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი. კომისიამ სწრაფად დაიწყო მუშაობა დასკვნაზე და ახლა კითხვარზე მიღებულ ყველა პასუხს აფასებს, რომელიც მოსაზრების მომზადებაში დაგვეხმარება – პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას მოიცავს, მეორე ნაწილი კი - ევროკავშირის კანონმდებლობის სხვა თავებს. კომისია სწრაფად მიიწევს წინ, რათა მოსაზრებაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ევროკავშირის ლიდერებმა მხედველობაში მიიღეს კომისიის მოსაზრებების მომზადება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ და ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდებიან“, - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.