თეგი: ნავთობემბარგო
Bloomberg: რუსულ ნავთობზე ემბარგო, შესაძლოა, წლის ბოლომდე ამოქმედდეს
ევროკავშირი მომავალ კვირას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტს აანონსებს. იგეგმება „სბერბანკის“ SWIFT-დან გათიშვა და რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს დაწესება. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. წყაროების ცნობით, ევროკავშირი გეგმავს რუსულ ნავთობის იმპორტის სრულ აკრძალვას წლის ბოლოსთვის, თუმცა მანამდე შეზღუდვები ეტაპობრივად დაწესდება. კერძოდ, ლაპარაკია ჯერ ტანკერის, ხოლო შემდეგ ნავთობსადენის ნავთობის აკრძალვაზე. ამასთან, ევროკავშირის სანქციების პაკეტში მოხვდება ბელორუსიც, რადგან ის რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გარკვეულ პლაცდარმს წარმოადგენდა. შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე შეზღუდვა დააწესეს. ამასთან მსხვილმა კომპანიებმა Shell Plc-მა, TotalEnergies SE-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს. 14 მარტს ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, საჭირო მოცულობის ნავთობის მიწოდება უზრუმველყოს მსოფლიო ბაზარზე და დაასტაბილუროს ფასები, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავენ. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის გაყიდვას გეგმავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა უმსხვილესმა გადამზიდავმა Maersk რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა
ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრი: რუსეთის ნავთობემბარგოს მხარს დავუჭერთ
ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრი ლეონორა გებესლერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს მხარს დაუჭრს. ამის შესახებ, მან ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, წერს Kurier. „ავსტრია მზადაა მხარი დაუჭიროს ნავთობემბარგოს, თუ ევროკომისია და ევროკავშირის წევრები ამას გადაწყვეტენ“, - განაცახადა გებესლერმა. მან ასევე თქვა, რომ ავსტრიამ უკვე უარი თქვა რუსული ნავთობის გადამუშავებაზე, თუმცა ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში სხვანაირი ვითარებაა. „ძირითადი მოთხოვნაა, რომ ჩვენ ამას ერთად შევასრულებთ“, - თქვა ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე შეზღუდვა დააწესეს. ამასთან მსხვილმა კომპანიებმა Shell Plc-მა, TotalEnergies SE-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს. 14 მარტს ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, საჭირო მოცულობის ნავთობის მიწოდება უზრუმველყოს მსოფლიო ბაზარზე და დაასტაბილუროს ფასები, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავენ. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის გაყიდვას გეგმავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა უმსხვილესმა გადამზიდავმა Maersk რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა
Bloomberg: EU-ს გადაწყვეტილებით, შესაძლოა უნგრეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს რუსული ნავთობის შესყიდვის ვადა გაუხანგრძლივდეთ
ევროკავშირი უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, დღის წესრიგშია რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს გადახედვა. რომლის საფუძველზეც, უნგრეთმა და სლოვაკეთმა შესაძლოა რუსული ნავთობი 2024 წლის ბოლომდე შეისყიდონ, ხოლო ჩეხეთმა 2024 წლის ივნისამდე. EU-ს ბლოკის სხვა ქვეყნები კი რუსული ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე თანდათან შეამცირებენ, როგორც თავიდან იყო განსაზღვრული. „ნავთობის მიწოდების ეტაპობრივი შეწყვეტა წლის ბოლოსთვის, არის გადაწყვეტილება, რომლის მხარდაჭერაც შეუძლებელია, რადგან უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგება მთლიანად განადგურდება სანქციების პაკეტით“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters
ევროკომისიის პრეზიდენტი რუსულ ნავთობემბარგოზე: ეს საკითხი მომდევნო 48 საათში ვერ გადაიჭრება
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი ჯერ არ არის სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმების ეტაპზე, მათ შორის არც რუსული ნავთობის იმპორტის პოტენციური აკრძალვის მიმართულებით. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შესაძლოა, დღესვე დაამტკიცოს - იერმაკი „ეს არასოდეს ყოფილა ადვილი. იგივეა ახლა მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით", - განუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სამიტის წინ. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას მიმართ სამართლიანები ვიყოთ, საკითხის გადაწყვეტამდე ჯერ ვერ მივედით. ჩემი მოლოდინი დაბალია იმის შესახებ, რომ ეს მოგვარდება მომდევნო 48 საათში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ იქნება შესაძლებლობა", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე ვერ შეთანხმდა, თუმცა კონსენსუსის მიღწევას კვლავ შეეცდება - Reuters ევროკავშირი სანქციების შემოღებისთვის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობას მოითხოვს. უნგრეთი, რომელიც დიდწილად ეყრდნობა რუსულ ნავთობს, იმპორტის აკრძალვის მთავარი მოწინააღმდეგეა.
ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადების საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება
ევროპულმა საბჭომ სხდომის შემდეგ დასკვნითი განცახდება გამოაქვეყნა ევროპული საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის მიერ უკრაინის, ასევე მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადებზე მოსაზრებების მომზადებას და ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით განცხადებაშია ნათქვამი. „ევროპული საბჭო მტკიცედ გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და ომს. მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი განურჩეველი თავდასხმა მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა თავისი სამხედრო დანაყოფი და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკეები, გამოწვეული ტანჯვა და ნგრევა აღუწერელია. ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო გასასვლელი ყველა მოქალაქისთვის. ევროპული საბჭო ელოდება, რომ სრულად დაცული იქნება ჰუმანიტარული სამართალი, მათ შორის სამხედრო პატიმრებისადმი მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენცია. ის ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას რუსეთის მიერ იძულებით გადაყვანილი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხო დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში. ევროპული საბჭო მხარდაჭერას უცხადებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მუშაობას სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად და მიესალმება ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომელსაც „ევროჯასტი“ უწევს კოორდინაციას. „რუსეთი, ბელორუსი და ყველა პასუხისმგებელი პირი თავისი ქმედებებისთვის საერთაშორისო სამართლის მიხედვით პასუხს აგებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში. ევროპული საბჭო მზადყოფნას გამოთქვამს, გააძლიეროს რუსეთსა და ბელარუსზე ზეწოლა, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეაჩეროს. ევროპული საბჭო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს. „სანქციების გვერდის ავლის ან რუსეთის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა უნდა იყოს აღკვეთილი“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში. დასკვნით განცხადებაში ასევე საუბარია სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და ნავთოპროდუქტების იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს და რომელიც დროებით არ ვრცელედება მილსადენით გადაზიდულ ნავთობზე. ევროპული საბჭო ასევე უკრაინის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების შესახებ აღნიშნავს და აცხადებს, რომ მზად არის, უკრაინას ახალი მაკროფინანსური დახმარების სახით 2022 წელს ცხრა მილიარდი ევრო გამოუყოს. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Bloomberg: ნაწილობრივი ნავთობემბარგოს შედეგად, რუსეთი ყოველწლიურად $10 მილიარდს დაკარგავს
ევროკავშირის ლიდერების შეთანხმების საფუძველზე ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს შედეგად, რუსეთი პირველ ჯერზე $1 მილიარდს დაკარგავს, ყოველწლიურად კი დანაკარგი $10 მილიარდი იქნება. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით წერს. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტში საზღვაო გადაზიდვები 2/3-ს შეადგენს. „როდესაც სანქცია ძალაში შევა, Bloomberg-ის გათვლებით, პუტინი წელიწადში ნედლი ნავთობის ექსპორტიდან $10 მილიარდის შემოსავალს დაკარგავს“, - წერს გამოცემა. სანქციების გამო, რუსეთი იძულებული იქნება ნედლი ნავთობი აზიაში ფასდაკლებით გაყიდოს. სადაც, ბარელი Uralsის მარკის რუსული ნავთობი ფასდაკლებით ფასდაკლებით $34 იყიდება. Bloomberg-ის ცნობით, რუსულ ნავთობზე არასრული ემბარგოს დაწესების შედეგად, უნგრეთს, რომელიც რუსული ნავთობის აკრძალვის წინააღმდეგია, მეტი დრო ექნება ტექნიკური გადაწყვეტილების მოსაძებნად მისი ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ევროკომისია ასევე ითვალისწინებს სლოვაკეთისა და ჩეხეთის შეშფოთებას, რომლებიც ძირითადად რუსულ ნავთობზე არიან დამოკიდებულნი. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმებას გუშინ გვიან ღამით მიაღწიეს. სანქციები ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ ნაწილობრივ ნავთობემბარგოს და „სბერბანკის“SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას. „ევროკავშირში რუსული ნავთობის ექსპორტის აკრძალვაზე მიღწეული შეთანხმება, რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების წყაროს შეამცირებს. ომის შეჩერების მიზნით რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლა უნდა განხორციელდეს“, - დაწერა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა Twitter-ზე. Bloomberg: ევროკომისიამ შესაძლოა, მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების დაწესება გადადოს სანქცირებას ექვემდებარება რუსული ნავთობის ზღვით მიწოდება. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სანქციები არ შეეხება ნავთობსადენ „დრუჟბას“, რომელზეც დიდწილადაა დამოკიდებულია უნგრეთი. სწორდ ამ ნავთობსადენით მიეწოდება ქვეყანას ნედლი ნავთობი. ამასთან, ცნობილია, რომ უნგრეთმა გაუწია ყველაზე დიდი წინააღმდეგობა რუსეთისთვის სრული ნავთობემბარგოს დაწესებას. შარლ მიშელმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსული ნავთობის მილსადენების გავლით იმპორტი დროებითია. „სანქციების პაკეტი მოიცავს სხვა მკაცრ ზომებს: რუსეთის უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ის SWIFT-ისგან გამორთვას, კიდევ სამი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის საქმინობის აკრძალვას და სანქციების დაწესებს უკრაინაში ომის დანაშაულებში პასუხისმგებელი პირებისთვის“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს მიკროსაფინანსო დახმარების გამოყოფაზე, რაც ევროპელი ლიდერების თქმით, უკრაინის ხელახლა აშენებას მოხმარდება. „ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ რუსეთის ომის მანქანა და მივიღოთ ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსული არმიის დაფინანსების შეწყვეტას. ამის გაკეთება სანქციებითაა შესაძლებელი. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ევროკავშირმა შეძლო მიეღწია შეთანმხებისთვის სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით. შეთანხმებული ზომები რუსულ ნავთობზე ემგარგოს დაწესების შესაძლებლობას გვაძლევს მილსადენით მიწოდებულ ნავთობზე დროებითი გამონაკლისის გათვალისწინებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროპა შეძლებს რუსული ნავთობის მიღება 90 %-ით შეამციროს. მინდა, ყველა ჩემს კოლეგას დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ გვჭირდება დროულად გადაწყვეტილებების მიღება შექმნილ რთულ ვითარებაში. ვფიქრობ ძალიან სერიოზულ სიგნალს ვაგზავნით. ბოლო დღეებში იყო სპეკულაციები ერთიანობის დარღვევის რისკებთან დაკავშირებით. დღეს ერთიანობის დემონსტრირება აუცილებელია ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ვართ ერთიანი. მტკიცედ ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს, ჩვენს ინტერესებს“, - განაცხადა შარლ მიშელმა. Bloomberg-ის ცნობით, რუსულ ნავთობზე არასრული ემბარგოს დაწესების შედეგად, უნგრეთს, რომელიც რუსული ნავთობის აკრძალვის წინააღმდეგია, მეტი დრო ექნება ტექნიკური გადაწყვეტილების მოსაძებნად მისი ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ევროკომისია ასევე ითვალისწინებს სლოვაკეთისა და ჩეხეთის შეშფოთებას, რომლებიც ძირითადად რუსულ ნავთობზე არიან დამოკიდებულნი. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტზე: ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების ნაბიჯებს მივესალმებით
სახელმწიფო დეპარტამენტის ევროკავშირის მიერ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმებას მიესალმა. შესაბამისი განცხადებით, უწყების პრესსპიკერი ნედ პრაისი გამოვიდა. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ „ჩვენ მივესალმებით ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების ნაბიჯებს, რომლებიც რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებას გულისხმობს, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციით და მოხმარების შემცირებით, ჩვენი საერთო კლიმატის მიზნების შესაბამისად“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
WSJ: OPEC-ი რუსეთის ნავთობის შეთანხმებიდან გარიცხვას განიხილავს
WSJ-ს ცნობით, OPEC-ის ზოგიერთი წევრი ნავთობის შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების იდეას ემხრობა. რუსეთი არ არის OPEC-ის წევრი, მაგრამ 2016 წლიდან კოორდინაციას უწევს ნავთობის მოპოვებას ჯგუფთან ერთად, რომელიც არის OPEC-OPEC+ კოალიციის ნაწილი და ნავთობის გლობალური მოპოვების ნახევარზე მეტს აკონტროლებს, რაც აძლიერებს მოსკოვის გავლენას ნავთობის ბაზარზე. წევრებს შორის პაქტს ეწოდება თანამშრომლობის დეკლარაცია, ან DoC. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ WSJ-ის ცნობით, სანქციები ძირს უთხრის მოსკოვის უნარს, რომ აწარმოოს მეტი ნავთობი. OPEC-ის დელეგატმა განუცხადა WSJ-ს, რომ „ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ ტექნიკურად რუსეთი ამჟამად ვერ მიიღებს ეფექტურ მონაწილეობას DoC-ში. OPEC-ის დელეგატებმა განაცხადეს, რომ მათ დაიწყეს საუბარი რუსეთის გარიცხვაზე მანამდე, ვიდრე ევროკავშირი დათანხმდებოდა რუსული ნავთობის შესყიდვის ნაწილობრივ აკრძალვას. გამოცემა წერს, რომ რუსეთისთვის დაწესებულმა ნაწილობრივმა ემბარგომ შესაძლოა გზა გაუხსნას საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და OPEC-ის სხვა მწარმოებლებს, რათა გაცილებით მეტი ნავთობი აწარმოონ, რადგან რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ნავთობის ფასი ბარელზე $ 100-ზე მაღლა ასწია. რუსეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის სამ უმსხვილეს მწარმოებელს შორისაა, გასულ წელს შეთანხმდა OPEC-თან და OPEC-ის არაწევრ ცხრა ქვეყანასთან ნავთობის მოპოვების ყოველთვიურად გაზრდაზე. მოსალოდნელია, რომ წარმოება წელს დაახლოებით 8%-ით შემცირდება. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
DW: ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა. სააგენტო DW ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის შიდა ვაჭრობის კომისარმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია Bloomberg: ნაწილობრივი ნავთობემბარგოს შედეგად, რუსეთი ყოველწლიურად $10 მილიარდს დაკარგავს ევროკომისრის თქმით, ყოველწლიურად ევროკავშირი რუსეთიდან 155 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს ახორციელებს. მისი განმარტებით, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ბრიუსელი 50 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეერთებული შტატებიდან ან კატარიდან გეგმავს, 10 მილიარდი კუბური მეტრის იმპორტს არსებული მილსადენებიდან, ხოლო 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ქარის ტურბინების და მზის პანელების მიერ გამომუშავებული ენერგიით ჩანაცვლდება. ამასთან, ბრეტონის განცხადებით, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მუშაობის განახლებაც ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. ევროკომისრის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა ყველაფერს ევროპის დასაყოფად და ახლა ამის გაკეთებას გაზის გამოყენებით ცდილობს. „ის ცდილობდა ჩვენს დაყოფას თავისი წარუმატებელი ვაქცინა „Sputnik“-ით, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ჩარეულიყო ჩვენს დემოკრატიებში „Russia Today“-ის დახმარებით და ახლა ის იყენებს გაზს ჩვენს დასაყოფად“, – განაცხადა ბრეტონმა. შეგახსენებთ, რომ დანიამ, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა უარი თქვეს მოსკოვის მოთხოვნაზე, გაზის საფასური „გაზპრომბანკში“ გახსნილი რუბლის ანგარიშებით გადაეხადათ, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გაზის მიწოდება შეწყდა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.
რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში, ენერგორესურსების ექსპორტიდან €93 მილიარდი გამოიმუშავა - CREA
უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში, რუსეთმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან €90 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა. რუსული ენერგორესურსების ყველაზე მსხვილი შემსყიდველია ჩინეთი და გერმანია. ამის შესახებ წერს ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ცენტრი(CREA). მისი სათავო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მდებარეობს. კვლევის თანახმად, ევროკავშირი რუსული ნავთობისა და გაზის მსხვილი შემსყიდველია. მისმა წილმა შესყიდვაში 24 თებერვალი-3 ივნისის პერიოდში €57 მილიარდი შეადგინა. რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია ჩინეთი (€12,6 მილიარდი), მეორეა გერმანია (€12,1 მილიარდი) მესამე კი იტალია (€7,8 მილიარდი). რუსეთის მთავარი შემოსავლის წყაროა ნედლი ნავთობი (€46 მილიარდი), საანგარიშო პერიოდში მილსადენით ექსპორტირებული გაზიდან რუსეთმა €24 მილიარდი მიიღო, ნავთობპროდუქტებიდან €13 მილიარდი, თხევადი გაზის გაყიდვებიდან €5,1 მილიარდი, ხოლო ნახშირის ექსპორტიდან €4,8 მილიარდი. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი