თეგი: ნახშირი
კვლევა: უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა ენერგორესურსების გაყიდვიდან €63 მილიარდის შემოსავალი მიიღო
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ (24 თებერვლიდან) რუსეთიდან ნავთობის, თხევადი გაზის და ნახშირის იმპორტმა ჯამში €63 მილიარდი შეადგინა. აქედან მთელი მოცულობის 71% (€44 მილიარდი) ევროკავშირზე მოდის. ამის შესახებ ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის პუბლიკაციაშია ნათქვამი, რომელიც ეკოლოგიური ინიციატივების ცენტრმა „ეკოდიამ“ გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, გამოკვეთა რუსეთის ენერგორესურსების ყველაზე დიდი იმპორტიორები: გერმანია - 9,1 მილიარდი ევრო; იტალია - 6,9 მილიარდი ევრო; ჩინეთი - 6,7 მილიარდი ევრო; ნიდერლანდები - 5,9 მილიარდი ევრო; თურქეთი - 4,1 მილიარდი ევრო; საფრანგეთი - 3,8 მილიარდი ევრო; უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთიდან ნახშირის იმპორტი 20%, ხოლო თხევადი გაზის იმპორტი 50%-ითაა გაზრდილი. ხოლო ევროკავშირმა მილსადენის გაზის შესყიდვები 10%-ით გაზარდა. ამასთან, ბოლო სამი კვირაა რუსული ნავთობის მიწოდება უცხოეთის პორტებში 20% -ით შემცირდა (იანვარ-თებერვალთან შედარებით). რუსეთი ახდენს იმ ტვირთების დივერსიფიკაციას, რომელზეც ევროპა უარს ამბობს.კერძოდ, შეინიშნება რუსული ნავთობის მიწოდების ზრდა ინდოეთში, ეგვიპტეში და სხვა საექსპორტო მიმართულებებზე. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსული გაზისა და ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ თანხმდებიან. ამავდროულად აშშ და ევროკავშირი განიხილავენ, როგორ შეუმცირონ რუსეთს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები. რუსული ენერგორესურსების რამდენიმე მსხვილმა მომხმარებელმა ნავთობემბარგოზე თანხმობა განაცხადა. ასევე წაიკითხეთ Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს
ინდოეთმა რუსული ნახშირისა და ნავთობის შესყიდვები მკვეთრად გაზარდა - Reuters
რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციების მიუხედავად, ბოლო კვირებში ინდოეთმა რუსული ნახშირის შესყიდვები მკვეთრად გაზარდა. მოვაჭრეები ინდოეთს ნედლეულზე 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. ევროპარლამენტმა რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირის, გაზისა და ატომური საწვავის იმპორტზე სრულ ემბარგოს მხარი დაუჭირა ნიუ-დელი რუსული ნავთობის შესყიდვას ამართლებს და აცხადებს, რომ ეს მიწოდების დივერსიფიკაციის მცდელობის ნაწილია და ამტკიცებს, რომ შესყიდვის მოულოდნელი გაჩერება მსოფლიო ფასებს გაზრდის და მომხმარებელს დააზარალებს. ამასთან სანქციების გამო ევროპელი იმპორტიორები მოსკოვთან ვაჭრობას ერიდებიან, ხოლო ინდოეთი მაღალი სატრანსპორტო ხარჯების მიუხედავად, რუსული ქვანახშირის დიდ მოცულობებს ყიდულობს. ამრიგად, არაოფიციალური მონაცემებით, 27 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით ნახშირისა და მასთან დაკავშირებული პროდუქციის შესყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინდოეთმა ექვსჯერ გაიზარდა და $331,17 მილიონს მიაღწია. 15 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც რუსეთიდან და ბელორუსიდან ქვანახშირის იმპორტი იკრძალება. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსული ემერგომატარებლების სრულ ემბარგოზე უარს ამბობს. 8 აპრილს იაპონიამ აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა. ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს
ევროპასა და აზიაში ნახშირის ფასმა რეკორდულ დონეს მიაღწია
ქვანახშირის ფასებმა აზიის ბაზარზე რეკორდულ დონეს მიაღწია და ტონაზე $400 დოლარს პირველად გადააჭარბა. გასულ კვირას, ავსტრალიის პორტ ნიუკასლში ნახშირის ადგილზე ფასები ტონაზე $402,5 მიაღწია. Bloomberg ქვანახშირზე ფასების ზრდას მსოფლიო ბაზარზე საწვავის დეფიციტს უკავშირებს. ევროპაში, ნახშირზე ივლისის ფიუჩერსები ტონაზე $421 დოლარად გაიყიდა, რაც ამ რეგიონისთვის ისტორიული მაქსიმუმია, - აღნიშნავს სააგენტო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს
ბრიტანეთი რუსეთიდან ოქროს იმპორტს კრძალავს, უარს ამბობს ნახშირსა და ნავთობზეც
ბრიტანეთში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის შესაბამისი ცვლილება 21 ივლისს შევიდა. ბრიტანეთი რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ქვანახშირისა და ოქროს ნაწარმის იმპორტს, ასევე ამ საქონლის პირდაპირ თუ ირიბად შეძენასა და მიწოდებას კრძალავს. რუსული ოქროს იმპორტზე აკრძალვა ძალაში 21 ივლისს შევიდა. რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი 2022 წლის 10 აგვისტოდან, ხოლო ნავთობის იმპორტი 2022 წლის 31 დეკემბრიდან იკრძალება. შეგახსენებთ, რომ გერმანია რუსული ნახშირის ყიდვას 1-ელი აგვისტოდან, ხოლო რუსული ნავთობის ყიდვას 31 დეკემბერს სრულად შეწყვეტს. ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტი აკრძალა კანადამ რუსული ოქროს იმპორტი, ოფიციალურად აკრძალა
ყაზახეთი ნახშირის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს
ყაზახეთმა შესაძლოა, ქვეყნიდან ავტოტრანსპორტით ნახშირის ექსპორტი 6 თვით აკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს „დაწესდეს აკრძალვა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ექვსთვიანი ვადით, საავტომობილო გზით, ნახშირის, ბრიკეტების, მარცვლებისა და მსგავსი ტიპის მყარი საწვავის, რომლებიც მიღებულია ნახშირიდან: ნახშირი, ფხვნილი ან არაფრაგმენტირებული, მაგრამ არა აგლომერირებული (ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 2701)“, - აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში. ანალიზი აჩვენებს, რომ მეზობელ ქვეყნებში ყაზახეთიდან ნახშირის ექსპორტი გაიზარდა: ყირგიზეთში - 19%, უზბეკეთში - 30%. 2021 წელს ყირგიზეთში 1 143 ათასი ტონა ნახშირი გავიდა, აქდან სარკნიგზო ტრანსპორტით 1 020 ათასი ტონა, ავტოტრანსპორტით კი 123 ათასი ტონა. ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე აჟიოტაჟის გამოსარიცხად, ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ საჭიროა ავტოტრანსპორტით, ნახშირის ექსპოტის 2022 წლის 1-ელი აგვისტოდან 6 თვით აკრძალვა. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსული ემერგომატარებლების სრულ ემბარგოზე უარს ამბობს. 8 აპრილს იაპონიამ აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა.
ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა
1-ელი აგვისტოდან ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა. აღნიშნული შეზღუდვები უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესდა. ევროპასა და აზიაში ნახშირის ფასმა რეკორდულ დონეს მიაღწია ამ სანქციის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2022 წლის აპრილში მიიღო. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, 2021 წელს ქვეყანამ ევროპაში 48,7 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირი გაიტანა. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლაი შულგინოვმა განაცხადა, რომ არსებული ვითარების პირობებში რუსულ კომპანიებს ალტერნატიული ბაზრების მოძებნა მოუწევთ. ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს
რუსულ ქვანახშირზე ბრიტანეთისა და ევროკავშირის ემბარგო ამოქმედდა
ევროკავშირი და ბრიტანეთი 10 აგვისტოდან რუსული ქვანახშირის იმპორტს აჩერებენ. რუსულ ქვანახშირზე ემბარგოს გადაწყვეტილება ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო სანქციების მეხუთე პაკეტში დაამტკიცა. გადაწყვეტილების თანახმად, დღეიდან იკრძალება რუსული ქვანახშირის შესყიდვა, იმპორტი და სხვა მყარი მადნების გადატანა ევროკავშირში, რომელიც სათბობად გამოიყენება. ნახშირზე ევროპული ემბარგოს დაწესების შედეგად რუსეთი წელიწადში დაახლოებით 8 მილიარდი ევროს შემოსავლის დაკარგვას. ემბარგო ასევე გავლენას ნახშირის იმპორტის მეოთხედზე მოახდენს.
ევროკავშირში აკრძალულ რუსულ ნახშირს თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და აფრიკის ქვეყნები ფასდაკლებით ყიდულობენ - Bloomberg
ევროკავშირის მკაცრი აკრძალვის ფონზე, რომელიც 10 აგვისტოს რუსული ნახშირის იმპორტზე ამოქმედდა, თურქეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და აფრიკის ქვეყნებმა, ნედლეულის ფასდაკლებით შესყიდვა დაიწყეს. ევროკავშირის სანქციების გამო, რუსული ქვანახშირის საზღვაო ექსპორტი ფაქტობრივად შეჩერდა - Bloomberg როგორც Bloomberg წერს, ნახშირის ეს პარტიები სხვა ქვეყნების მსგავსი კლასის ნახშირთან შედარებით, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იყიდება. მაგალითად, სექტემბერში თურქეთმა 1 ტონა რუსული თერმული ნახშირი $199-ად შეისყიდა, რაც კოლუმბიის პროდუქციაზე, რომელიც მსოფლიო ბაზარზე უმსხვილესი მომწოდებელია, 23%-ით იაფია. რუსული ქვანახშირის იმპორტმა ჩინეთში ივლისში, 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია შეგახსენებთ, რომ რუსული ნახშირის იმპორტი ჩინეთში, 2022 წლის ივლისში გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია. სექტემბერში ჩინეთმა, რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) და ფოლადის ნახშირის რეკორდული მოცულობის იმპორტი განახორციელა.
პოლონეთმა რუსული ნახშირის იმპორტი 100%-ით ჩაანაცვლა
პოლონეთმა 2022 წელს ზღვით 14 მილიონი ტონა ნახშირი შემოიტანა, რითაც რუსეთიდან იმპორტი სრულად ჩაანაცვლა. პოლონეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი აკრძალა ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფო აქტივების მართვის მინისტრის მოადგილემ კაროლ რაბენდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „წლის ბოლომდე პოლონეთს მივაწოდეთ 14 მილიონი ტონა ნახშირი“, - განაცხადა კაროლ რაბენდამ და აღნიშნა, რომ ეს არის რეკორდული მოცულობა, რომელიც ქვეყნის პორტებმა მიიღო. ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა „ნახშირის ნაკლებობა, რომელიც პოლონეთში მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა და კერძო საწარმოები რუსული ნახშირის ხარჯზე ავსებდნენ, წელს გაქრა“, - თქვა რაბენდამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მოახერხა მომარაგების წყაროების დივერსიფიცირება. „შეიძლება ვთქვათ, რომ პოლონეთი 100%-ით დამოუკიდებელია რუსული ნახშირის იმპორტისგან“, - განაცხადა პოლონეთის სახელმწიფო აქტივების მინისტრის მოადგილემ. 2022 წლის აპრილში პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომელის თანახმადაც რუსეთიდან ნახშირის მიწოდებაზე ემბარგო ამოქმედდა და ქვეყანამ ნახშირის შესყიდვა ავსტრალიიდან, ინდონეზიიდან, კოლუმბიიდან, შეერთებული შტატებიდან და სამხრეთ აფრიკიდან დაიწყო. პოლონეთი წელიწადში დაახლოებით 40 მილიონ ტონა ნახშირს აწარმოებს, გარდა ამისა, რესპუბლიკა ადრე 20 მილიონ ტონამდე იმპორტს ახორციელებდა. პოლონეთის მთავარი სტატისტიკური სამსახურის ცნობით, 2020 წელს პოლონეთმა გამოიყენა 62,4 მილიონი ტონა ნახშირი. 2021 წელს რესპუბლიკაში, ენერგეტიკის სექტორში ქვანახშირის მოხმარება 30%-ით გაიზარდა. ასევე წაიკითხეთ: ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს