თეგი: ომიკრონი
„მწვანე პასპორტის“ საკითხი გადაიხედება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „მწვანე საშვმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვაქცინაციის სტიმულირებაში - ამ საკითხს აუცილებლად მოუწევს რევიზია, რადგან ზოგადად იცვლება სიტუაცია და „ომიკრონმა“ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ე.წ. მწვანე პასპორტის საკითხი გადაიხედება. „ეს პერიოდი და ზოგადად, პანდემიის მიმდინარეობა იმდენად დინამიკურია, რომ ერთი ინტერვენცია, რომელიც თუნდაც ერთი ან ორი თვის წინ დაინერგა, არ გამოდგება დიდი ხნის მანძილზე. ევროპამაც შეცვალა ამ „მწვანე საშვის“ კრიტერიუმი. ცუდია, რომ ჩვენს შემთხვევაში ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც რაღაცნაირად ხდება უგულვებელყოფა და პირდაპირ ღიად აცხადებენ ზოგიერთი ბიზნესობიექტები, რომ „მწვანე საშვის“ მოთხოვნები მისთვის არაფერს ნიშნავს. ეს არ არის კარგი და კარგს არაფერს მოიტანს, მაგრამ „მწვანე საშვმა“ მნიშვნელოვანი როლი ვაქცინაციის სტიმულირებაში ითამაშა - ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ვაქცინაციის სტიმულაცია, როგორც ხანდაზმულ პირებში, სადაც ამოქმედდა წახალისების პროგრამა, ასევე ახალგაზრდა პირებში „მწვანე საშვის“ ინტერესი არის შედარებით ახალგაზრდა სეგმენტში. აუცილებლად მოუწევს ამას რევიზია, რადგან ზოგადად იცვლება სიტუაცია, „ომიკრონმა“ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა და სხვა ქვეყნებიდან გამოცდილებაც განსხვავებული მოდის. ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით და ანალიზი გაკეთდება იმის, რაც აქამდე იყო. აქ მთავარი, რაც არის, რეგულაცია იყოს აღსრულებადი და მიმღებლობა იყოს ისეთი, რომ ამან ხელი შეუწყოს მის დანერგვას და არ გამოიწვიოს სოციალური პროტესტი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ პალიტრანიუსის ეთერში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, „მწვანე პასპორტმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდა პირებში ვაქცინაციის თვალსაზრისით.
თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონი“ ჩვეულებრივი გრიპი არ არის
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ „ომიკრონი“არ არის ჩვეულებრივი გრიპი და თავისი სიმძიმით, გრიპზე სულ ცოტა 10-ჯერ მეტ სიკვდილიანობას იწვევს, „არსებობს მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ უფრო იოლად მიმდინარეობს და ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. ის მართლაც იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას, მაგრამ არა იმდენად, როგორც ჰგონიათ, ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი თავისი სიმძიმით, გრიპზე სულ ცოტა 10-ჯერ მეტ სიკვდილობას იწვევს. იმის ხარჯზე, რომ შემთხვევები 3-5-ჯერ მეტია, ვიდრე „დელტას“ დროს იყო, ჯამურად ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი მაინც მეტი გამოდის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისი შეფასებით, საქართველოში იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანა სიკვდილიანობით პირველ ადგილზე ან პირველ ხუთეულში იყო, მაგრამ ახლა ასე არ არის; „ომიკრონის“ ხარჯზე სხვაგან მეტად გაიზარდა სიკვდილიანობა, ჩვენთან პირიქით, განახევრდა“; შემთხვევების მატება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყველას გაკონტროლების შესაძლებლობა აღარ იყო. „როდესაც ჩვენთან პანდემიამ გადალახა რაღაც ზღვარი, რომელიც უკვე აღემატებოდა ჩვენი ეპიდემიოლოგიური რესურსის შესაძლებლობას, რომ ყველა გაეკონტროლებინათ, მერე წავიდა უკონტროლო მატება“. „ნუ ჩავთვლით, რომ შემთხვევათა რაოდენობის მატება მიუთითებს საქართველოში რაიმეს შედარებით ცუდად კეთებაზე, რამეთუ საქართველოზე განვითარებულ ქვეყანას უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
რამდენი ადამიანი გარდაიცვალა „ომიკრონით“ - თამარ გაბუნიას განმარტება
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ლაბორატორიულად დადასტურებული ათასზე მეტი შემთხვევიდან დაახლოებით 3%-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ყველა მალე დაუბრუნდა ჩვეულ აქტივობას. აქედან არის დადასტურებული გარდაცვალების 3 შემთხვევა, რომელიც ჯერჯერობით შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვა მიზეზს. თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მიმდინარე პერიოდში დაიგეგმება შესაბამისი კვლევა, რითაც დადგინდება კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებიდან, რა ნაწილი შეიძლება იყოს განპირობებული კონკრეტულად „ომიკრონით". „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ ჩვენ გვაქვს მხოლოდ მოდელირებით მიღებული მონაცემი და დაახლოებით, 90%-მდე არის ვარაუდი, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი არის აქედან. რაც შეეხება ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს, ლაბორატორიულად დადასტურებული ათასზე მეტი შემთხვევიდან დაახლოებით 3%-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ყველა მალე დაუბრუნდა ჩვეულ აქტივობას. აქედან არის დადასტურებული გარდაცვალების 3 შემთხვევა, რომელიც ჯერჯერობით შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვა მიზეზს. ამას შეისწავლიან. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წამოიწყებს მიმდინარე პერიოდში კვლევას, რადგან ჯერ ცოტა დროა გასული იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულად „ომიკრონთან“ დაკავშირებულ გარდაცვალების შემთხვევებზე. ეს კვლევა მიმდინარე პერიოდში დაიგეგმება და ვფიქრობთ, უკვე 10 თებერვლამდე უფრო ზუსტი წარმოდგენა გვექნება გარდაცვალების შემთხვევებიდან, რა ნაწილი შეიძლება იყოს განპირობებული კონკრეტულად „ომიკრონით“. რა თქმა უნდა, „ომიკრონი“ მთელს მსოფლიოში ცნობილია, რომ გარდაცვალებას და მძიმე შემთხვევებს ნაკლებად იწვევს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა დადგეს ასეთი რამ, განსაკუთრებით, არავაქცინირებულ პირებში და იმათ, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რა ვიცით „ომიკრონის“ ქვევარიანტის BA.2-ის შესახებ
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ნახევარი უაღრსად გადამდები „ომიკრონ“ შტამით არის დაავადებული. თუმცა ახლა უფრო მეტი ქვეყანა, განსაკუთრებით აზიასა და ევროპაში, BA.2-ით გამოწვეული შემთხვევების ზრდას აფიქსირებს. მიუხედავად იმისა, რომ BA.2, როგორც ჩანს, უფრო გადამდებია, ვიდრე წინა ვარიანტები, ჯერ არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მის სიმძიმეზე მიუთითებენ. რამდენად შეშფოთებული უნდა ვიყოთ ამ ვარიანტის გამო და რა ვიცით მის შესახებ, Europetime-მა სტატია BBC-ის მიხედვით მოამზადა. რა არის BA.2 როდესაც ვირუსები მუტაციას განიცდიან ახალ ვარიანტებად, ისინი ხანდახან იყოფიან ან იშლებიან ქვეკატეგორიებად. მაგალითად, „დელტას“ ვარიანტი მოიცავს 200 სხვადასხვა ქვევარიანტს. იგივე მოხდა Omicron-თან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს BA.1, BA.2, BA.3 და B.1.1.529 ვარიანტებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 25 იანვრის მდგომარეობით GISAID-ის გლობალურ მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილი ვირუსული დნმ-ის თითქმის 99% იდენტიფიცირებული იყო ამ ქვევარიანტად. მიუხედავად იმისა, რომ BA.1 და BA.2 მსგავსია, ისინი ერთმანეთისგან 20 მუტაციით არიან დაშორებულნი. უცნობია, საიდან გაჩნდა, მაგრამ პირველად BA.2 ფილიპინებში, ნოემბერში აღმოაჩინეს. „ომიკრონის“ ქვევარიანტი უკვე 57 ქვეყანაშია აღმოჩენილი, WHO-ს განცხადებით, ზოგიერთ ქვეყანაში, ნახევარზე მეტს სწორედ ეს ვარიანტი აქვს დადასტურებული. ზოგიერთ ადგილებში ეს ვარიანტი მკვეთრად გავრცელდა. დანიის Statens Serum Institut-ის (SSI) მონაცემებით, BA.2 იანვარში ქვეყანაში დაფიქსირებული კოვიდშემთხვევების დაახლოებით ნახევარს შეადგენს. ინდოეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც BA.2 სწრაფად ანაცვლებს „დელტას“ და „ომიკრონ“ BA.1 ვარიანტს. ეს უკვე დომინანტური ვარიანტია რამდენიმე შტატში და სავარაუდოდ, ქვეყანაში უკვე მესამე ტალღაც გამოიწვია. ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოებმა მას დაკვირვების ვარიანტი უწოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ BA.2-ით ზედმეტად შეშფოთებულნი არ არიან. კიდევ ერთი ქვეყანა კი სადაც BA.2 ასევე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე BA.1 და Delta, გერმანიაა. არის თუ არა BA.2 უფრო გადამდები? დანიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ BA.2 არსებითად უფრო გადამდებია ვიდრე BA.1. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ BA.2 ქვევარიანტზე ვაქცინები ნაკლებად მოქმედებს. თუმცა, ვაქცინირებულები მაინც ნაკლებად ინფიცირდებიან, ვიდრე არავაქცინირებულები. BA.2 უფრო საშიშია? არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ BA.2 იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე წინა ქვევარიანტები. BBC წერს, რომ ეს ვარიანტი მეცნიერების დაკვირვების ქვეშაა და თუნდაც გახდეს დომინანტური ვერსია, შესაძლოა, რეალურად ვერ შეცვალოს პანდემიის ტრაექტორია იმ ქვეყნებში, რომლებმაც იგრძნეს BA.1-ის დიდი ტალღა. ეს იმიტომ, რომ შეიძლება უკვე არსებობდეს იმუნიტეტი. კერძოდ, BA.1-ით ინფექციამ შეიძლება, უზრუნველყოს გარკვეული დაცვა BA.2-ისგან.
„ომიკრონის“ ქვევარიანტის, BA.2-ის მახასიათებელი, რომელიც სპეციალისტების რჩევით, „აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“
NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ომიკრონის“ ქვევარიანტ, BA.2-ის თავისებურებებზე საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება. BA.2 უფრო მეტი და სწრაფი გადამდებობით გამოირჩევა, თუმცა არ აქვს მეტი აგრესიულობა. აქვს ის, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და ეს დასტურდება საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, მაგალითად, განსაკუთრებით დანიაშია, BA.2. ირკვევა, რომ ის ახანგრძლივებს პიკურ პერიოდს. „პიკშია ქვეყანა, რამდენად გახანგრძლივდება ეს პერიოდი, ჩვენზე დამოკიდებული - როგორ ვატარებთ, პირბადეს, როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავყრილობებს, განსაკუთრებით, კვებით მიმდინარეს რამდენად გავიკეთებთ „ბუსტერ“ დოზას. თუ ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, შევძლებთ, ნაკლები დაზიანებით გავიაროთ მეექვსე ტალღა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე რა ვიცით „ომიკრონის“ ქვევარიანტის BA.2-ის შესახებ საქართველოში უმეტესად „ომიკრონის“ ქვევარიანტი BA.2 ცირკულირებს
საქართველოში უმეტესად „ომიკრონის“ ქვევარიანტი BA.2 ცირკულირებს
„ომიკრონიდან“ ისევ „ომიკრონით“ რეინფიცირების საკითხზე ისაუბრა NCDC-ის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ. ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ასეთი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა არ გამორიცხა, რომ რეინფიცირების შემთხვევა შესაძლოა, იყოს ქვეყანაში. „ომიკრონიდან“ ისევ „ომიკრონით“ რეინფიცირების შემთხვევები ჯერ ჩვენთან არ დაფიქსირებულა. განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ ამ ორ ქვეშტამს. ჩვენთან, ასეთი შემთხვევა ლაბორატორიულად ჯერ არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევა შესაძლებელია იყოს, თუმცა ლაბორატიურად არ დადასტურებულა. მისივე თქმით, კვლევების საფუძველზე გამოვლინდა, რომ BA.2 ამ ეტაპზე უკვე სჭარბობს და 75%-ით ცირკულირებს. ამავე თემაზე რა ვიცით „ომიკრონის“ ქვევარიანტის BA.2-ის შესახებ
პრემიერ-მინისტრი: „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს
სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაიწყო უსაფუძვლო არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა კოვიდპასპორტის გაუქმება. „ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. აზრი დაკარგა აღნიშნული „მწვანე ბარათების“ გამოყენებამ. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და „დელტას“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის დროს“, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი - მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭირო მისი გაუქმება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პაატა იმნაძე: ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დიდია და არსებობს რისკი იმის, რომ აუცრელ ადამიანებში დაავადება მძიმე ფორმით წავიდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დიდია და არსებობს რისკი იმისა, რომ აუცრელ ადამიანებში დაავადება მძიმე ფორმით წავიდეს. „ხედავთ, რამდენია ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა. შესაბამისად, მაინც არის იმის რისკი, რომ აუცრელ ადამიანებში შეიძლება, წავიდეს მძიმედ. ამიტომ ყველას მოვუწოდებ სიფრთხილისა და აცრებისკენ. სამწუხაროდ, აღწერილია შემთხვევები, როდესაც „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ, ერთ თვეში შეიძლება, „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი დაემართოს. საქართველოში ასეთი შემთხვევა დადასტურებული ჯერ არ არის. ზოგადად, რეინფიცირება ბევრია, ვისაც დელტა ჰქონდა, ძალიან ბევრს დაემართა „ომიკრონი“, მაგრამ „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ, მეორე ვარიანტის შეხვედრის ალბათობაც საკმაოდ დიდია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
თამარ გაბუნიას თქმით, პრემიერის განცხადება შეეხებოდა იმას, რომ „მწვანე საშვი“ „ომიკრონის” პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმით ხსნის, რომ„მწვანე საშვის” მოქმედება „ომიკრონის” პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს. გაბუნიას განმარტებით ამას გულისხმობდა პრემიერი. თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორონავირუსის გადატანილი სტატუსი და ვაქცინაცია „ომიკრონის” პირობებში გარანტია აღარ არის, რომ ადამიანი აღარ დაინფიცირდება. „განცხადება შეეხებოდა „მწვანე საშვების” გაუქმების შესახებ განმარტებას და იმას, რომ „მწვანე საშვის“ მოქმედება „ომიკრონის“ პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს და ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა ამაზე კომენტარი. საქმე შეეხება იმას, რომ გადატანილი სტატუსი და ვაქცინაცია ცხადია, აღარაა „ომიკრონის“ პირობებში გარანტია, რომ ადამიანი აღარ დაინფიცირდეს. ამდენად, „მწვანე საშვის“ მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ რამდენიმე კვირის წინ მიიღო. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტიანობას, ვაქცინა ინფექციის გადაცემისგან „ომიკრონის“ პირობებში შედარებით ნაკლებად იცავს. ამის შესახებ მტკიცებულებები არსებობს, თუმცა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან. ქვეყანა, მთავრობა და ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად აგრძელებს ვაქცინაციის კამპანიას. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ ვაქცინაციის სათანადო მოცვით შემცირდეს ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალების შემთხვევები”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, მედიის მხრიდან საჭიროა ვაქცინაციის თემაზე პოზიტიური კამპანია. „ჩემი აზრით, თქვენი (მედიის) მხრიდან მეტად პოზიტიური კამპანია იქნება მხარდამჭერი იმისა, რომ ვაქცინაციის კამპანია გაგრძელდეს მეტად აქტიურად, რათა ანტივაქსერმა თუ იმ პირმა, რომელიც ჯერჯერობით ვერ ყალიბდება, რომ ვაქცინა ჩაიტაროს, ეს გააკეთოს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება პოზიტიურ საკომუნიკაციო კამპანიას და არა მუდმივად ნეგატიურ თემებზე აქცენტირებას”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამავე თემაზე: პრემიერ-მინისტრი: „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს
ამირან გამყრელიძე: არსებობს რამდენიმე კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება
„ომიკრონით“ რეინფიცირების ჯერ არცერთი შემთხვევა არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა არსებობს კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, რადგან „ომიკრონს“ რამდენიმე ქვეშტამი აქვს. „დღეს ჩვენთან უკვე პრევალირებს მისი BA.2 შტამი, მაგრამ „ომიკრონის“ შემდგომ კიდევ „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჯერჯერობით არ გვაქვს. არც ჩვენ გვაქვს და არც ლიტერატურაშია მონაცემები, მაგრამ არსებობს რამდენიმე კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისიve თქმით, კვლევის თანახმად, „ბუსტერი“ სერიოზულად იცავს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან. „მთავარი მოწოდება ყველასთვის არის ისევ აცრა და განსაკუთრებით „ბუსტერიზაცია“, რადგან ამაზე უკვე ბევრი კვლევაა, რომ ბუსტერი სერიოზულად იცავს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
პაატა იმნაძე: „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, მისი მეორე ვარიანტით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია
„ომიკრონის“ ერთი ვარიანტის გადატანის შემდეგ მეორით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პიკი ალბათ უკვე გადავლილია, რა თქმა უნდა, საფრთხე ჯერ კიდევ არის. „რისკი, რომ „ომიკრონი“ მძიმედ განვითარდეს, ისევ არის. ყველას სიფრთხილისა და აცრისკენ მოვუწოდებთ. რეინფიცირების ძალიან ბევრი შემთხვევაა, მაგალითად ვისაც წინა შტამი „დელტა“ ჰქონდა გადატანილი, ძალიან ბევრს დაემართა ახლა „ომიკრონის“ ვარიანტი, მაგრამ „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის გადატანის შემდეგ მეორით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ პიკს გადავდივართ და ამ კვირაში შემთხვევების კლება უნდა გვქონდეს
„ომიკრონის“ პიკს გადავდივართ და ამ კვირაში შემთხვევების კლება უნდა გვქონდეს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. „ეპიდსიტუაციის ბოლო დღეები მაჩვენებლები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი და ყველაფერი ეს, მიუთითებს რომ ჩვენ „ომიკრონის“ ტალღის პიკს გადავდივართ და ვფიქრობ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების კლება გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 480 841 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა1 289 168, გარდაიცვალა 15 628 პაციენტი.
თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ პირობებში, ვაქცინაციის დამცველობითი ეფექტი გადაცემაზე შედარებით სუსტია
"ვაქცინაციის დამცველობა, აღმოჩნდა, რომ შედარებით სუსტია „ომიკრონის“ პირობებში, მაგრამ ე.წ. ბუსტერ დოზა ამას აძლიერებს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვაქცინაციის პროგრამა მთავარ იარაღად რჩება. რა თქმა უნდა, ვაქცინების გამოყენება კვლავაც პირველი ინსტრუმენტი იქნება პანდემიის მართვაში - როგორც ჩვენთან, ისევე ბევრ სხვა ქვეყანაში. ბოლო პერიოდში, ვაქციინების ათვისება დაბალია. „ომიკრონის“ პირობებში, შეიძლება, ეს იმით აიხსნას, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია და თუ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ გაეკეთებინათ ბუსტერ დოზა ან ვაქცინაცია დაეწყოთ, ეს გადავადდა, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ „ომიკრონის“ ტალღის ჩავლის შემდეგ კვლავაც იქნება ახალი, აღმავალი ეტაპი ვაქცინაციის პროგრამაში, რადგან ვაქცინაციის მნიშვნელობა ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით, კიდევ ერთხელ დადასტურდა „ომიკრონის“ ტალღის მიმდინარეობისას. რაც შეეხება ვაქცინაციის დამცველობით ეფექტს გადაცემაზე - აღმოჩნდა, რომ ეს შედარებით სუსტია „ომიკრონის“ პირობებში, მაგრამ ე.წ. ბუსტერ დოზა ამას აძლიერებს. ამდენად, რეკომენდაციები ისევ ძალაშია - ბუსტერ დოზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის პირებისთვის“, - აცხადებს თამარ გაბუნია.
ინფექციონისტის განმარტება მათთვის, ვისაც „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, სიმპტომები ხელახლა დაეწყო
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტებას ავრცელებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კოვიდის გადატანის შემდეგ ხელახლა დაეწყო სიმპტომები და აქტიურად მუსირებს აზრი, რომ ამ ადამიანებს 3-4 კვირაში და ზოგჯერ უფრო ადრეც, ხელახლა დაემართათ „ომიკრონის“ შტამით გამოწვეული კოვიდი. ინფექციონისტის თქმით, მართალია, ჯერ ზუსტად არავინ იცის, რამდენ ხანს ვართ დაცული ხელახალი ინფიცირებისგან „ომიკრონის“ ვარიანტის გადატანის შემდეგ, მაგრამ ასეთ მოკლე პერიოდში ხელახლა ინფიცირება ძნელად წარმოსადგენია და უკიდურესად იშვიათად შეიძლება, მოხდეს. ბუწაშვილი ვარაუდობს, რომ ადამიანებს სხვა რომელიმე რესპირატორული ინფექცია ემართებათ. „ერთ თვეზე მეტია, რაც „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს და უამრავი ადამიანი ინფიცირდება, მათ შორის კოვიდგადატანილები და ვაქცინირებულებიც. ზოგიერთს ამ თვენახევრის განმავლობაში კოვიდის გადატანის შემდეგ ხელახლა დაეწყო სიმპტომები და აქტიურად ჟღერდება აზრი, რომ ამ ადამიანებს 3-4 კვირაში და ზოგჯერ უფრო ადრეც, ხელახლა დაემართათ „ომიკრონის“ შტამით გამოწვეული კოვიდი. ზოგიერთებს განმეორებითი ტესტირებით PCR-იც დადებითი აქვთ და ეს კიდევ უფრო უმყარებთ აზრს იმის შესახებ, რომ ამ მოკლე ხანში ხელახლა ინფიცირდნენ. მართალია, ჯერ ზუსტად არავინ იცის, რამდენ ხანს ვართ დაცული ხელახალი ინფიცირებისგან „ომიკრონის“ ვარიანტის გადატანის შემდეგ, მაგრამ მე ვფიქრობ, ასეთ მოკლე პერიოდში ომიკრონით ხელახლა ინფიცირება ძნელად წარმოსადგენია და უკიდურესად იშვიათად შეიძლება ,მოხდეს. რეალურად, სავარაუდოდ, ადამიანებს სხვა რომელიმე რესპირატორული ინფექცია ემართებათ (და ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ სეზონზე უამრავი სხვა ინფექცია არსებობს, მათ შორის გრიპიც) და ეს ინფექციები სიმპტომებით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ბევრ ვირუსს ახასიათებს ტემპერატურის მომატება, სურდო, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი და სხვ. რაც შეეხება იმას, რომ ამ ადამიანებს ზოგჯერ PCR ტესტი დადებითი აქვთ, ეს შეიძლება კოვიდის წინა ეპიზოდის ნარჩენები იყოს. როგორც ვიცით, კოვიდის გადატანის შემდეგ PCR ტესტი შეიძლება რამდენიმე კვირა და თვეებიც დადებითი დარჩეს და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ისევ გადამდებია და ისევ კოვიდი აქვს. შესაბამისად, ჩვენ ზუსტად არ გვეცოდინება, ხელახლა მოხდა ინფიცირება, თუ ანალიზი ძველ ვირუსს "იჭერს", ხოლო სიმპტომები სხვა ინფექციის გამო გვაქვს“, - განმარტავს ინფექციონისტი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: „ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა
მომავალი კვირიდან გვექნება საშუალება, ვთქვათ, რამდენად გადაიარა პიკმა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. „დღეს შემთხვევების რაოდენობა იყო ისევ 15 000- ზე ოდნავ მაღალი, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ მაჩვენებელზე ვრჩებით, რაც გარკვეულწილად იმედისმომცემია იმ კუთხით, რომ „ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა. დადებითობის მაჩვენებლის მცირედი კლებაც ასევე აღინიშნება. ჩვენ კვირის ბოლომდე უნდა ვნახოთ, ეს ტენდენცია რა მიმართულებით წავა, სამშაბათი არის ის ნიშნული, როცა ჩვენ ვაფასებთ, რა მიმართულებით ვითარდება ეპიდემია და უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ, რამდენად არის პიკი უკვე გადავლილი,“ - განაცხადა გაბუნიამ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 511 800 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 324 172, გარდაიცვალა 15 729 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე
„ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე, დამხვდა ნული, როცა მოვედი პრემიერად. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი“,... ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. გადაცემის წამყვანმა მას „ომიკრონზე“ გაკეთებული განცხადება შეახსენა, რომ ვაქცინა ამ შტამზე არ მუშაობს. „მე კი არ გავაკეთე ეს განცხადება, მოუსმინეთ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან, რა არის „ომიკრონი“, რეალურად, ეს არის პანდემიის დასასრულის დასაწყისი“, უპასუხა ღარიბაშვილმა. ეს არის პროფესორი ფაუჩის და სხვა მეცნიერების ნათქვამი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში. მისივე თქმით, ის რომ „ომიკრონზე“ ვაქცინა არ მუშაობს, ეს არის პროფესორი ფაუჩის და სხვა მეცნიერების ნათქვამი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: "ომიკრონის" ახალი შტამი XE შეიძლება, ყველაზე გადამდები ვარიანტი აღმოჩნდეს
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" (WHO) განაცხადა, რომ ომიკრონის ორი შტამის: BA.1-სა და BA.2-ს ჰიბრიდი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს და XE უწოდეს, შეიძლება ყველაზე გადამდები ვარიანტი აღმოჩნდეს. "ახალი შტამი ვარაუდობენ, რომ ის 10%-ით უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე BA.2, რომელიც თავისთავად უფრო გადამდები იყო, ვიდრე ორიგინალი ომიკრონი, რომელიც ცნობილია შეღწევადობის სიმარტივით. ამავე დროს, ჩინეთში, სადაც 2020 წლის შემდეგ, ინფექციის ყველაზე დიდი გავრცელება ფიქსირდება, გამოვლინდა ომიკრონის ორი ახალი ქვევარიანტი, რომლებიც არ ემთხვევა ამ დრომდე არსებულ თანმიმდევრობას. გაურკვეველია, ეს შემთხვევები მცირე მნიშვნელობის ერთჯერადი გამოვლინებაა თუ შეიძლება მომავალი პრობლემების ნიშნები იყოს. თუ ჩინეთის ხელისუფლების მიერ ძალიან გადამდები ვირუსის (როგორიცაა ომიკრონის ვარიანტი) შეკავების ზომები არაეფექტური იქნება, ეს შეიძლება გახდეს საფრთხე დანარჩენი მსოფლიოსთვის“,-განაცხადა ბიოლოგიური თავდაცვის სფეროში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა რაჯიევ ვენკაიამ. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ამასთან, 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
BA.5 - ომიკრონის ქვევარიანტი, რომლის სწრაფად გავრცელებაა მოსალოდნელი
BA.5 ქვევარიანტით გამოწვეული კორონავირუსის შემთხვევების გლობალური ზრდის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მას ამჟამად „შეშფოთების ვარიანტად“ განიხილავს. გერმანიის ჯანდაცვის უმაღლესი სააგენტოს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ინფექციების რაოდენობა სავარაუდოდ, ამ ზაფხულს მოიმატებს. ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ორგანიზაციამ, რობერტ კოხის ინსტიტუტმა (RKI), განაცხადა, რომ ომიკრონის ქვევარიანტები BA.4 და BA.5 უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ყველა სხვა ვარიანტი და რომ ქვეყანაში შემთხვევების უმეტესობა სწორედ მას დაუკავშირდება. BA.5 ვარიანტმა უკვე გამოიწვია შეშფოთება სამხრეთ აფრიკაში მაისის დასაწყისში, მაგრამ შემდგომი ტალღა შედარებით სუსტი იყო და ამჟამად, გავრცელების დონე იკლებს. ექსპერტები ამბობენ, BA.4 და BA.5 ნაკლებად საშიშია. ახალი ვარიანტები უფრო მეტად აზიანებენ ზედა სასუნთქ გზებს, ვიდრე ფილტვებს, რაც უფრო ნაკლებად იწვევს სიკვდილს. ჯანმომ კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემია 2020 წლის მარტში გამოაცხადა. ეპიდვითარების შედარებით გაუმჯობესების ფონზე და „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქი ვარიანტის გამო ქვეყნების უმრავლესობამ შეზღუდვები მოხსნა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერ მაინც აცხადებს, რომ პანდემიის დასრულებისგან მსოფლიო შორსაა.
თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს
შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც „ომიკრონის“ გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. როგორც თამარ გაბუნია აღნისნავს, სიმპტომები რომელიც ახასიათებს „ომიკრონის“ მიმდინარეობას, არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა. „ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სახლის პირობებში, დამატებითი გამოკვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე. ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს გაციების და გრიპის შემთხვევაში. ასეთ დროს არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების შემთხვევების მკვეთრ მატებას ადგილი არ ჰქონია. საქართველოში ახლა ვირუსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები „ომიკრონის“ B.A 5 ვარიანტი ფიქსირდება. ასევე წაიკითხეთ: COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა