თეგი: სამხედრო ბაზა

ბელორუსის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე ხანძარი „შემთხვევით გაჩნდა“

ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ ჰომიელის რეგიონში, პრიბიტკის (ზიაბროვკა) სამხედრო ავიაბაზაზე აფეთქებების შესახებ ინფორმაცია უარყო. ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჰაერო ბაზაზე სატესტო გაშვებისას ტექნიკის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. სამშაბათს, ჰომიელის აეროპორტში რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ილ-76 თვითმფრინავი დაეშვა. აღინიშნა, რომ თვითმფრინავმა აეროპორტი საათნახევრის შემდეგ დატოვა.ამასთან, მედია არ გამორიცხავს, რომ რაკეტების ტრანსპორტირება ხდება ზიაბროვკას აეროპორტში, სადაც კონცენტრირებულნი არია რუსეთის ფედერაციის ძალები. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ზიაბროვკას“ სამხედრო აეროდრომზე 11 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 00:30 საათიდან სამხედრო ობიექტზე სულ მცირე 8 აფეთქება დაფიქსირდა. ბელორუსი თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი ერთ დღეს აგებს პასუხს - მაიკლ კარპენტერი ზიაბროვკა ჩრდილოეთ უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში (18 მილი) მდებარეობს. რუსეთის ჯარები უკრაინაში რამდენიმე მიმართულებით შევიდნენ, მათ შორის სწორედ ბელორუსის ტერიტორიიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ივლისში განაცხადა, რომ ბელორუსის „ზიაბროვკას“ აეროდრომი რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა. NATO: ბელორუსმა უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა ომში უკვე აგვისტოში, უკრაიინა იუწყება, რომ ბელორუსმა უკრაინის საზღვართან დამატებითი, ელექტრონული ომის სისტემები განათავსა. ამასთან, ბელორუსმა რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნები დააანონსა. ერთობლივი ოპერატიულ-ტაქტიკური წვრთნების პირველი ეტაპი 11 აგვისტოსთვის დაიგეგმა. „ამ ქვეყნის [ბელორუსის] ტერიტორიიდან და საჰაერო სივრციდან მტრის სარაკეტო და საჰაერო დარტყმის საფრთხე კვლავ არსებობს“, - აცხადებს უკრაინის გენშტაბი. ბელორუსი რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და უკრაინაში მის შეჭრაში მთავარი როლი ითამაშა. ივლისში ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინა თავისი ქვეყნის ომში ჩათრევაში დაადანაშაულა.  

სერბეთმა თავის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარი თქვა - მედია

რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სერბეთმა თავის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარი თქვა. სანაცვლოდ ბელგრადმა გადაწყვიტა NATO-სთან თანამშრომლობა გააფართოოს.  გასულ კვირას, სერბეთში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ბოცან-ხარჩენკომ, რუსული სამხედრო ბაზის განლაგების შესახებ განცხადება გააკეთა. „სერბეთში რუსული სამხედრო ბაზის შექმნა ამ ქვეყნის სუვერენული საქმეა, დამატებით ეს თავად რუსეთის ფედერაციის ინტერესების საკითხია“, - თქვა დიპლომატმა. ამასთან, მან განაცხადა, რომ სერბეთის პოზიცია ბალკანეთის რეგიონში, სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით გაცილებით ძლიერია ვიდრე ჩანს. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთი ათვლას ახლა იწყებს. მანამდე პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ „სერბეთს არავისი სამხედრო ბაზები არ სჭირდება“.  „სერბეთს არავის სამხედრო ბაზები არ სჭირდება. ის შეინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტს და მოკავშირეებთან ურთიერთობებს. მას არ შერცხვება რუსეთთან, ჩინეთთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან კავშირების და საკუთარ თავზე იზრუნებს“, - განაცხადა გასული კვირის ბოლოს ალექსანდრე ვუჩიჩმა სერბეთის TV Prva-სთან ინტერვიუში.  

რუსეთი ბელორუსის სამხრეთით, სამხედრო ბაზასა და აეროდრომს აფართოებს - მედია

რუსეთი ბელორუსის სამხრეთ ნაწილში, ბრესტის რეგიონში ლუნინკაში, სამხედრო ბაზასა და აეროდრომს აფართოებს.  Polskoye Radio-ს ცნობით, ამ სამხედრო ბაზას რუსი სამხედროები თებერვლიდან, ბრესტის რეგიონში როგორც სამეთაურო პუნქტს ისე იყენებდნენ. „ამ ბაზიდან რუსეთის ჯარებმა რაკეტები უკრაინის მიმართულებით რამდენჯერმე გაუშვეს, ხოლო რუსული ავიაცია აეროპორტიდან საბრძოლო მისიებს ახორციელებდა.  როგორც აღინიშნა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე ლუნინეცის სამხედრო აეროდრომი რეზერვი იყო და არ გააჩნდა სტრატეგიული მნიშვნელობა. იანვარში აეროდრომს ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვია და ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, ეს ობიექტი რუსეთის ძალებმა დაიკავეს.  გომელის მახლობლად მდებარე ლუნინკას, ბარანოვიჩისა და ზიაბროვკას სამხედრო ბაზები რუსული არმიის მთავარი სტრატეგიული ცენტრებია ბელორუსში. აგვისტოში ზიაბროვკას ბაზა სარაკეტო სროლის შედეგად დაზიანდა“, - წერს უკრაინული მედია.   

კანადას უკრაინის დახმარების მიზნით, სამხედრო ბაზა ქუვეითიდან ბრიტანეთში გადააქვს

კანადა ქუვეითში მდებარე სამხედრო ბაზას დიდ ბრიტანეთში გადაიტანს, რათა უფრო აქტიური და მჭიდრო მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას. ამის შესახებ CBC-ის შტაბის უფროსი გენერალი უეინ ეირმა აცხადებს.  მისი თქმით, C-130J სატვირთო თვითმფრინავები და სახმელეთო დამხმარე დანაყოფები დიდ ბრიტანეთში განლაგდებიან. S-130 ტაქტიკური საავიაციო რაზმი, რომელიც ადრე დავალებებს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ასრულებდა, შოტლანდიაში გადანაწილების შემდეგ მოქმედებას უკრაინის მიმართულებით განაგრძობს.  

გუბერნატორი: უკრაინამ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურა

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერი გაიდაიმ განაცხადა, რომ 19 სექტემბერს, ღამით, კადიივკაში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა. ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინამ ასევე წარმატებით დაარტყა რუსულ სამხედრო ტექნიკასა და ცოცხალ ძალას ნოვოაიდარსკში. როგორც ცნობილია, წინა დღეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიშით გაანადგურეს ავტოსადგური ქალაქ სვატოვეში, ლუგანსკის რაიონის ჩრდილო-დასავლეთით. ჰაიდაის თქმით, ორასამდე დამპყრობელი ადგილზე დაიღუპა.

ბურკინა ფასოში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას, 10 ჯარისკაცი დაიღუპა

ბურკინა ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში, ჯიბოს რეგიონში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, სულ მცირე, 10 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა. ამასთან, ბურკინა ფასოს არმიის განცხადებით, ორმხრივი სროლის შედეგად, სულ მცირე, 18 თავდამსხმელის ლიკვიდირება მოხერხდა. ცნობისთვის, ბურკინა ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში თავდასხმები 2015 წლიდან გახშირდა, თავდასხმების უკან ძირითადად ალ-ქაიდასა და ე.წ. ისლამურ სახილმწიფოსთან კავშირში მყოფი ისლამისტი მებრძოლები დგანან.  

მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება

მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.  „თანამედროვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრი სრულად შესაბამისი იქნება NATO-ს სტანდარტებთან. პროექტის ღირებულება 70 მილიონამდე ლარია. პირველ ეტაპზე აშენდება: შტაბის შენობა, ყაზარმები, სასადილო, ლაზარეთი, სამწყობრო მოედანი, ავტოპარკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. მეორე ეტაპი ითვალისწინებს სასწავლო, საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების აშენებასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და რეაბილიტირდება 3 ძველი შენობა. მშენებლობის დასრულება 2 წელიწადში იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მედია: რუსმა ჯარისკაცმა ბელგოროდის რაიონში, სამხედრო ნაწილში ყუმბარა ააფეთქა. არიან დაღუპულები

რუსმა ჯარისკაცმა, დღეს  ბელგოროდის რაიონში, სამხედრო ნაწილში ყუმბარა ააფეთქა. არიან დაღუპულები.  წინასწარი მონაცემებით, ხელყუმბარის აფეთქებას სულ მცირე სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. ამის შესახებ ტელეგრამის არხები „112“ და „ბაზა“ იუწყებიან. TASS-ი, გადაუდებელი დახმარების წყაროზე დაყრდნობით, ირწმუნება, რომ საბრძოლო მასალის აფეთქება და ხანძარი მოხდა ბელგოროდის რეგიონში, ტონენკოეს ფერმაში მდებარე სოფლის კულტურის სახლში და დაშავდა 10 სამხედრო მოსამსახურე. სააგენტო არ ავრცელებს ინფორმაციას დაღუპულების შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია აფეთქება და ხანძარი. მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.  

ჰელსინკი და ვაშინგტონი ფინეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის შექმნაზე შეთანხმდნენ

ფინეთი და აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე (DCA), რომელიც აშშ-ის სამხედროებს საშუალებას მისცემს, ფინეთში სამხედრო ბაზა შექმნას იარაღის შესანახად და წვრთნების გასამართად. უკრაინული სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი მედია Helsingin Sanomat იტყობინება. გასულ კვირას ფინეთის დედაქალაქში, ფინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გაიმართა. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მიქაელ ანტელმა განაცხადა, რომ შეთანხმების ტექსტი თითქმის მზად არის და მოლაპარაკებების დროს ის მხოლოდ ერთხელ გადაიხედა. თავდაცვის შეთანხმება ითვალისწინებს ფინეთის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიარებას შეერთებული შტატების წარმომადგენლობითა და ამერიკული თავდაცვის სისტემების შესაძლო განლაგებით. DCA-ის პირობები სამხედრო ნაწილების განლაგების საშუალებას იძლევა. კონკრეტული წესები კი, დაარეგულირებს ტერიტორიაზე მათ ყოფნას, სამხედრო ტექნიკის შენახვას და პოტენციურ ამერიკულ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში. მაგალითად, დიპლომატმა ახსენა ფინეთის ტერიტორიაზე სერვის ცენტრის შექმნის შესაძლო ვარიანტი ამერიკული მეხუთე თაობის F-35 საბრძოლო თვითმფრინავების შესანახად. ამავდროულად, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ DCA არ ეხება ფინეთში ბირთვული იარაღის შესაძლო განლაგებას. Helsingin Sanomat-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ფინეთს შორის ოფიციალურ დონეზე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2024 წლამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ დოკუმენტის პროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება. აშშ ამჟამად მსგავს მოლაპარაკებებს შვედეთთან და დანიასთან აწარმოებს. მსგავსი შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა ნორვეგიასთან 2021 წელს გააფორმა. ფინეთი ოფიციალურად NATO-ს წევრი 4 აპრილს გახდა. ქვეყანამ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე განაცხადა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილის შესახებ და  ნეიტრალიტეტზე თქვა.

ტაივანის სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა

ტაივანის სამხედრო ბაზაზე საბრძოლო მასალის საცავში აფეთქების შემდეგ, ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. იტყობინება ტაივანის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო (MND). აფეთქება დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. (GMT +8), როდესაც ტექნიკური პერსონალის შემოწმების დროს 120 მმ-იანი ნაღმტყორცნები აფეთქდა. მიმდინარეობს გამოძიება. საბრძოლო მასალის საცავს, სადაც აფეთქება მოხდა, მე-6 არმიის სარდლობის მესამე განყოფილება მართავს. ბაზა კილუნგის შიდა ნავსადგურის აღმოსავლეთ მხარეს, ქალაქის ცენტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.  

საელჩო: შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში

ამერიკის საელჩო პასუხობს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში. ელჩი დეგნანი პასუხობს შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება „აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს NATO-ში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში,“ - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თბილისში ვიზიტისას, ქართულ მხარეს ამერიკული ბაზების საქართველოში განლაგების საკითხზე მოლაპარაკებები შესთავაზა, რასაც მმართველი გუნდი არ დათანხმდა.    თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ირაკლი კობახიძე: არავითარი ბაზა არ არის ზოგადად უსაფრთხოების გარანტი, უსაფრთოხების ერთადერთი გარანტი არის NATO-ს ქოლგა