თეგი: სტრასბურგის სასამართლო

უსტიციის მინისტრი: 2008 წლის ომთან დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა

2008 წლის ომთან დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. „სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლს არ ახორციელებდა. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ აღნიშნული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად.“, - განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში  მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა. „ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მის მიმართ მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და მისი უფლებები და ინტერესები სრულად არის დაცული“, – განაცხადა ძამაშვილმა. ამასთან, ძამაშვილის თქმით, ევროპულ სასამართლოს მიეწოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ და პენიტენციურ სისტემაში მის მოპყრობასთან, მის მდგომარეობასთან დაკავშირებით. „ეს ინფორმაცია თავის დეტალურ დოკუმენტაციასთან ერთად გადაეგზავნა ევროპულ სასამართლოს და შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილებას იღებდა სასამართლო, ის ხელმძღვანელობდა ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ინფორმაციით და მასალებით და მეორე მხრივ, მომჩივნის ინფორმაციით და მასალებით. ჩვენ ევროპულმა სასამართლომ მოგვთხოვა ინფორმაცია მკურნალობაზე და უსაფრთხოების მდგომარეობაზე და ეს ინფორმაცია მივაწოდეთ, თავის მხრივ, მომჩივანმა რა სახის ინფორმაცია მიაწოდა ეს მომჩივნის შესაძლებლობა იყო და მათ ჰქონდათ საშუალება, ევროპულ სასამართლოში წარედგინათ ნებისმიერი დოკუმენტაცია თუ მტკიცებულება“, – განაცხადა ძამაშვილმა. სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 1 ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ სამშობლოში დაბრუნდა.

5 ივლისის ძალადობა და თავდასხმა აქტივისტებზე - სტრასბურგმა "სირცხვილიას" სარჩელი წარმოებაში მიიღო

5 ივლისის ძალადობა და თავდასხმა აქტივისტებზე - სტრასბურგის სასამართლომ მოძრაობა "სირცხვილიას" სარჩელი წარმოებაში მიიღო. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის ავრცელებს. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ წარდგენილი საჩივარი, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მიერ სირცხვილია • Shame Movement ოფისზე თავდასხმასა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას ეხება. სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ „სირცხვილიას“ წევრების: სალომე ნიკოლეიშვილის (ბარკერი), ზურაბ ბერძენიშვილის, გიორგი მაქარაშვილისა და მარიამ დოლიძის ინტერესებს ვიცავთ. საჩივარში მთავარი აქცენტი გაკეთებულია, 5 ივლისს მომხდარი ძალადობის აღსაკვეთად სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, დანაშაულის არაეფექტიან გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლთა დაზარალებულად არ ცნობაზე. სტრასბურგის სასამართლოს ვთხოვთ დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6 მუხლის, კერძოდ მე-3, მე-8, მე-10, მე-11, მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევა, - წერს ორგანიზაცია.  

2021 წლის 5 ივლისს ძალადობის ფაქტზე, სტრასბურგის სასამართლომ „თბილისი პრაიდის“ სარჩელი განსახილველად მიიღო - GDI

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ცნობით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) GDI-ის საჩივარი Tbilisi Pride-ის საქმეზე განსახილველად მიიღო.  5 ივლისის ძალადობა და თავდასხმა აქტივისტებზე - სტრასბურგმა "სირცხვილიას" სარჩელი წარმოებაში მიიღო „საქმე ეხება 2021 წლის 5 ივლისს განხორციელებული ჰომოფობიური ძალადობას, თავდასხმებს და მუქარას ლგბტქი+ თემისა და აქტივისტების წინააღმდეგ. შესაბამისად, საჩივრით მოსარჩელეები ითხოვენ ხელისუფლების უმოქმედობის და არაეფექტური რეაგირების გამო კონვენციით გარანტირებული უფლებების, კერძოდ კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-11 (შეკრების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევის დადგენას. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ საქმე ყველა მუხლთან მიმართებით დააკომუნიცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა 2022 წლის 13 ოქტომბრამდე ვალდებულია გასცეს პასუხი სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს საჩივარში წამოჭრილ ყველა საკითხის ირგვლივ. მათ შორის,  სასამართლოს აინტერესებს, ხომ არ წაახალისა ხელისუფლების წევრების განცხადებებმა ის ძალადობა, რომელმაც იფეთქა 2021 წლის 5 ივლისს და რამდენად შეასრულა სახელმწიფომ მასზე ნაკისრი პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებები. ამასთანავე, სასამართლომ დააკმაყოფილა GDI-ს  შუამდგომლობა და მთავრობას დაავალა,  5 ივლისის უსაფრთხოების გეგმისა და შიდა მასალების წარმოდგენა, რომელიც ეხება შსს-ს მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას სადავო მოვლენების (2021 წლის 1-ლი და 5 ივლისის) წინ. დღეს, ერთი წლის თავზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისთან დაკავშირებული საქმეების განხილვა დასრულებულია, თუმცა პასუხისგებაში არაა მიცემული ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული – მინიმალური სანქციები შეეფარდათ“, - ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცახდებაში. “თბილისი პრაიდის” და ლგბტქი+ აქტივისტების უფლებებს ევროსასამართლოს წინაშე GDI იცავს. 2021 წლის 5 ივლისს, ჰომოფობიურ აქციაზე, დილის 11:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფის წევრები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს - ყველას, ვინც მედიის წარმომადგენლად აღიქმებოდა. ამ დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტზე თბილისის ცენტრალურ უბნებში იძალადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროს ქუჩაში 10 ათასამდე მოქალაქე იყო შეკრებული და მუშაობდა 3,4 ათასამდე პოლიციელი. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 - 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა „პრაიდის“ ოფისზე თავდამსხმაში ბრალდებულ სამ ადამიანს. სტრასბურგის სასამართლოს 5 ივლისთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე აქვს წარმოებაში მიღებული. ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეკუთვნის და მოსარჩელეები „სირცხვილიას" აქტივისტები არიან. ასევე შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ძალადობრივი ჯგუფები ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. გამოძიებასთან დაკავშირებით, ბოლო ცნობა, პროკურატურამ თებერვალში გაავრცელა.

გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

3 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქმეზე - მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ (No9487/19). ამის შესახებ Europetime-ს ევროპული სასამართლოდან აცნობეს. ოფიციალურ ცნობაში წერია: განმცხადებელი, გიორგი მამალაძე, არის საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1984 წელს და ცხოვრობს თბილისში (საქართველო). შესაბამის დროს ის იყო დეკანოზი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას დაქვემდებარებული სამედიცინო კლინიკის დირექტორი. შეგახსენებთ, ევროსასამართლოში გაგზავნილი საჩივარი იურისტმა დავით ჯანდიერმა მოამზადა. გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში 2021 წლის ივნისში მიიღო. ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე გიორგი მამალაძე დაობდა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მტკიცებულებების („ნატრიუმის ციანიდის“) მოპოვების გარემოებების გამო. იგი, აგრეთვე, ასაჩივრებდა მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესის სრულად დახურვის საკითხს და ამტკიცებდა, რომ გენერალური პროკურატურისა და თანამდებობის პირების განცხადებების საფუძველზე დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია. რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების, მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა („ნატრიუმის ციანიდის“) და მათი სანდოობის კუთხით დარღვევა არ დაადგინა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ეროვნულ დონეზე საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოების დასკვნები მომჩივნის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. საგულისხმოა, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმადაც, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გამორიცხულია მომწამლავი ნივთიერების „ჩადება“, როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებდა. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძის განაჩენი ეფუძნება საქმეში არსებულ არაერთ სხვა მტკიცებულებას, როგორიცაა მოწმეთა ჩვენებები, აუდიო და ვიდეომასალა, კომპიუტერული მონაცემები და სხვა. რაც შეეხება მომჩივნის სხვა მოთხოვნებს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ წარმოებული საქმის სხდომების სრულად დახურვა არ იყო მკაცრად აუცილებელი. კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, შიდა სასამართლოების მიერ სათანადოდ არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ შეიძლებოდა სხდომის ნაწილის საჯაროდ ჩატარება. ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნია ერთობლიობაში მომჩივნის წინააღმდეგ ცალკეული საჯარო განცხადებების გაკეთება და პროკურატურის მხრიდან საქმის მასალების ნაწილის საჯაროდ გამოქვეყნება, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მიმართ გამოყენებულ იქნა ინფორმაციის გაუთქმელობის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ ხსენებული დარღვევები არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა თავად ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საქმისწარმოება მთლიანობაში იყო სამართლიანი, მომჩივნის ჩხრეკა იყო კანონიერი და ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია“, - წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.  თავის მხრივ, პროკურატურის შეფასებით, რომელსაც IPN ავრცელებს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,რომ გიორგი მამალაძის საქმეზე მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ბრალეულობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი განხილვის დარღვევის უფლება დაადგინა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ სამიდან ორი მოთხოვნა დაკმაყოფილა და მე-6 მუხლის ანუ სამართლიანი განხილვის დარღვევის უფლება დაადგინა. ადოკატის თქმით, ევროპული სასამართლოს წინაშე სამი ძირითადი მოთხოვნა იყო დაყენებული. „ერთი - ეს უკავშირდებოდა მტკიცებულებების მოპოვებასა და გამოყენებას. მეორე საკითხი იყო დაკავშირებული საქმის განხილვასთან დახურულ რეჟიმში, მთელი პროცედურის განმავლობაში და მესამე უკავშირდებოდა უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევას. პირველ ნაწილში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას არ ჰქონია ადგილი. სხვა დანარჩენ ნაწილებში კი სასამართლომ თქვა რომ დარღვევა დაფიქსირდა“, - აღნიშნა ჯანდიერმა.  ამასთან ადვოკატმა განმარტა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია საქმის წარმოების განახლება. ასევე შესაძლებელია მამალაძეს, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასჯელი შეუმსუბუქდეს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენოს.  ჯანდიერის განცხადებით, თუ რა მიმართულებით იმოქმედებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ამ საკითზე ის დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს.    რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე  ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ (No9487/19), გადაწყვეტილება გამოიტანა. სამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის საქმეში, სამართალწარმოება მთლიანობაში არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი არ დარღვეულა მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში. ამასთან, სასამართლო ორი პუნქტის დარღვევაზე მიუთითებს. კერძოდ: სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;   სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას; (უდანაშაულობის პრეზუმფცია)   კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, მოპასუხემ, სახელმწიფომ განმცხადებელს სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 9418 ლარი. ასევე, ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, დეკანოზ მამალაძეს ხარჯის სახით დაეკისროს. ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) პუნქტების შესაძლო დარღვევაზე დავობდა. ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი განხილვის დარღვევის უფლება დაადგინა იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია რას ცვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ჯანდიერის განცხადებით, მსჯავრდებულს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უფლება აქვს, შესაბამის სამსახურს მიმართოს, რათა მისი მსჯავრი უფრო მსუბუქი სასჯელით შეიცვალოს. ამავდროულად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შესაძლებლობას იძლევა, რომ სტრასბურგის სასამართლოს საფუძველზე მოხდეს საქმის წარმოების განახლება იმ ნაწილში, რაც მის მსჯავრდებას უკავშირდება და რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში გამოიწვიოს განაჩენის გაუქმება. ასევე, პრეზიდენტს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება აქვს“, - განაცხადა გიორგი ჯანდიერმა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, იურისტმა უპასუხა: „მე-6 მუხლი არის მხოლოდ პროცედურული ნაწილი, სხვა არაფერს ეხება. სასამართლო არ ამბობს ვინმე დამნაშავე არის, თუ არ არის. საუბარია, პროცედურა რამდენად არის დაცული. სასამართლომ თქვა, მტკიცებულებების მოპოვების ნაწილში, ის კონვენციის დარღვევას ვერ უყურებს, რაც შეეხება პროცედურას, იმ ნაწილში, რაც უკავშირდება სხდომის საჯაროობის განხილვას და გამოძიების ნაწილს, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციასთან მიმართებით, აქ თქვა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი“. რამდენად კანონიერად შეიძლება, ჩაითვალოს გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გიორგი ჯანდიერის განმარტებით, როცა საკითხი უკავშირდება კონვენციის დარღვევას, მაშინ განაჩენი არ არის კანონიერი. „მტკიცებულებებთან ნაწილში სასამართლოს შემდეგი აქვს ნათქვამი. პირველი, ის, რომ ის არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო, რომელსაც შეუძლია, გადააფასოს კანონიერად მოხდა თუ არა მტკიცებულებების მოპოვება. ანუ, სტრასბურგის სასამართლო არ აფასებს კანონიერების საკითხს შიდა კანონმდებლობასთან მიმართებით“. შესაძლოა, თუ არა, რომ ეს გარემოებები ხელახალი გამოძიების საფუძველი გახდეს იურისტის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი საფუძველია საქმის წარმოების განახლების. „სასამართლო ხარჯები დაკმაყოფილებულია, რაც შეეხება სხვა ნაწილს, მორალური ზიანი არ დაუკმაყოფილებია, ეს არ არის გამონაკლისი. როცა სასამართლო ამბობს, რომ კონვენციის დარღვევას ჰქონდა ადგილი, ის მიიჩნევს, რომ კონვენციის დარღვეულად აღიარება საკმარისი საფუძველია და აღარ საჭიროებს თანხობრივი კომპენსაციის განსაზღვრას“, - აღნიშნავს გიორგი ჯანდიერი. გიორგი მამალაძე მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, (შემოსავლის დაკარგვის გამო) 376 304 ლარს და 150 000 ევროს მორალური ზიანისთვის ითხოვდა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. დეკანოზი ასევე ითხოვდა 6360 ლარს, სასამართლოში მისი იურიდიული წარმომადგენლობისთვის და 3058 ლარს დოკუმენტების თარგმნის, საფოსტო და სხვა ხარჯებისთვის, რომელიც დაკმაყოფილდა. ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა პროცესუალურ ნაწილში. არსებით ნაწილში, სიცოცხლის უფლების დარღვევა ვერ დაადგინა. სასამართლომ, კერძოდ, დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ეფექტიანი და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, თუმცა მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა დაედგინათ, (გონივრული ეჭვის მიღმა) რომ თ.მ. გარდაიცვალა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში. გარდა ამისა, სასამართლომ უარყო მომჩივნების საჩივარი არაადამიანური მოპყრობის შესახებ მე-3 მუხლით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი აკრძალვა). სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ განმცხადებელს არამატერიალური ზიანისთვის 10 000 ევროს, ხოლო ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ევროსასამართლოში განაცხადი სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან (EHRAC) ერთად წარადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ცენტრი პრესკონფერენციას მართავს. მანამდე კი, შეფასება საკუთარ Facebook გვერდზე განათავსა. „სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა ჩვენი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით გვქონდა. მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა; ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა; ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მათთვის. სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო. სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი, სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა. ამასთანავე, სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლით დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ასევე, ცალკე არ განუხილავს 13-ე მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე), რადგან მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო. ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება, რაც იმედი გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს“, - აღნიშნავს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი მაქსიმუმ ხუთშაბათს გაიგზავნება - ალასანია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი მაქსიმუმ ხუთშაბათს გაიგზავნება. "მე რომ მკითხო, წინა კვირაშიც უნდა შეტანილიყო სარჩელი. ვერ გეტყვით, ვერ ვიღებ პასუხს. სასწრაფო და აუცილებელია გაგზავნა. ადვოკატები არ მინახავს, არ ვიცი. დღის ბოლომდე რაღაცებს ვლაპარაკობთ, შემდეგ მთავრდება დღის ბოლო და პასუხს ვერ ვიღებ. მე მეჩქარება დიდი ხანია, ადამიანი გაქრა, ხომ ხედავთ. ადვოკატებსაც იმავეს ვეუბნები, სხვა რა უნდა ვუთხრა. არ გამიგია, რა პროცედურებია კიდევ“, – აღნიშნა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა

მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე პოლონეთიდან ავრცელებენ. "დროებითი გადავადება, არის ასეთი სურვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა. თუკი დარჩა მას ეს შანსი" - ამბობს გიული ალასანია. სტრასბურგს მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სრული სურათი უნდა ვაჩვენოთ - ალასანია შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

სტრასბურგში, ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გადაიდო

18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გადაიდო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.   როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო.   შეგახსენებთ, პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველწლიური მოხსენების დროს, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ 18 აპრილს ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავდა. „ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

2008 წლის ომის საქმეზე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - იუსტიციის სამინისტრო

2008 წლის ომის საქმეზე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგმა რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. „2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დარღვევების მტკიცებულებების საფუძვლიანი ანალიზის შემდგომ, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 20 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები დაზარალებულ პირთა კომპენსაციასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ. გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება და რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის შემდეგ თანხა დაზარალებულებზე განაწილდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის მტკიცებულებების შეგროვებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს. საქართველოს მთავრობა კვლავაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფოს ინტერესების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში, რის თაობაზეც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.  

აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგმა რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა და საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი (სამართლიანი დაკმაყოფილება) გამოყენებული იყო მოცემულ საქმეზე ოკუპირებულ ცხინვალში ქართულ სოფლებსა და "ბუფერულ ზონაში" ჩადენილი დანაშაულების - მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, სახლების გადაწვის, გაძარცვის, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის - მიმართ. სასამართლომ შენიშნა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ შეწყვიტა ევროპის საბჭოს წევრობა 2022 წლის 16 მარტს, ასევე აღარაა კონვენციის მომხრე. სტრასბურგი ამბობს, რომ ეს არ ათავისუფლებს რუსეთს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისგან ნებისმიერი ქმედების მიმართ, რომელიც შესრულდა იმ თარიღამდე, როდესაც იგი შეწყვეტდა კონვენციის მხარედ ყოფნას. ამასთან, დანაშაულები მოიცავს სეპარატისტული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, მათი სახლების დაწვასა და გაძარცვას, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ომის ტყვეთა წამებას, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე წინააღმდეგობას. ხაზგასმულია, რომ რუსეთი არ ასრულებდა პროცედურულ ვალდებულებას, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება იმ დანაშაულებზე, რომლებიც აქტიური კონფლიქტის დროს, ან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ხდებოდა. სასამართლო ამბობს, რომ წინამდებარე საქმეში, ფაქტები, რომლებიც წარმოშობს ძირითად გადაწყვეტილებაში აღმოჩენილ დარღვევებს, მოხდა 2022 წლის 16 სექტემბრამდე. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.  

სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი

სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება. ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა „მე მინდა, ყველა ჩემმა მომხრემ და საერთოდ საღი აზრის მქონე ყველა ადამიანმა გაიაზროს, რომ უკვე თითქმის ორი წელია მაწამებენ, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით, სრულიად უდანაშაულოს. ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ რუსეთის ცხვირწინ შევქმენი ნამდვილი სახელმწიფო და მყარად შემოვატრიალე ის ევროკავშირისა და ნატოსკენ. ახლა ამას ყველაფერს დიდი საფრთხე ემუქრება და ამიტომაც ვყავარ პუტინის ბრძანებით ციხეში. ქართველებმა მთელს მსოფლიოში და პირველ რიგში, საქართველოში - უფრო ხმამაღლა ამოიღეთ ხმა ამ უსამართლობაზე! მე მთელი შეგნებული ცხოვრება ვიბრძვი საქართველოს თავისუფლებისთვის, მინდა რომ საქართველომაც კიდევ უფრო ხმამაღლა ამოიღოს ხმა ჩემი, ნიკას, ლაზარეს, ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულის თავისუფლებისთვის. მხოლოდ უცხოეთი ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს, დასავლეთი და თავისუფალი სამყარო დაგვეხმარება მხოლოდ მაშინ, თუ დაინახავს ჩვენს შემდგომ შეუპოვარ ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არ იქნება მხოლოდ უკრაინის იმედზე“, - აცხადებს სააკაშვილი. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

„სტრასბურგის სასამართლომ  უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის, საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა“, – აღნიშნა  რატი ბრეგაძემ. მისი თქმით, „საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც დგას ადამიანის უფლების სადარაჯოზე“. ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 11 აპრილს გადააგზავნეს. ადვოკატები მიხეილ სააკაშვლისთვის სასჯელის გადავებასა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო მიხეილ სააკაშვილის საჩივარი უკრაინის წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა დაუშვებლად ცნო უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც ეხებოდა მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას და ქვეყნიდან გაძევებას. დღეს, 29 ივნისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო იმის გამო, რომ ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებები ამოწურული არ იყო. უკრაინის მოქალაქე, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ დარღვეულად მიიჩნევდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლს. მათ შორის, მუხლებს, რომელთა თანახმად, გარანტირებულია თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით სარგებლობა და აკრძალულია წამება და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ახლა  ქვეყანა 2012 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დატოვა. 2015 წელს, მას უკრაინის მოქალაქეობა მისცა მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა. სააკაშვილმა გუბერნატორის თანამდებობა 2016 წლის ნოემბერში დატოვა. 2017 წლის ივლისში, პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოგვიანებით ის პოლონეთის ტერიტორიაზე გააძევეს. 2019 წლის მაისში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინა და ის დაბრუნდა უკრაინაში, სადაც რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნეს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს. 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს დაზარალებულისთვის €12 000-ის გადახდა დააკისრა - HRC

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე - „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული საჩივრით, კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით, განმცხადებელი ევროსასამართლოში ჩიოდა მისი შვილის გარდაცვალებასა და ამ კუთხით ეფექტიანი გამოძიების არარსებობაზე. „საქმეზე - „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის ფუნდამენტური დარღვევები და მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარება. სასამართლომ მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე და ფაქტობრივად, გამოძიების არაეფექტურობასთან დაკავშირებით განმცხადებლების ყველა არგუმენტი გაიზიარა. ხოლო მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები დაუშვებლად მიიჩნია. როგორც გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ კავშირი მომჩივნის შვილის სიკვდილსა და პოლიციის მიერ მის დევნას შორის აშკარა იყო 2016 წლის 3 აგვისტოს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე არსებული რეგულაციებით პოლიციის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება პროკურატურას უნდა ეწარმოებინა, ამ საქმის გამოძიება პოლიციას დაევალა. პროკურატურამ მხოლოდ თხუთმეტი თვის შემდეგ დაიწყო გამოძიება. აქედან გამომდინარე, გამოძიების ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი ჩატარდა იმ ორგანოს მიერ, რომელსაც არ ჰქონდა საკმარისი დამოუკიდებლობა პოლიციის თანამშრომლებისგან, რომელთა პასუხისმგებლობაც შესაძლოა, გამოკვეთილიყო აღნიშნულ ინციდენტში. უფრო მეტიც, გამოძიების რამდენიმე ძირითადი ხარვეზი პირდაპირ კავშირშია ამ ფაზასთან,“ წერს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ოჯახის უფლებებს იცავდა. „დაბოლოს, გამოძიება უკვე შვიდ წელზე მეტია მიმდინარეობს. მთავრობას არ განუმარტავს, რატომ გაგრძელდა გამოძიება ასე ხანგრძლივად. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირია სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების გაჭიანურება, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საეჭვო გარემოებაში გარდაცვალებას ან/და მსხვერპლის არასათანადო მოპყრობას, რასთანაც სავარაუდო კავშირი ჰქონდათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. სასამართლო გამოძიების ამგვარად გაჭიანურებას გაუმართლებლად მიიჩნევს,“ - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში HRC-ს ცნობით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მომჩივანის სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა 12 000 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის. ადამიანის უფლებათა ცენტრმა საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ელიბაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2021 წელს მიმართა.  

ევროსასამართლომ სააკაშვილის საქმეზე დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არცერთი მუხლი არ დარღვეულა

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე“ გამოტანილ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი არ დარღვეულა. ამასთანავე, სასამართლო განმარტავს სოციალურ პლატფორმა Twitter-ზე განთავსებულ ცნობაში, რომ „ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.“ „განმცხადებელი მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტის მიხედვით ჩიოდა, რომ მის მიმართ 2018 წლის 5 იანვრისა და 28 ივნისს გამოტანილი განაჩენი ეფუძნებოდა შეუმოწმებელ ჩვენებებს და სხვა არასანდო მტკიცებულებებს. ამასთან, ის აცხადებდა პრეტენზიას, რომ მოსამართლე გ.ა., რომელმაც საქმე პირველი ინსტანციის საქმეზე განიხილა, არ ჰქონდა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. სასამართლო ასკვნის, რომ მოსამართლე გ.ა.-ს, რომელმაც განიხილა განმცხადებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე და განაჩენი გამოტანა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2018 წლის 5 იანვარს, არ აკლდა დამოუკიდებლობა ან მიუკერძოებლობა. შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა,“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციითვე, ადგილი არ ჰქონია არც კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას. სასამართლოს განმარტებით, განმცხადებლის მტკიცებით, მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებების კონვენციის მე-7 მუხლი, რადგან მისთვის არ იყო შესაძლებელი გაეთვალისწინებინა, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებას, რომელიც მას მიენიჭა პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის გამო, შესაძლოა გამოეწვია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. „სასამართლო ასკვნის, რომ სხვა თუ არაფერი, განმცხადებლისათვის საღი აზრის საკითხი უნდა ყოფილიყო იმის განჭვრეტა, რომ სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა მის გადაწყვეტილებას, ფარული შეთანხმება ჰქონოდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც უშუალოდ ჩაიდინეს მკვლელობა, ან ჰქონდათ შეთქმულება ამ ძალიან მძიმე დანაშაულის ფარგლების დასაფარად. უფრო მეტიც, განმცხადებელს, წამყვან პოლიტიკოსს - რომელსაც ჰქონდა ფართო იურიდიული გამოცდილება და დიდი გამოცდილება იურიდიულ და საჯარო მმართველობის საკითხებში - უფრო მეტი სიფრთხილით უნდა ემოქმედა, ვიდრე შეიძლება მოელოდე რიგითი ადამიანისგან და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოევლინა იმ რისკების სიმძიმის შეფასებისას, რომელიც შეიძლება წარმოშობილიყო გირგვლიანის მკვლელობის საქმის უკან მდგომ დამნაშავეებთან მისი ფარული შეთანხმებით. განმცხადებელს არ შეუძლი,ა პრეტენზია გამოხატოს, რომ მას არ შეეძლო, გაეგო მისი ქმედების დანაშაულებრივი ხასიათი, რომელიც გამოიყენა შეწყალების უფლებამოსილების მართლმსაჯულების გარკვევის მიზნით. განმცხადებელს შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა, რომ მისი საქციელი მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა. აქედან გამომდინარეობს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას,“ - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში. კონვენციის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, მოსამართლეების აზრი გაიყო. ხუთმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ სააკაშვილის უფლებები არ დარღვეულა, ორმა კი, განსხვავებული აზრი გამოთქვა და შესაბამისად, ხმა მისცა სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-7 მუხლი არ დარღვეულა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი. "საქმეში "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სრულად გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ. როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, მსჯავრდებული არ ეთანხმებოდა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას და სტრასბურგის სასამართლოში დავობდა მოსამართლის მიკერძოებულობის, არასაკმარისი მტკიცებულებებისა და პოლიტიკური დევნის თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე სააკაშვილის მიმართ წარმოებული გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდება სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის სტანდარტებთან," - განაცხადა რატი ბრეგაძემ. სააკაშვილის უფლებადამცველები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას ევროკონვენციით დადგენილ ვადაში საჩივრით მიმართავენ და მოელიან, რომ მათ არგუმენტებს გაითვალისწინებენ. "სამწუხაროდ, სასამართლომ ჩვენი არგუმენტაცია საკმარისად არ მიიჩნია და დარღვევა არ დაადგინა. თუმცა ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ორმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სარჩელი იყო დასაბუთებული და ჩვენი მოთხოვნები იყო კანონიერი, ევროკონვენციასთან შესაბამისი," - განაცხადა ბექა ბასილაიამ. ექსპრეზიდენტს საქართველოს სასამართლოებში მის მიმართ გამოტანილი ორი განაჩენის შესახებ ჰქონდა შეტანილი განაცხადი სტრასბურგში. ეს ეხებოდა დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა შეწყალების საქმეებს.