ინდურ შტამს განსხვავებული კლინიკური ნიშნები აქვს, რაც დიაგნოსტიკურ პროცესს ართულებს. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან საუბრობს.
„აქ წამყვანია ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და სურდო. მას არ ახასიათებს ცხელება და ხველა, როგორც ძირითადი სიმპტომი. ჩინური შტამის შემთხვევაში, წამყვანი სიმპტომები იყო ცხელება და ხველა. ინდურ შტამს ახასიათებს განსხვავებული სიმპტომატიკა და უფრო მეტად აგრესიულია ახალგაზრდებსა და 12-დან 15 წლამდე ბავშვებში. ეს შტამი გადმოწევს ინფიცირებულთა საშუალო ასაკს. გრიპის დროს, ერთი ადამიანი აინფიცირებს მის გარშემო 1,3-ს, ჩინური შტამის დროს - 2,5-ს, ჩინურ შტამთან შედარებით ბრიტანული 60%-ით გადამდებია. დელტა შტამის შემთხვევაში, ერთი ადამიანი მის გარშემო შეიძლება აინფიცირებდეს 4-5 ადამიანს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
„გავაგრძელოთ ნიღბის ტარება. ამერიკელი ექიმი ენტონი ფაუჩი ბრიტანული შტამის დროს მოსახლეობას ორი ნიღბის ტარებას ურჩევდა. თუ ქვეყანაში ინდური შტამი დომინანტური გახდა და შემთხვევებმა მკაფიოდ მოიმატა, ორი ნიღბის ტარება იქნება რეკომენდებული და არა მისი მოხსნა, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კვლევების საფუძველზე შეისწავლა, რომ ინდური შტამი ნაკლებად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა ორჯერადად აიცრა. რაც მეტია ორჯერადად ვაქცინირებული, მით უფრო ნაკლებია ინდური შტამის გავრცელების რისკი. დაუყოვნებლივ დაიწყეთ ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყანაში, ჩვენთან ძალიან ბევრი ელოდება Pfizer-ის ვაქცინას, რომელიც შეიძლება მოგვიანებით შემოვიდეს. ლოდინის დრო ნამდვილად არ გვაქვს, ყველა ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია ჯანმოს მიერ, ასევე ეფექტიანია ინდური შტამის წინააღმდეგაც“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
ინფორმაციისთვის, საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით წითელ ზონაშია. დელტა შტამი დაფიქსირებულია მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში.
კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა
ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია
ჯანმო: მსოფლიოში კოვიდინფიცირების შემთხვევები 12%-ით გაიზარდა
საქართველოში დღეს კორონავირუსი 2 415 ადამიანს დაუდასტურდა, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია.