70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

„უსაფრთხოების გაუარესებული სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვმუშაობთ და ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ავღანელების ავღანეთიდან უსაფრთხო და მოწესრიგებულ გასვლას. ავღანეთში ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მქონე პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადამიანის სიცოცხლისა და ქონების დაცვასა და უსაფრთხოებისა და სამოქალაქო წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენაზე.

ავღანელებსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც გამგზავრება სურთ, ამის საშუალება უნდა მიეცეთ. გზები, აეროპორტები და სასაზღვრო პუნქტები ღია უნდა იყოს და სიმშვიდე უნდა შენარჩუნდეს. ავღანელი ხალხი იმსახურებს იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობაში მზად ვართ მათ დასახმარებლად“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

ცნობისთვის, დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ქაბულში კონტროლი დაამყარა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ქვეყანა დატოვა ავღანეთის პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე:

The Wall Street Journal-ი: ქაბულის აეროპორტში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა

როდის შეძლებენ ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნებას

ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ

ავღანეთის საავიაციო სამსახური სატრანზიტო თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს

საქართველო ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს

AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს