ავღანეთს დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც შეუწყვიტა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) განაცხადა, რომ ავღანეთი ვეღარ შეძლებს კრედიტორების რესურსებზე წვდომას.
BBC წერს, რომ ეს ნაბიჯი „თალიბების“ მიერ ქვეყნის ხელში ჩაგდებას მოჰყვა.
ფონდის კომუნიკაციის სამსახურის დირექტორმა ჯერი რაისმა განაცხადა, რომ სავალუტო ფონდი ხელმძღვანელობს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციით. ჯერ კი სიცხადე ავღანეთში მთავრობის აღიარების მხრივ არ არის, რის გამოც ქვეყანას არ შეუძლია, წვდომა ჰქონდეს ფონდის რესურსებზე.
NATO-მ ავღანეთის მთავრობას ფინანსური დახმარება შეუწყვიტა
პანდემიასთან დაკავშირებით, ავღანეთს სესხის სახით 370-ზე მეტი მილიონი დოლარი 23 აგვისტოს უნდა მიეღო. ეს თანხა ეკონომიკურ კრიზისზე გლობალური რეაგირების ნაწილი იყო.
Bloomberg-ი: აშშ-მ ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინა
ამავე თემაზე
რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას?
აშრაფ ღანი: პრეზიდენტის თანამდებობაზე რომ დავრჩენილიყავი, ავღანეთის ხალხის თვალწინ ჩამომახრჩობდნენ