აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა, 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე 30-მდე სახელმწიფო ჩამოთვალა, რომლებიც მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ ავღანეთიდან ხალხის უსაფრთხოდ გამოყვანაში.
როგორც ნედ პრაისმა აღნიშნა, ალბანეთმა, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტარიკამ, ჩილემ, კოსოვომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, მექსიკამ, პოლონეთმა, კატარმა, რუანდამ, უკრაინამ და უგანდამ ასევე გააკეთეს "გულუხვი შეთავაზებები" რისკის ქვეშ მყოფი ავღანელების ავღანელების მშვიდობიანად განსახლების პროცესში.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აგრეთვე ჩამოთვალა ის ქვეყნები, რომლებიც თავიანთ ტერიტორიებს ტრანზიტის სახით სთავაზობენ, ანდა ახლო მომავალში შესთავაზებენ, ავღანეთიდან გამოყვანილ ამერიკელებს ან ზოგ ვითარებაში - სხვებსაც.
რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას?
ამ ქვეყნების ჩამონათვალშია: ბაჰრეინი, გერმანია, დანია, იტალია, ყაზახეთი, ქუვეითი, ტაჯიკეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დიდი ბრიტანეთი და უზბეკეთი.
"ჩვენ ღრმად ვაფასებთ მათ მიერ შემოთავაზებულ მხარდაჭერას და ჩვენ ვამაყობთ, რომ მათთან ერთად ვმონაწილეობთ ავღანეთის ხალხის დახმარების პროცსში", - აცცხადებს ნედ პრაისი.
ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა
თავის მხრივ, საბერძნეთი და თურქეთი უარს ამბობენ მიგრანტების მიღებაზე.
საბერძნეთმა, ავღანელი მიგრანტების ზრდის ფონზე, თურქეთის საზღვართან 40-კილომეტრიანი ბარიერი აღმართა.
„ჩვენ არ შეგვიძლია, პასიურად დაველოდოთ შესაძლო შედეგს. ჩვენი საზღვრები დაურღვეველი დარჩება", - განაცხადა საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა მიხალის ხრისოხოიდისმა.
მანამდე თურქეთმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, აიღონ პასუხისმგებლობა ავღანელ მიგრანტებზე.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან წასული ადამიანების მკვეთრი ზრდა შეიძლება „სერიოზული გამოწვევა იყოს ყველასთვის".
„მიგრაციის ახალი ტალღა გარდაუვალია, თუკი აუცილებელი ზომები არ მიიღება ავღანეთსა და ირანში", - განაცხადა ერდოღანმა.
ამავე თემაზე:
ბრიტანეთი ავღანეთიდან 20 000 მიგრანტს მიიღებს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება
ანტონიო გუტერეში: ავღანეთის ხალხი არ უნდა მივატოვოთ
ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ევროპა ავღანეთიდან მიგრანტების მისაღებად უნდა მოემზადოს